shio

საზოგადოება • 1790511788

შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა - შიო მესამე

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აფხაზეთში დაღუპული გმირების თავდადება გაიხსენა. შიო მესამემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში მყოფებს დაურიგეს ჯვრები. მანამდე უწმინდესმა ლიტურგია აღავლინა.„დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე, მის მნიშვნელობაზე და ძალაზე. შეგვეწიოს ძალა და მადლი ცხოველმყოფელისა ჯვარისა. როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ რიგში ამ დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ ეს სიყვარული, ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე.ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30000-მდე დაღუპული ადამიანი. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა“, - განაცხადა შიო მესამემ.მართლმადიდებელი ეკლესია, ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვრის ჯვარცმიდან თითქმის სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი სიწმინდე - უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის საშუალება მიეცათ.

ლოცვა

საზოგადოება • 1790504731

ლოცვა, რომელიც ჯვართამაღლებას უნდა წაიკითხოთ

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ. ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის  განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახადაამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა.კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.ამ დღეს წასაკითხი ლოცვა:აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

ჯვართამაღლება

საზოგადოება • 1790453701

დღეს ჯვართამაღლებაა - რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მრევლმა

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.ამ დღეს წასაკითხი ლოცვა:აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

პატრიარქი შიო III

საზოგადოება • 1790337960

გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე - პატრიარქი

გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე, - განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა შიო მესამემ მარტვილში, სადაც დავით აღმაშენებლის აღმზრდელის გიორგი ჭყონდიდლის ისტორიულ ღვაწლს გაუსვა ხაზი.პატრიარქმა ჭყონდიდელობის საერო და ეკლესიურ დღესთან დაკავშირებით ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.„გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე [აღმაშენებელი]. რომ არა ის, არ დაგვიდგებოდა ოქროს ხანა, რომლითაც ყველა ვამაყობთ. დღეს ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას, მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა მას რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას, თათბირობდნენ, ოთახიც კი მიაშენეს ამ ტაძარს, სადაც განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე“, - აღნიშნა პატრიარქმა.წირვა დილის 10:00 საათზე დაიწყო და მას მრევლთან ერთად სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები დაესწრნენ.

შიო მესამე

საზოგადოება • 1790335800

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი სიმბოლურად არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარტვილში წირვისას განაცხადა.როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლიერებისთვის, მხოლოდ ადამიანური გარჯა საკმარისი არ არის და ასევე საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა.„უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი რა არის? სიმბოლურად, რა ვენახი მოგვანდო? ეს არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა. ეს საქმე უნდა კეთდებოდეს ისე, რომ უფალმა დაინახოს კეთილი ნაყოფი ჩვენი საქმიანობიდან და ეს იქნება დიდი საქმე, თუ უმნიშვნელო საქმეც, ისე უნდა ვაკეთოთ, როგორც ღვთის წინაშე გასაკეთებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ყოველთვის გვხედავს, ყველაფერი იცის და ელოდება ჩვენგან აი, ამ ნაყოფს. და ადამიანი თუ ასე იცხოვრებს, მისი ცხოვრება ნამდვილად ქრისტიანული გახდება და ის ჰპოვებს სიმშვიდეს, განსვენებას. ამაოდ კი არ უთქვამს იესო ქრისტეს, რომ თქვენი თმანიც კი დათვლილია თავზე. რას ნიშნავს ეს, რომ უფალს ისე ვუყვარვართ, რომ გვიფრთხილდება და გვიცავს, როგორც თვალის ჩინს. და აი, თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, მაშინ ჩვენ მონდობილ, ღვთისგან მონდობილ ვენახში ვიქნებით, როგორც კეთილი მუშაკები, რომლებიც თავის დროზე მივართმევთ უფალს კეთილ ნაყოფს. აი, ამის საუკეთესო მაგალითები იყვნენ წმინდა დავით აღმაშენებელი და წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ და ვფიქრობთ მათ ღვაწლზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყოველ ჩვენგანზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას, მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა მას რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას. ისინი თათბირობდნენ, აქ ოთახიც კი მიაშენეს ამ ტაძარს, სადაც განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე. ისინი ერთმანეთის ღვაწლს ავსებდნენ. და ამიტომაც ეღირსნენ ღვთისგან ასეთ დიდ შეწევნას და წყალობას, რომ შემდეგ უკვე დავით აღმაშენებელმა განავრცო საქართველო ნიკოფსიიდგან დარუბანდამდე. დადღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ საქართველოს აწმყოზე და მომავალზე და ამ ორი დიდი მოღვაწის ცხოვრების მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ბიბლიურ ჭეშმარიტებაში, რომ თუ ჩვენ გვეგონება, მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, თუ ასე ვიფიქრებთ და სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ ადამიანური გარჯა და ძალები, არამედ რა არის კიდევ საჭირო ამისთვის? ღვთის ნება და ღვთის შეწევნა. და ეს შესანიშნავად უწყოდნენ მეფე დავითმაც და წმინდა გიორგი ჭყონდიდელმაც. ამიტომაც მიიღეს ასეთი საოცარი, საამაყო ნაყოფები. და აი, დღეს ვილოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვთხოვოთ უფალს, ვთხოვოთ წმინდა დავით მეფეს, წმიდა გიორგი ჭყონდიდელს, რომ მათი ლოცვით უფალმა მოგვმადლოს ასეთი სინერგია ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და გამთლიანების მიზნისკენ მომართული. აი, ამ მიზნით გაერთიანებულიყოს მთელი ერი, ყოფილიყოს შეკრული. და რა თქმა უნდა, აი ამ სანუკვარ მისაღწევ ჩვენს მიზანში, აი ამ დიდ საქმეში უდიდესი როლი აქვს იმ მხარეს, რომელშიც ჩვენ აქ დღეს ვიმყოფებით, სამეგრელოს. სამეგრელო მუდამ უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე და იცავდეს საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას და ჩვენ ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ სამეგრელო ამ უდიდეს მისიას, როგორც ასრულებდა საუკუნეების განმავლობაში, ასე შემდგომშიც შეასრულებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამაში. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოს ჭყონდიდის ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სამეგრელო, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მოგვანიჭოს გამთლიანება, გადარჩენა, მშვიდობა და წყალობა ღვთისა, ამინ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

