1692302192
ახალი დეტალები უბედური შემთხვევის ადგილიდან - „საჰაერო ხომალდი რადარებიდან განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა“
თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდის საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა - შველის სამუშაოები დაიწყო, - ნათქვამია შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"შპს „საქაერონავიგაციის“ საავიაციო ძებნა - შველის საკოორდინაციო ცენტრში 112 - დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა საავიაციო ინციდენტი საქართველოს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანთან საზღვართან ახლოს განიცადა.
საერთაშორისო პროტოკოლის სრული დაცვით, საქაერონავიგაციის საძიებო ჯგუფი გაემგზავრა სავარაუდო ინციდენტის ადგილის აღმოჩენისა და დაზარალებულებისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით.
თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდის საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა - შველის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა, ასევე ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს.
ამჟამად საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად, საავიაციო წესებით გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.












