„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ძლიერ მიწისძვრასთან ერთად თურქეთში უამინდობაა - მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, სტამბოლში დღეისთვის დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა, მათ შორის არის ფრენები თბილისის მიმართულებით.
საუბარია "პეგასუსის" ორ ავიარეისსა და "თურქეთის ავიახაზების" ორ ფრენაზე. ყველა მათგანი გოგჩენის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამბობენ, რომ სხვა რეისებზე შეფერხებები არ არის.
ხოლო ორი რეისი თბილისიდან"ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გეგმის მიხედვით შესრულდება.
ფრენების გადადებასთან ერთად უამინდობის გამო სტამბოლსა და ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში დღეს დახურული იქნება სკოლებიც.