ავადდებიან, ძირითადად, ქალები და გოგონები - უგანდაში გავრცელდა დაავადება, რომელსაც „ცეკვით კანკალი" უწოდეს

დინგა დინგა

უგანდაში გავრცელდა  დაავადება, რის შედეგადაც პაციენტებს უკონტროლო კანკალი ეწყებათ. დაავადებით, რომელსაც ადგილობრივებმა „დინგა დინგა" უწოდეს, ითარგმნება როგორც „ცეკვით კანკალი". ამ დაავადებით უკვე დაზარალდა დაახლოებით 300 ადამიანი, ძირითადად ქალები და გოგონები. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

დაავადება, რომელიც დადასტურებულია ბუნდიბუგიოში, იწვევს ცხელებას და ძლიერ კანკალს. ოლქის ჯანდაცვის ოფიცერი ირწმუნება, რომ სიკვდილი არ დაფიქსირებულა და დაავადება ანტიბიოტიკებით იკურნება.

ბევრი პაციენტი ცდილობს სიმპტომების შემსუბუქებას მცენარეული საშუალებებით, მაგრამ ექიმები ამას არ ურჩევენ.

დაავადების შესახებ პირველად ცნობილი გახდა 2023 წლის დასაწყისში. ამჟამად, სამედიცინო ლაბორატორიები აგრძელებენ ინფექციის შესწავლას.

ერთ-ერთმა პაციენტმა განაცხადა: „ვგრძნობდი, რომ ჩემი სხეული პარალიზებული იყო და როცა სიარულს ვცდილობდი, უკონტროლოდ ვკანკალებდი, ძალიან შემეშინდა, გადამიყვანეს ბუნდიბუგიოს საავადმყოფოში. საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ“.