VIDEO: მერაბ დვალიშვილისა და გიორგი მამარდაშვილის საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს
1737313539
ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით”, – წერს თურქეთის ლიდერი.
მისი თქმით, მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი.
თურქეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 76 ადამიანი ემსხვერპლა, 440 კი დაშავდა.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა მეზობელ სირიაშიც. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია 42 ადამიანი