დონალდ ტრამპი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლის მიხედვით, ტრანსგენდერი ქალები ქალთა შეჯიბრებებზე აღარ დაიშვებიან

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერი ქალები ქალთა შეჯიბრებებზე აღარ დაიშვებიან.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს მხოლოდ მისი ბრძანების შემდეგ მოხდა.

„ვულოცავ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ქალთა სპორტში მამაკაცების მონაწილეობის აკრძალვის გადაწყვეტილებას. ეს მხოლოდ ჩემი ძლიერი აღმასრულებელი ბრძანებულების წყალობით ხდება, რომელიც ქალებისა და გოგონების დასაცავად მოქმედებს“, – დაწერა დო0ნალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების დაშვების ახალი პოლიტიკა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერი ქალები ქალთა შეჯიბრებებზე აღარ დაიშვებიან.

ახალი წესების მიხედვით, ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის მქონე პირებს ექნებათ. სქესი დადასტურდება გენეტიკური ტესტით, რომელსაც სპორტსმენები გაივლიან. მედიის ცნობით, რეგულაცია ძალაში 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებიდან შევა, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართება.