დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
სამცხე-ჯავახეთში, სოფელ კეხოვანში, 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების მოწყობის სამუშაოები პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ II ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სოფელ კეხოვანში სატყეო გზების მოწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ხორციელდება. გზების მოწყობა არამარტო საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობას ამარტივებს, არამედ ეფექტიანად ხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენის, საჭიროების შემთხვევაში კი ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებები“, - აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა კობა სილაგაძემ.
პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამისა და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება