ბრიჯიტ მაკრონი

მსოფლიო 1767611051

პარიზის სასამართლომ, საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის კიბერბულინგში 10 ადამიანი დამნაშავედ ცნო

პარიზის სასამართლომ ათი ადამიანი საფრანგეთის პირველი ლედის კიბერბულინგში დამნაშავედ ცნო. მათ რვა თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.როგორც მედია წერს, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დამნაშავეების მიერ გაკეთებულ „განსაკუთრებით დამამცირებელ და ბოროტ კომენტარზე“, რომელიც ეხებოდა ბრიჯიტ მაკრონს და ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია.აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულთაგან რვა მამაკაცი და ორი ქალია. მათი ასაკი 41-დან 65 წლამდე მერყეობს და ბრალი ედებათ „ბოროტი განზრახვით მრავალი  კომენტარის გაკეთებაში“, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ემანუელ მაკრონის მეუღლე მამაკაცად დაიბადა, ასევე, ადანაშაულებდნენ პედოფილიაში, ვინაიდან ემანუელ მაკრონსა და ბრიჯიტ მაკრონს შორის 24-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მედია იუწყება, რომ პუბლიკაციების ნაწილი ათასობით ადამიანმა ნახა.თავად ბრიჯიტ მაკრონი აცხადებდა, რომ სასამართლოს მიმართა, რათა ეჩვენებინა მაგალითი, როგორი აუცილებელია კიბერბულინგთან ბრძოლა

ლიზ ტრასი

მსოფლიო 1765718471

ლიზ ტრასი: ჩვენ უნდა გავწმინდოთ ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ხელში აქვს ჩაგდებული "ვოუქ“ იდეოლოგიას, რომელსაც ბრიტანული საზოგადოების დიდი უმრავლესობა უბრალოდ არ ეთანხმება

მოულოდნელად გაჩნდა პოლიცია, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც მზად იყვნენ, უძველესი ბრიტანული თავისუფლებების ჩახშობის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის. პოლიცია და სასამართლო, ოდესღაც ტრადიციონალისტური მმართველი კლასის ბასტიონები, "ვოუქ" იდეოლოგიის მემარცხენეებმა დაიპყრეს. ტრანსგენდერი იდეოლოგები, ისლამისტები და ნეომარქსისტები ახლა მაღალი რგოლის დონეზე დომინირებენ. ახლა პოლიციელად, მოსამართლედ ან პროკურორად მხოლოდ მაშინ დაგაწინაურებენ, თუ DEI-ს, როგორც ბანალური ჭეშმარიტების შესახებ. მაშინ, როდესაც პოლიციის უფროსებს  შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავდა და ათავისუფლებდა, ახლა ისინი თავად არიან კანონი,  -  ამის შესახებ ბირტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მეორე ეპიზოდში განაცხადა.ლიზ ტრასმა ისაუბრა ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ კრიზისზე და აღნიშნა, რომ მიღებულია კანონები, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ, ხოლო, ის ინსტიტუციები, რომლებსაც ერთ დროს ადამიანები ენდობოდნენ, რადიკალიზებული და "ვოუქ" იდეოლოგიის მქონე გახდა."ცხადია, რომ ბრიტანეთი სიტყვის თავისუფლების ამ კრიზისში ჩაძირულია. მიღებულია კანონები, რომლებიც ახლა გამოიყენება ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ონლაინ რეჟიმში სრულიად ნორმალურ შეხედულებებს გამოთქვამენ. იქნება ეს საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ კანონი, იქნება ეს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას. ისიც ვნახეთ, რომ ხელისუფლება, რომელსაც ადამიანები ერთ დროს ენდობოდნენ, მაგალითად, პოლიცია, სასამართლო, რადიკალიზებული გახდა. მათ მიიღეს „ვოუქ“ იდეოლოგია - იქნება ეს ტრანსგენდერული იდეოლოგია, იდეა, რომ ქალი შეიძლება გახდეს კაცი და პირიქით, თუ ანტირასისტული იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ნებისმიერ კომენტარს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისლამი." - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.მისივე განცხადებით, სიტყვის თავისუფლების დაბრუნების გარდა, საჭიროა, ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაწმენდა, რომელიც ხელში აქვს ჩაგდებული "ვოუქ" იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ კლასს."მე მჯერა, რომ ბრიტანეთში გვჭირდება [აშშ-ის კონსტიტუციის] პირველი შესწორების სტილის კანონმდებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ის უნდა იყოს სიმბოლო, პოლიტიკურმა პარტიებმა კი არჩევნებზე ვალდებულება უნდა აიღონ, რათა უზრუნველყონ ჩვენი სიტყვის თავისუფლების დაცვა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეურაცხმყოფელია ის. მაგრამ უფრო მეტიც, ჩვენ უნდა გავწმინდოთ ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დატყვევებულია. ისინი ხელში აქვს ჩაგდებული "ვოუქ“ იდეოლოგიას, რომელსაც ბრიტანული საზოგადოების დიდი უმრავლესობა უბრალოდ არ ეთანხმება." - განაცხადა ლიზ ტრასმა.

