როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
1754027259
Delta Air Lines-ის ბორტზე, 25 ადამიანი ძლიერი ტურბულენტობის გამო დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. რეისი სოლტ-ლეიკ-სიტიდან ამსტერდამის მიმართულებით მიფრინავდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის დროს თვითმფრინავში 275 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მინეაპოლის-სენტ-პოლის მიმართულებით გადამისამართდა და ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათამდე უსაფრთხოდ დაეშვა.
მინეაპოლისის აეროპორტში დაშვებისას, თვითმფრინავს ასაფრენ ზოლზე სახანძრო სამსახური და პარამედიკოსები დახვდნენ. ავიაკომპანიის ცნობით, 25 მგზავრი "გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.