ავარია სამეგრელოში - ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჯებირს დაეჯახა

პოლიცია ლენტა

ავარია მოხდა ხობი-ნოჯიხევის გზაზე. 

ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჯებირს დაეჯახა. 

დაშავებულია 4 პირი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 286-ე მუხლით დაიწყო.