პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, ჯაბა სირბილაძემ მოინახულეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უშუალოდ სამედიცინო პერსონალისგან მიიღეს. ისინი დაშავებული მცირეწლოვნის მშობლებსაც შეხვდნენ და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვეს.
დათი ქოქრაშვილი თელ-ავივის შიბას სამედიცინო ცენტრში სამი კვირაა მკურნალობს. მშობლების ინფორმაციით, ბავშვი ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა, იმართება კონსილიუმები და მცირეწლოვნის გადასარჩენად ქირურგების ჯგუფი მუშაობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.