ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს - ბოლო ცნობები ,,ამბასადორში" გაჩენილ ხანძარზე

ხანძარი

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

მათივე ცნობით, ამ წუთებში ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. 

,,მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. 

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

,,ამბასადორში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სასტუმროს ადმინისტრაციამაც. მათი ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.