გევინ ნიუსომი

მსოფლიო 1765435123

კალიფორნიის გუბერნატორი: მსურს ვიხილო ტრანსგენდერი ბავშვები. მე მყავს ტრანსგენდერი ნათლული

ჩვენ ტრანსგენდერი სპორტსმენების თემას არ შევხებივართ. ეს არის საკითხი, რომლის მოსმენაც არავის სურს, რადგან მსმენელთა 80 პროცენტი არ ეთანხმება ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ჩემი გულიდან მოდის და არა მხოლოდ გონებიდან, - ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა "ნიუ იორკ თაიმსის" პოდკასტში, "ეზრა კლაინის შოუ" განაცხადა.ნიუსომის თქმით, მას სურს, ტრანსგენდერი ბავშვები იხილოს. როგორც მან აღნიშნა, ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო ყველაზე მეტი კანონი აქვს მიღებული და ამ ჯგუფის ძლიერი დამცველია."მინდა ვნახო ტრანსგენდერი ბავშვები. მყავს ტრანსგენდერი ნათლული. არ არსებობს გუბერნატორი, რომელსაც ჩემზე მეტ ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო კანონმდებლობაზე აქვს ხელი მოწერილი და არავინ ყოფილა ამ ჯგუფის უფრო ძლიერი დამცველი. მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანების რეალობა, ვისაც უფლებები ჩამოერთმევათ, როდესაც ჩვენ წინ წავიწევთ ტრანსგენდერი საზოგადოების უფლებებს სპორტული შეჯიბრებების სამართლიანობის თვალსაზრისით", - განაცხადა გევინ ნიუსომმა, რომელიც აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.

ბრიჯიტ მაკრონი

მსოფლიო 1761648620

საფრანგეთში ათი ადამიანი დააკავეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის თანახმადაც, პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია

საფრანგეთში ათი ადამიანი დააკავეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის თანახმადაც პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია. ამის შესახებ საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით BFMTV იტყობინება. ორშაბათს და სამშაბათს ათი ადამიანი წარდგება პარიზის სასამართლოს წინაშე, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ კიბერბულინგის საქმეზე, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის სამიზნე გახდა.ამ ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერი ქალია. პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები 41-დან 60 წლამდე ასაკის არიან.ისინი ეჭვმიტანილები არიან ბრიჯიტ მაკრონის შესახებ მრავალი შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაში, მის „გენდერზე“, „სექსუალობაზე“ მითითებაში და ქმართან მისი ასაკობრივი სხვაობის გამო „პედოფილიასთან“ გაიგივებაშიც კი.

ჩარლი კირკი

მსოფლიო 1757792325

ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის პირადი ცხოვრების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი, ტაილერ რობინსონი ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მამრობითი სქესიდან მდედრობით სქესზე გადასვლის პროცესში იყო. ეს ინფორმაცია გამოცემა New York Post-ს სამართალდამცავმა წყარომ დაუდასტურა.ფედერალურმა აგენტებმა ბრალდებულის დაკავება შეძლეს ტრანსგენდერი პირის მიერ 22 წლის რობინსონთან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა სახის კომუნიკაციების წყალობით.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელს სასამართლო სიკვდილით დასჯას გამოუტანს.კონსერვატორ აქტივისტზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ „კირკი იყო შესანიშნავი ადამიანი და ის ამას არ იმსახურებდა“.

