დასახელდა სანელებელი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

შაქარი

ახალი კვლევის თანახმად, დარიჩინს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაში. თუმცა, არსებობს გარკვეული პირობები.

მეცნიერებმა თავიანთ ნაშრომში გააანალიზეს რამდენიმე კვლევა დარიჩინის სასარგებლო თვისებების შესახებ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ უზმოზე მიღების დროს, მას შეუძლია სისხლში შაქრის დონე „მნიშვნელოვნად" შეამციროს. დიაბეტს აქვს უნარი გააუმჯობესოს მეტაბოლური ჯანმრთელობა და დაარეგულიროს სისხლში გლუკოზის დონე და ლიპიდური პროფილები, განსაკუთრებით ტიპი 2 დიაბეტის და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ადამიანებში.

ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ეს სანელებელი არის ისეთი დაავადებების სამკურნალო საშუალება, როგორიცაა ჰიპერგლიკემია და ტიპი 2 დიაბეტი, ჰიპერტენზია და მაღალი ქოლესტერინი.

ამ ყველაფერს თან ახლავს საკმაოდ სერიოზული გაფრთხილება: დარიჩინმა შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ უსიამოვნო და პოტენციურად საშიში გვერდითი მოვლენები.

პირველ რიგში, ცნობილია, რომ დარიჩინი უარყოფითად მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციონირებაზე (ან სისხლდენაზე), რაც იწვევს ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას. დარიჩინი ასევე შეიცავს კუმარინს, რომელიც არის ბუნებრივი ნაერთი, რომელიც მოქმედებს როგორც სისხლის გამათხელებელი.

მკვლევრებმა ისიც კი აღნიშნეს, რომ მათი „კლინიკური გამოცდილებით, დარიჩინის ყოველდღიურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენა“.