ავარიას ბათუმში 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავარია

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 7 წლის ბიჭი. დაღუპულის მამა და მეორე შვილი კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. BMW-ს ტიპის ავტომანქანა ტაქსის შეეჯახა. დაზიანდა პარკინგზე მდგომი 2 სხვა ავტომანქანაც.

თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად ჯამში ოთხი ადამიანი გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში.