1781210306
ბათუმში სატვირთო ქვეითს დაეჯახა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მას ქვედა კიდურების დაზიანება აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.










