„თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება...“ - ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
1742321105
ირანში ძლიერი მიწისძვრა იყო. 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ხუზესტანის პროვინციაში, ქალაქ ენდიმეშკში მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ირანის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:25 საათზე დაფიქსირდა.
უწყების ინფორმაციით, ეპიცენტრი 15 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
ენდიმეშკის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.