5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა კარიბის ზღვაში

მიწისძვრა

კარიბის ზღვაში, კუბის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,9 მაგნიტუდა შეადგინა.

Volcanodiscovery-ის ცნობით, სეისმურ აქტივობა დღეს, დილით ადრე, ადგილობრივი დროით 1:00 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი მიწის ქვეშ 22 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ზიანის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.