27 წლის გოგომ ბავშვი გაჩენისთანავე ქუჩაში მიატოვა, რადგან ორსულობის შესახებ არავინ იცოდა (საბერძნეთი)

ჩვილი

შემთხვევა ქსანთიში მოხდა, სადაც 27 წლის გოგომ საკუთარი ახალშობილი მიატოვა, რადგან როგორც ამბობს, მისი ორსულობის შესახებ არავინ იცოდა, სრულიად მარტომ იმშობიარა და შემდეგ პანიკაში ჩავარდა.

როგორც ირკვევა, მან პარასკევს ბებიის სახლში იმშობიარა, გარეთ მიატოვა, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ კი, თავის ძმას დაურეკა და უთხრა, რომ თავიანთი ბებიის ეზოში ბავშვი იპოვა, შემდეგ კი, პოლიციაში დარეკეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ მათ უბრალოდ უცხო ბავშვი იპოვეს გარეთ, გოგონამ საბოლოოდ აღიარა, რომ ეს მისი შვილი იყო.

საქმის მასალების მიხედვით, ბავშვიც და დედაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შემოწმება ჩაუტარდება და სავარაუდოდ, გოგონას შვილს დაუბრუნებენ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 VIDEO: რუსული ელიტა და ქართულად ამღერებული თეონა კონტრიძე - რა კადრებს აქვეყნებს მიმი შელია

👉 VIDEO: „მამიკოს გოგო“ - ნახეთ, გიორგი გაბუნიას და კირას უსაყვარლესი ვიდეო