ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

policiis lenti

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მიმავალ 40 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. 

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.