ავარიის შემდეგ ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

ავარია ხანძარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ბოძს, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთ პირი კი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.