ავარია ფოთი-ჭალადიდის გზაზე - არიან დაშავებულები

policiis lenti

გავრცელებული ინფორმაციით, სამი პირი დაშავდა ფოთი-ჭალადიდის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ფოთის „ევექსში“ გადაიყვანეს.

რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.