როგორი ზამთარი გველის საქართველოში – იქნება თუ არა უხვი თოვლი და მკაცრი ყინვები
1795548958
ხმაური და დაპირისპირება ბაღდათის მუნიციპალიტეტში - როხში სკოლის დირექტორის ქმარმა ერთ-ერთი ადგილობრივის მანქანას ქვები დაუშინა. ინციდენტის დროს მანქანაში ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ.
დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
დაზარალებული გოგიტა სანიკიძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორის ქმარმა, ალექსანდრე მამასახლისმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მანქანას ქვები ესროლა. მანქანას დამტვრეული აქვს უკანა და გვერდითა შუშები. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.