პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790507400

შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.„სოხუმის დაცემის დღეს, ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ. ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც აფხაზეთის ომს შეეწირა. ვიხსენებთ იმ სისასტიკეს, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ განიცადა.ამავე დროს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ იმ ომებისა და დაპირისპირებების სპირალს, რომელშიც საქართველო 90-იან წლებში შევიდა და რომელმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება შეაფერხა. და რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის მნიშვნელობა გავიაზროთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 90-იან და 2000-იან წლებში არსებულმა დაპირისპირებებმა და გადატანილმა ომებმა ჩვენი ქვეყანა ათეულობით წლებით უკან დახია თავისი განვითარების გზაზე.„ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება შეძლო.ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, არ არის ბუნებრივი მოცემულობა. საკმარისია გავიხედოთ ჩვენს გარშემო, რა ხდება და მივხვდებით - ხელისუფლების სწორი პოლიტიკისა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. სამწუხაროდ, ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ ჩვენთვის უფრო ბუნებრივი მდგომარეობა იყო კონფლიქტები და ომები და ჩვენ ამ კალაპოტიდან - საქართველოს განადგურების კალაპოტიდან, ჩვენი ქვეყანა მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ყაველაშვილი

პოლიტიკა • 1790496240

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.მიხეილ ყაველაშვილმა პატივი მიაგო იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.„ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა. მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და არ დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება“, -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ დღის ხსოვნა ქვეყანას აკისრებს პასუხისმგებლობას, მშვიდობიანი და თანმიმდევრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკით განაგრძოს საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა, შეინარჩუნოს მშვიდობა და გააძლიეროს სახელმწიფო.

ადმინისტრაცია დროშა

საზოგადოება • 1790454398

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790246860

შალვა პაპუაშვილი: ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ დედის გინება, მონის წოდება და ფაშიზმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რამეს აკადრებს ქართველ ხალხს

ევროკავშირი ფულს უხდიდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მისი დაფინანსებით იყო დაკავებული, საზოგადოება კითხვებზე პასუხს ელოდებოდა. ევროკავშირის ელჩს კითხვებით მედიაც მიმართავდა. პაველ ჰერჩინსკი დუმდა და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა მილიონ 200 ათასი ადამიანი, რომლის მაგინებელს ფულს აძლევდა,  პასუხის ღირსად არ ჩათვალა ქართული მედია, თუმცა ქართველი ხალხის მაგინებელს პოსტით გამოეხმაურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ესეც აჩვენებს, სად დგას ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ 200 ათას ადამიანს პასუხის ღირსად არ თვლის და „კორძის“ ინსტრაგრამ პოსტს იქვე გამოეხმაურა ლამის ბოდიშებით, რომ შეხვედრა გაუქმდა“.„როგორც იქნა, ევროკავშირის ელჩმა გააცნობიერა, რომ ზიზღისა და ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია საქართველოში; შეიძლება, მისთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია და საქართველოში ისე უნდა მოიქცეს, როგორც ქართულ კულტურას და ქართულ საზოგადოებას ეკადრება – ამის იმედი მქონდა, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ვერაფერს ვერ მიმხვდარა. ამდენი წელია, საქართველოშია და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს არის დაცინვა. პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობაა. გვეუბნება, რომ მონის წოდება ან ფაშიზმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა. პაველ ჰერჩინსკის თუ ქართველები ფაშისტები ვგონივართ და ქართველებისთვის საჯაროდ დედის გინება მოსულა, მაშინ ამ ადამიანს მართლა ვერაფერი გაუგია. თუ მისი სტანდარტია, რომ გამოხატვის სტანდარტია დედის გინება, ამას მხედველობაში მივიღებთ, რომ დედის გინება ევროპული სტანდარტი ყოფილა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ პაველ ჰერჩინსკისგან საქართველოში ძალადობის დაგმობა არავის მოუსმენია.„4-5 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას თავს დაესხნენ და ერთი სიტყვა არ დაცდენია. ამის ნაცვლად ესარჩლება ადამიანს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას დედას აგინებს. ეს მართლა სირცხვილია და არ ვიცი, ამაზე ქვემოთ დაშვება რომელმა ელჩმა შეიძლება იკადროს – კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლება უწოდოს საჯაროდ დედის გინებას. ახლა მაინც ხომ ხვდებით, ვინ არის საქართველოში წამქეზებელი სიძულვილის. ევროკავშირის საელჩოს განცხადება პირდაპირ წაქეზებაა სიძულვილის ენის, დედის გინების, მონის წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის. ამის წახალისებით არის დაკავებული ევროკავშირის საელჩო. მართლა სირცხვილია, რომ ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ, როგორმე ხელისუფლებაში „ნაცები“ მოიყვანონ და მზად არიან, მთელ საზოგადოებაში ღვარძლი დათესონ, რადიკალიზმი შემოიტანონ. იმედგაცრუებული ვარ  პაველ ჰერჩინსკის ამ ქმედების გამო. ქართველ ხალხს ამ ქცევით აჩვენა, რომ თურმე ჩვენი კულტურაა დედის გინება, მონას ძახილი, ფაშიზმი. ამ ადამიანმა ის გაიგო საქართველოსგან, რომ დედის გინება და მონის ძახილია ჩვენი კულტურაა? – მერე გამოდის დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს. მისი დამტვრეული ქართული ვის რაში სჭირდება, თუ ასეთ რამეს აკადრებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც ცნობილია, ფესტივალზე „კამარა“ მიწვეული იყო მუსიკოსი „კორძი“. მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ მუსიკოსმა თავის დროზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება და სინანული გამოთქვა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო.„სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ „კრეატიული კომპასი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს. 30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში. ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

