1792094214
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩას კვეთდა.
90 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.








