ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
სტიქიის შედეგების კიდევ ერთი მსხვერპლი კახეთში - ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახმეტის სახანძრო- სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა.
35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ეზოში დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ბეტონის საყრდენი ჩაენგრა, სიმაღლიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
„პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია ,,მაგთიკომის" თანამშრომელია და თბილისიდან კახეთში, სამუშაოს შესასრულებლად იყო გაგზავნილი.
სტიქიას მსხვერპლი გუშინაც მოჰყვა. ახმეტაში 79 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი რკინის კონსტრუქცია დაეცა.
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185
ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
1745695869