1753722492
ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან - ბანგკოკის ბაზარში სროლის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი

Reuters-ის ცნობით, ბანგკოკის ბაზარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულთა შორის ბაზრის დაცვის 4 თანამშრომელი და 1 მოვაჭრე ქალია.
სააგენტოებმა ასევე გაავრცელეს ფოტო, რომელზეც სავარაუდო დამნაშავე გადაადგილდება. მას ხელში პისტოლეტი უკავია.