ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

დაკარგული ახალგაზრდა

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც განცხადების ავტორი ნიკა ბაიდაური წერს, გუშინ, დღის პირველი საათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან ახალგაზრდა ბიჭს.

„დაიკარგა ადამიანი. გუშინ დღის პირველ  საათზე გავიდა დემეტრე თავდადებულის 179-დან თბილისის მიმართულებით. მის მერე ხაზზე არ გამოსულა.

გთხოვთ თუ ვინმემ შეამჩნიეთ, დამირეკეთ. 511523257. განაცხადი გაკეთებულია“,- წერს ბაიდაური.