ბჰ

საზოგადოება 1757565548

ტრამპის მხარდამჭერს, 31 წლის ჩარლი კირკს იუტას შტატში, უნივერსიტეტში გამოსვლისას ესროლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

 ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი სროლის მსხვერპლი გახდა საჯარო შეხვედრის დროს. შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრე, კამერებზე დაფიქსირდა, როგორ პასუხობდა ის აუდიტორიის შეკითხვას ტრანსგენდერ ადამიანებზე და მათ კავშირზე მასობრივ სროლებთან ამერიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.აუდიტორიის წევრი: იცით, რამდენი ტრანსგენდერი ამერიკელი იყო მასობრივი მსროლელი ბოლო 10 წლის განმავლობაში?კირკი: ძალიან ბევრი.მკითხველმა დააზუსტა, რომ ეს რიცხვი ხუთია და შემდეგ იკითხა, იცოდა თუ არა კირკმა, რამდენი მასობრივი სროლა მოხდა აშშ-ში იმავე პერიოდში.კირკი: ბანდების ძალადობას ჩავთვლით თუ არა?ამის შემდეგ რამდენიმე წამში, ვიდეოში ისმის გასროლის ხმა.გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კეშ პატელმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.დღევანდელი საშინელი სროლის სუბიექტი, რომელმაც ჩარლი კირკის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია. მადლობას ვუხდით ადგილობრივ და შტატის უწყებებს FBI-სთან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კეშ პატელმა.

რობერტ კენედი

მსოფლიო 1756468399

მინეაპოლისის კათოლიკურ ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო, ჯანდაცვის დეპარტამენტი ტრანსგენდერებისთვის დანიშნული მედიკამენტების მოზარდებზე გავლენას გამოიკვლევს

მინეაპოლისის კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი ტრაგედიის გამო, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი ტრანსგენდერებისთვის დანიშნული მედიკამენტების მოზარდებზე გავლენას გამოიკვლევს, - განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა.კენედი უმცროსის თქმით, მან ამის თაობაზე ბრძანება უკვე გასცა. მისი ცნობით, დასადგენია, იქონია თუ არა გავლენა ტრანსგენდერი მკვლელის მიერ მიღებულმა პრეპარატებმა მის ფსიქიკაზე.რობერტ კენედი აღნიშნავს, რომ ეს ტრანსგენდერის მიერ სკოლაში ცეცხლის გახსნის პირველი შემთხვევა არ არის.„დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების მასობრივი მკვლელობები ჯანმრთელობის კრიზისით არის გამოწვეული. ჩვენ პირველად სერიოზულ კვლევას ვატარებთ, რათა დავადგინოთ, რაში მდგომარეობს ასეთი მკვლელობების იდეოლოგია. ჩვენ პირველად შევისწავლით ფსიქოტროპულ პრეპარატებს“, - აღნიშნა კენედიმ პრესკონფერენციაზე.

