რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე
1791793103
უკვე მე-4 დღეა ბორჯომი სტიქიის ზონაა. ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი იქ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. დილიდან კი ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ ვერტმფრენებიც ჩაერთვნენ.
ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. პროცესში სპეციალური ტექნიკით ჩაერთნენ თავდაცვის ძალებიც.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი. ადგილზე შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.