შიო მესამე

საზოგადოება • 1789996530

შიო მესამე: უკიდურესი დაცემაა, როდესაც ადამიანი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ამაზე უნდა დავფიქრდეთ

უკიდურესი დაცემაა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს, კარგავს ღვთის შიშს, როცა ადამიანი მისი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აჭარაში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქმა მრევლს ღვითისმშობლობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა.„გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს, ჩვენ საქართველოში განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოველთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის რა თქმა უნდა, შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვადიდებთ მას,  ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ ამისთვის, რომ ინება მისი წილხვდომილი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ, ჩვენს ქვეყანას. ამის მრავალი მაგალითია ჩვენს ისტორიაში და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს. დღეს ხარობს ცა და მიწა, ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტროპარში შობამან შენმა ღვისმშობელო ქალწულო სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა. მთელ მსოფლიოს ეუწყება ეს სიხარული. ეს არის სიხარული იმისა, რომ  უფალმა მოავლინა ამ ქვეყნად დედა ღვთისმშობელი, რომელიც გახდა დედა განკაცებული ძე ღმერთისა, სოფლის მხსნელისა. ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება, საეკლესიო დღესასწაულებზე, საეკლესიო ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავი. რა გვიხარია ჩვენ, რა გვწყინს. ვხარობთ თუ არა ჩვენ ამ სულიერი სიხარულით, რადგან ჩვენი სიხარულის მიზეზი ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ ჩვენ ხშირად. თუ ღვთისმშობლის შობა, დედა ღვთისმშობლის მოვლინებისა არის მიზეზი ჩვენი სიხარულის, მაშინ ეს არის ის, რისკენაც მოგვიწოდებს უფალი. მაგრამ ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე არასწორი სიხარული, უფრო მიწიერი მოვლენების გამო. ეს რას ნიშნავს? ეს მეტყველებს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე. როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომ ვერ ვგრძნობთ ამ სიხარულს, ნამდვილ სულიერ სიხარულს“, – განაცხადა შიო მესამემ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ადამიანს უნდა უხაროდეს და სწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებას.„თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია გულში გავივლოთ უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან გამოვავლინოთ ეს, ან გულცივობა, გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ჩვენში ეს სიხარული, ნელდება უცებ, თითქოს მადლი გვშორდება. ალბათ, მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, გულგრილად გულცივად, რომ ძალიან შორს არის ეს ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ხშირად გვსმენია როცა ადამიანები ამბობენ, არ მახსოვს ჩემი ცოდვებიო, ან ისეთს არაფერს ვცოდავ დიდსო. ვერ გრძნობენ თავის ცოდვებს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს უგრძნობელობა ძალიან მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მაგალითად, ღირსი ეფრემ ასური წერს ამას რომ ერიდეთ ამ გაქვავებულ უგრძნობელობას, რადგან ეს არის უკიდურესი დაცემა. როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს ტკივილს თავისი ცოდვებისა და კარგავს ღვთის შიშს. ადამიანი მაგალითად, როცა ფიზიკურად სტკივა რამე როგორ ვართ ხოლმე? ყოველთვის გვახსოვს ეს ტკივილი და ვცდილობთ, მალე განვიკურნოთ, როცა ადამიანი სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს მისი ცოდვებისგან გამოწვეულს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა ესეთი უგრძნობელობა ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული მაშინ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს და ვერ ვგრძნობთ ამ სულიერ სიხარულს მაშინ უნდა გონს მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და უფალს უნდა ვევედროთ, დედა ღვთისმშობელს უნდა ვევედროთ, რომ გვიხსანს ამ გაქვავებული უგრძნობელობისგან და გვასწავლოს გვიხაროდეს და გვწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებას“, განაცხადა შიო მესამემ.