რა მოხდება, თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს კაცი მიიღებს

ტექნოლოგიები 1755671160

რა მოხდება, თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს კაცი მიიღებს?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ამ ეტაპზე მხოლოდ ქალებისთვის არის ხელმისაწვდომი. მეცნიერები კაცების კონტრაცეფციაზე აქტიურად მუშაობენ და წარმატებასაც აღწევენ. მსგავსი საშუალებები ჯერჯერობით მხოლოდ ტესტირების ეტაპზეა, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი მხოლოდ პრეზერვატივის გამოყენება ან ვაზექტომიის ჩატარება შეუძლიათ.მაშ, რა მოხდება, თუ ქალებისთვის განკუთვნილ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს კაცი მიიღებს?როგორც წესი, ასეთი აბები ორ ჰორმონს — ესტროგენსა და პროგესტინს — შეიცავს, რომლებსაც ქალის ორგანიზმი ბუნებრივად წარმოქმნის. ასეთი აბები ძირითადად ოვულაციის შეჩერებით მუშაობს, ანუ საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოდევნას აფერხებს. ეს ორსულობის პრევენციაში გვეხმარება. აღნიშნული ჰორმონები უფრო მცირე რაოდენობით კაცის ორგანიზმშიც გვხვდება, კერძოდ: ესტროგენი სპერმატოზოიდების მომწიფებაში მონაწილეობს, პროგესტინს კი ტესტოსტერონის წარმოქმნაში შეაქვს წვლილი.თუკი კაცი 1-2 აბს მიიღებს, დიდი ალბათობით, არაფერი მოხდება. ეს რაოდენობა საკმარისი არ არის, რომ ჰორმონული ცვლილებები დაიწყოს. მეორე მხრივ, ხანგრძლივი და ჭარბი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება ცვლილებებმა იჩინოს თავი. მაგალითად, შესაძლოა: მცირედით გაიზარდოს მკერდი, ოდნავ დაპატარავდეს სათესლე ჯირკვლები, შეიცვალოს ლიბიდო და სახეზე თმა შემცირდეს. არსებობს იმის შანსიც, რომ კანი უფრო რბილი გახდეს, თეძოები კი — უფრო განიერი.კაცებში ესტროგენის დონეების მატება უშვილობის რისკს ზრდის, რადგან ჰორმონული დისბალანსი ხარისხიანი სპერმის წარმოქმნას უშლის ხელს. შეიძლება განვითარდეს: დაღლილობა, კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზი, კონცენტრაციის სირთულეები და წამოხურების შეგრძნებებიც. ეს კაცებში ესტროგენის მოჭარბების ნიშნებია.შენიშნავდით, რომ გვერდითი ეფექტები კაცებში ფემინური მახასიათებლების გაჩენასთანაც არის კავშირში. თუკი გარდასახვაა თქვენი მიზანი, ამისათვის მეტად უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდებიც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ამაში ექიმი დაიხმაროთ და ჰორმონული საშუალებები თვითნებურად არ გამოიყენოთ.ცნობილია, რომ გარდასახვის მიზნით ტრანსგენდერი ქალები ესტროგენს ბევრად დიდი დოზებით იღებენ. გასათვალისწინებელია, რომ განსხვავებულია ესტროგენის ფორმებიც. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიდან ამ ჰორმონის მიღება ძალიან მაღალი დოზებით არ შეიძლება. ეს იმიტომ, რომ იგი ნორმალური რაოდენობის შემთხვევაშიც კი ზრდის ღრმა ვენების თრომბოზისა და გულის შეტევის რისკს.გამოდის, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შემთხვევით ან ცნობისმოყვარეობის გამო რამდენჯერმე მიღება, დიდი ალბათობით, არ დაგაზიანებთ. მეორე მხრივ, თუკი კონკრეტული მიზანი გამოძრავებთ, დიდი შანსია, რომ ამისათვის უკეთეს საშუალებასაც იპოვით.კონტრაცეფციაზე რჩევებისთვის ან ჰორმონული ბალანსის შესამოწმებლად უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.წყარო

ვიქტორია მაკკლაუდი

მსოფლიო 1755526140

ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში

დიდი ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ, ვიქტორია მაკკლაუდმა უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაკკლაუდს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთის პირველი ღიად არაბინარული ადვოკატი და დიდი ბრიტანეთის პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადვოკატი.აპრილში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ტერმინები „ქალი“ და „სქესი“ თანასწორობის აქტში ბიოლოგიურ სქესს და არა შეძენილ გენდერს გულისხმობს.ვიქტორია მაკკლაუდის ადვოკატებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ის საქმის ხელახლა განხილვას ითხოვს, იმ მოტივით, რომ უზენაესმა სასამართლომ დაარღვია მე-6 მუხლით მინიჭებული უფლება სამართლიან განხილვაზე, ვინაიდან, უარი თქვა მოესმინა მისი და სხვა ტრანსგენდერი პირების ან ჯგუფების არგუმენტები.

 ტრამპი

მსოფლიო 1754544929

ტრამპის ადმინისტრაციამ ქალთა სპორტში მონაწილე ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემა აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქალთა სპორტში მონაწილე ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემა აკრძალა. ცნობა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.მიღებული გადაწყვეტილებით ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რომან კაკულია

პოლიტიკა 1752763863

რომან კაკულია: ეს წერილი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების გადაწყვეტილება ვიღაცის თხელ თავებში უკვე მიღებულია. ამის საშიშროება არის. ახლა ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიმკაცრე

ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა სიღრმისეულად შევსულიყავით რატომ გახდა ეს კანონები ასეთი მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, საქართველოს მოსახლეობის შინაგანი განწყობები როგორიც არის იმას უკავშირდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ.„ჩვენმა ქვეყანამ მენტალური ომი წააგო დიდი ხანია. ამ მენტალური ომის მიზანი იყო ის, რომ მიგვეღო ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აღიარებდნენ სხვა ქვეყნის უპირატესობას ჩვენს კულტურულ გარემოსთან მიმართებით.ტრანსგენდერიზმი იმიტომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, რომ ტრანსგენდერი ადამიანი არის საკუთარი თავის შემოქმედი, ეს უპირისპირდება იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ სამყაროს შეიძლება ჰყავდეს შემოქმედი და ობიექტური რეალობა, რომელმაც ეს სამყარო შექმნა თავისი წესების მიხედვით.როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მივისწრაფვით დასავლეთის ევროპული ქრისტიანული ღირებულებისკენ, ეს 50 წელია აღარ არსებობს. ევროპა ყოველთვის იყო დაპირისპირება და თანაცხოვრება საერო და რელიგიური ხელისუფლების, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა, სასულიერო თემასთან დაკავშირებული ყველაფერი გავიდა ევროპისგან. ტრანსგენდერიზმზე ასეთი აქცენტის გაკეთება იყო ამის ლოგიკური გაგრძელება.ასოცირების შეთანხმება იყო ის ფორმატი, რომელშიც 2030 წლამდე რომ გვემუშავა სავსებით საკმარისი იყო. ეს დაჩქარებული თემა იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფოდ გამოყენება უნდოდათ ჩვენი და მიტომ ჩვენი ყველა ტრანსფორმაცია უცებ გახადეს გასაგები. ვისაც ეს ესმის მათთვის ისედაც გასაგებია. ჩვენ ისე გავიხლიჩეთ შუაზე, რომ ვისაც არ ესმის, იმას ვეღარც გავაგებინებთ. მთავარი არის ის, რომ ერთმანეთთან როგორ ჩამოვაყალიბებთ ისეთ ურთიერთობას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ, რადგან იქ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.ეს წერილი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების გადაწყვეტილება ვიღაცის თხელ თავებში უკვე მიღებულია. ამის საშიშროება არის. ახლა ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიმკაცრე. ისინი ამას იჩენენ და ჩვენ ამას მხრას ვუჭერთ“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1752079082

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს კალიფორნიის შტატის იმ პოლიტიკის აკრძალვას, რომელიც მამაკაცებს სპორტში ქალებთან შეჯიბრების უფლებას აძლევს

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კალიფორნიის განათლების დეპარტამენტსა და კალიფორნიის სკოლათაშორის ფედერაციას უჩივლებს განათლების შესახებ კანონის მე-9 თავის დარღვევის გამო.„ფოქს ნიუსი“ წერს, რომ ადმინისტრაცია ითხოვს შტატის იმ პოლიტიკის აკრძალვას, რომელიც მამაკაცებს სპორტში ქალებთან შეჯიბრების უფლებას აძლევს.„ფოქს ნიუსის“ თანახმად, საკითხმა პიკს წელს მიაღწია, როდესაც ტრანსგენდერმა სპორტსმენმა გოგონათა მძლეოსნობის შეჯიბრებებში რამდენიმე დისციპლინაში გაიმარჯვა.სარჩელში აღნიშნულია: „კალიფორნიის პოლიტიკა არღვევს გოგონებისთვის თანაბარ სპორტულ შესაძლებლობებს. ისინი ასევე ავალდებულებენ გოგონებს, რომ ბიჭებთან ერთად გაიზიარონ ინტიმური სივრცეები, როგორიცაა გასახდელები, რაც ქმნის მტრულ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც გოგონებს განათლების შესაძლებლობას ართმევს. ამ უკანონო პოლიტიკის შედეგები აშკარაა. გოგონები პოდიუმებიდან გამოძევებული არიან, ჯილდოებს ართმევენ და ისინი კოლეჯის სტიპენდიებისა და აღიარების მისაღებად კრიტიკულად თვალსაჩინო ადგილს კარგავენ“.როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, შტატის ამჟამინდელი პოლიტიკა სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ სპორტში, რომელიც „შეესაბამება“ მათ გენდერულ იდენტობას. შტატის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ეს არ არღვევს მეთოთხმეტე შესწორების თანაბარი დაცვის პუნქტს.გუბერნატორ გევინ ნიუსომს კვლავ ჰკითხეს, რას ფიქრობდა ტრანსგენდერი სპორტსმენების შესახებ, რომლებიც გოგონათა და ქალთა სპორტში მონაწილეობენ.„სპორტში სამართლიანობის საკითხთან დაკავშირებით ვიბრძოდი. ჩემი პოზიციაა, რომ ეს სამართლიანი არ მგონია, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ დამამცირებელია ადამიანების შეურაცხყოფა და ტრანსგენდერი საზოგადოების დამცირება. არ მომწონს, როგორ საუბრობენ მემარჯვენეები ტრანსგენდერ საზოგადოებაზე. ამ ადამიანებს უბრალოდ გადარჩენა სურთ“, – აღნიშნა გევინ ნიუსომმა.