ტემპერატურა -15°-მდე დაეცემა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1769630355
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „არავინ იცის“, ვინ ჩაანაცვლებს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, თუკი მას ხელისუფლებას ჩამოაშორებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
„არავინ იცის, ვინ ან რა მოვა სათავეში“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ირანის სისტემა „დაყოფილია უზენაეს ლიდერსა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ შორის, რომელიც მას ექვემდებარება და „კვაზი-არჩეულ პირებს“ შორის, რომლებსაც „საბოლოო ჯამში, ნებისმიერი გადაწყვეტილების შეთანხმება უზენაეს ლიდერთან უწევთ“.
„არ მგონია, ვინმემ შეძლოს მარტივი პასუხის გაცემა იმაზე, თუ რა მოხდება ირანში უზენაესი ლიდერისა და რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, გარდა იმ იმედისა, რომ მათ სისტემაში გამოჩნდება ვინმე, ვისთანაც გარდამავალი პროცესის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.
„წარმომიდგენია, რომ ეს იმაზე ბევრად უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე ახლა აღვწერთ, რადგან საუბარია რეჟიმზე, რომელიც ხელისუფლებაში ძალიან დიდი ხანია იმყოფება. ასე რომ, ეს მოითხოვს ძალიან ფრთხილ ფიქრს, თუკი ასეთი შესაძლებლობა ოდესმე დადგება“, - დასძინა რუბიომ.