1793735401
ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანებაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკა მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, შენობაში ხანძარი დაახლოებით 16:00 საათზე, მე-16 სართულზე გაჩნდა.
ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა.
შემთხვევის დროს ნიუსრუმში 22 თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ წუთებში ტელეკომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. როგორც ჟურნალისტი წერს, ყველამ მოახერხა გარეთ გამოსვლა.












