რას ჰყვებიან ადგილობრივები დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე

დიღმის ტრაგედია

დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები და მეზობლები დეტალებზე საუბრობენ.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტებთან აცხადებს, გოგონა ბოლოს საქანელაზე ნახეს.

„მეეზოვეებმა თქვეს, რომ სკოლიდან რომ გამოსულა, საქანელაზე ქანაობდა. შემდეგ ბავშვებმა დაინახეს, რომ ვიღაც აეკიდა... შემდეგ მთელი დღე დაკარგული იყო. “, - აცხადებს ადგილობრივი მედიასთან საუბრისას.

დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები მოზარდს საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.