დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში მოზარდი იხრჩობოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წლის გოგონა, საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა, დედოფლისწყაროს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისთვის გულის ამუშავება შეძლეს. ამ დროისათვის , მოზარდი კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას თბილისში, ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.