„გოულახია თემურა ბიჭო!“ - შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 27 პირი დააკავეს
1785226619
ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათგან 2-ს მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ. დაშავებულები ახალგაზრდები არიან.
დღეს ანაკლია-განმუხურში ოფიციალურად საზღვაო სეზონი გაიხსნა.