ბოლო 1,5 თვის განმავლობაში ჯავახეთში 1 115 მიწისძვრა მოხდა - რა არის მიზეზები?

მიწისძვრა

საქართველოში მიწისძვრის შემთხვევები გახშირდა. გასული თვენახევრის განმავლობაში ჯავახეთის ქედზე სულ 1 115 პატარა მიწისძვრა მოხდა.

შესაძლო მიზეზების შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძე საუბრობს.

გოდოლაძე აცხადებს, რომ ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, ამიტომაც ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ აქ ხდება.

„ჩვენ არაფერი ამაში არ გვიკვირს, ეს არის ჯავახეთს ზეგანი, რომელიც თავისი ტექტონიკური წარმოშობიდან და გეოლოგიური სტრუქტურებიდან გამომდინარე, საკმაოდ კომპლექსური რეგიონია. ამ რეგიონს ორი სახის სეისმურობა აქვს. ბოლო 100 წლის მაგალითზე რომ გითხრათ, კარგი ის არის, რომ ეს სეისმურობა შედარებით დაბალია, ვიდრე მაგალითად კავკასიონის. რომ შევაჯამოთ, არაფერი არ ხდება განსაკუთრებული. ეს პულსაცია, რაც კავკასიას გააჩნია და მით უმეტეს ჯავახეთს, ჯობია ამ სახით იყოს, ვგულისხმობ პატარა მიწისძვრებს, ვიდრე მოხდეს დიდი და დამანგრეველი“, - ამბობს თეა გოდოლაძე BMG-სთან საუბრისას.