ავარია ოკუპირებულ აფხაზეთში - არის მსხვერპლი

ლენტი

ავარია ოკუპირებულ აფხაზეთში - მსხვერპლი ახალგაზრდა კაცია.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. გამოცემა „აიაშარას“ თანახმად, დაშავდა კიდევ ორი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც მეორე ავტომობილში იმყოფებოდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მესამე ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა. უბედური შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.