გოგა კიკილაშვილი

პოლიტიკა • 1790089468

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა.საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.ცნობისთვის, გიორგი კვერენჩხილაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.

მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა • 1790066188

მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მეცხრე მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში ის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობები საკუთარი რესურსები განავითაროს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ სივრცეში ქვეყნის როლი გააძლიეროს.„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და განახლებადი ენერგიების ათვისება თითოეული სახელმწიფოს განვითარების წინაპირობაა. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებითა და ენერგეტიკული ბაზრის მოწესრიგებით, საქართველომ შექმნა გამჭვირვალე, კონკურენტული და პროგნოზირებადი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ინვესტორთა ნდობას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკული დაკავშირების ახალ შესაძლებლობას შექმნის და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ცენტრის განვითარებას.საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის განვითარებაში.ფორუმი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე მაღალი რანგის სტუმარს აერთიანებს.

მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა • 1789562024

მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე, ორი ქვეყნის როლზე რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ზაქარაშვილს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება • 1789456621

მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს

ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.ყაველაშვილმა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს განსაკუთრებული დღეა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და თითოეული ოჯახისთვის, რომელთა ყოველდღიურობაშიც განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.განათლების სისტემა, ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად, ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობით, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემასთან ერთად აქვს ცოდნა, უნარები და ამბიცია, თავად შექმნას უკეთესი საქართველო, რომელიც ღირსეულად უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს.ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ.განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მასწავლებლებს – ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმი, ეროვნული სულისკვეთება და პასუხისმგებლობა ყოველი ახალი თაობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, – წერს ყაველაშვილი.

ლუკა

პოლიტიკა • 1789394508

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა.ის სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა საგარეო საკითხებში.ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში მას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში - პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი.იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი.ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი

პოლიტიკა • 1788959700

საქართველოს პრეზიდენტი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო მეფე ჰარალდ V-ის ხსოვნას და საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა ნორვეგიის სამეფო ოჯახისა და ნორვეგიელი ხალხის მიმართ.

მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა • 1788856282

მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, - ინფორმაციას პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას.მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი თანამედროვე ნორვეგიის ისტორიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნების ეპოქას უკავშირდება.

პირადობა

საზოგადოება • 1788515357

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდება 14 წელი, ვალდებულია 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე. ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე.პირადობის ელექტრონული  მოწმობის მისაღებად  მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს,  იუსტიციის სახლს ან ისარგებლეთ დისტანციური მომსახურებით.იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება მისამართზე რეგისტრაცია, მიმართეთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის იმ ფილიალს,  რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.პირადობის ელექტრონული მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით.პირადობის  მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს – სრულად,  აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;მეორე მსოფლიო ომის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში – 10 ლარით, განმეორებით – 10 % (6 ლარით), ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურისგან – 50%-ით;შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები – 50%-ით.

✕