შიო მესამემ აჭარაში ქადაგებისას განაცხადა, რომ აჭარლებმა მრავალი განსაცდელი გამოიარეს, მტერი მუდამ ცდილობდა, საქართველოსთვის აჭარა ჩამოეშორებინა, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, თუმცა აჭარელმა ხალხმა თავისი სისხლის ფასად, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც.„დღეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული ძვირფასო მეუფენო, ძვირფასო დიმიტრი, აჭარის კურთხეულ მიწაზე ყოფნა და მსახურება. მის უწმინდესობა და უნეტარესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს უთქვამს ,რომ აჭარა არის  განმანათლებელი საქართველოსი. კარიბჭე ჩვენი ცხოვრების, რადგან პირველად აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები. აქ იქადაგეს მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა სიმონ კანანელმა  მატათამ, რომლის საფლავიც გადმოცემით აქ ახლოს არის, აქ მდებარეობს გონიოს ციხის ტრრიტორიაზე და ამიტომ აჭარა არის ჩვენთვის განსაკუთრებით წმინდა მხარე მთელი საქართველოსთვის. მრავალი ტკივილი, განსაცდელი და წამება გამოიარეს  აჭარელებმა, მტერი მუდამ ცდილობდა, რომ ჩამოეშორებინა აჭარა საქართველოსთვის, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, მაგრამ აჭარელმა ხალხმა თავისი სისხლის ფასად, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც. ჩვენ ვხედავთ, როგორი შემობრუნებაა უფლისკენ, ქრისტესკენ და ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ აჭარელ ხალხში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში იყო ღვდელმთავარი, ამ ეპარქიის, აჭარის. მაშინ შემოქმედის ეპარქია ეწოდებოდა, ბათუმ შემოქმედის. მან შემოიარა ფეხით თითქმის მთელი აჭარა  ხვდებოდა ხალხს, უქადაგებდა სარწმუნოებას და შედეგად დაიწყო ასობით და ათასობით ადამიანის შემობრუნება და მონათვლა და უბრუნდებოდნენ თავიანთი წინაპრების  სარწმუნოებას მართლმადიდებლობას, აჭარელები. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა დიდი აღმშენებლობაა მას შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის აქ მოღვაწეობის შემდეგ როგორ გრძელდება ეს აღმშენებლობა. რამდენი ტაძრები აშენდა, რამდენი მონასტერი რამდენი ადამიანი მოინათლა კიდევ და კიდევ, როგორი საგანმანათლებლო და სოციალური მუშაობა მიმდინარეობს და ამ ყველაფერს სათავეში უდგას მისი მაღალ ყოვლად უსაღვმდელოესობა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქმა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.„თქვენ ძვირფასო მეუფე უკვე 30 წელია, აქ მოღვაწეობთ. ასეთი დიდი რუდუნებით დიდი ენერგიით და აგრძელებთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის  საქმეს აჭარაში და მე მინდა ჩვენი სინოდის სახელით და პირადად ჩემი სახელით, სინოდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ერთგული და ღვაწლისთვის და მოშურნეობისთვის. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო თქვენი საქველმოქმედო საქმიანობა თქვენი საგანმანათლებლო საქმიანობა იმ მოწყალების სავანეებში სასწავლებლებში ჩვენი ახალგაზრდობა ღებულობს ძალიან ღირსეულ განათლებას და ზრუნვა მოკლებული ბავშვები თუ მოხუცები ღებულობენ ნუგეშს დახმარებას და ეს არის თქვენი დიდი გულის, ენერგიის და მზრუნველობის შედეგი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის დიდი სიყვარულით. დიდი მადლობა ყველას. თქვენ იცით რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ  ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ აჭარაში. აჭარის გულში საქართველოს განმანათლებელ აჭარაში, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობა ჩვენთან აქ მსახურწბისთვის და წირვა ლოცვის ჩასატარებლად. მინდა, ძვირფასო მეუფე ნიშნად ჩემი სიყვარულისა ჩვენი დიდი ძმური ურთიერთობისა და პატივისცემისა  გისახსოვროთ ყოვლად წმინდა ღბთისმშობლის ანაღია, ყოფილიყოს თქვენი მფარველი და მეოხი დედა ღვთისმშობელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ღვთისმშობლის შობის ღვთისმშობლის მეოხებით მისი ლოცვით უფალმა დალოცოს აჭარა, უფალმა დალოცოს ბათუმის და ლაზეთის ეპარქია  უფალმა დალოცოს მეუფე დიმიტრი  ამ ეპარქიის საღვმდელოება, სამონაზვნო დასი, მრევლი, ყოველი თქვენგანი და დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო ამინ“, – განაცხადა შიო მესამე.

შიო მესამე

საზოგადოება • 1789989363

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის აღსანიშნი სადღესასწაული წირვის შემდეგ.მისი თქმით, ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს.„დღეს ხარობს ცა და მიწა და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც. ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება, საეკლესიო დღესასწაულებზე, ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ხოლმე ჩვენი თავი რა გვიხარია ჩვენ, რა გვწყინს, ვხარობთ თუ არა სულიერი სიხარულით. ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი, უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია გავივლოთ გულში უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ეს სიხარული შემდეგ ჩვენში, ნელდება. თითქოს მადლი გვშორდება. მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს“, - აღნიშნა პატრიარქმა.საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. როგორც ცნობილია, უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი.

ლოცვა

საზოგადოება • 1789916185

ლოცვა, რომლის ხშირად წაკითხვასაც ილია მეორე მრევლს სთხოვდა

 რამდენიმე წლის წინ, ილია მეორემ მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

პატიარქი  შიო

საზოგადოება • 1789553259

შიო მესამე: ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე, ვაი იმ ადამიანს, ვინც შეიძენს დიდ ცოდნას, მაგრამ დაიცარიელებს სულს

უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე. მათ გარეშე არანაირი სიბრძნე არ მოვა, ამის გარეშე რაც არ უნდა დიდი ინტელექტის იყოს ადამიანი, რაგინდ დიდი განათლება ჰქონდეს, სულიერად მაინც ბრმა რჩება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სიონში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქმა მრევლს ახალი საეკლესიო წლის და, ასევე, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.„ახალი წლის დასაწყისში ყოველთვის გვაქვს იმედები, რომ ეს წელი იქნება უფრო ბედნიერი, უფრო კარგი, მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულშიც, ჩვენ ცხოვრებაშიც და ჩვენ საღვთისმსახურო და სულიერ ცხოვრებაშიც. ღმერთმა გაგვიმართლოს ეს იმედები. მოგვმადლოს უფალმა ამ იმედების გამართლება. დღეს ასევე იწყება სასწავლო წელიც ჩვენს სასულიერო აკადემიაში, სასულიერო სემინარიაში, სხვა სასულიერო სასწავლებლებში. ხვალიდან კი საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში  იწყება სწავლა. გილოცავთ ამ დღეს ყველას. დღეს ჩვენ აღვავლინეთ ლოცვები იმისთვის, რომ ვთხოვოთ უფალს მადლი და შეწევნა ამ სასწავლო წლისთვის. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე. როგორც გვასწავლის ჩვენ წმინდა წერილი, მთავარი სიბრძნე არის თვით სიბრძნის მოხვეჭა, მისი მოხვეჭა უმჯობესია ყოველგვარი ოქროსა თუ ვერცხლის მოხვეჭაზე. თუ ჩვენ გვინდა, მივიღოთ ნამდვილი განათლება და მოვიპოვოთ სიბრძნე, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონებისა თუ მეხსიერების განვითარებით. ესეც, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს. ეს არის სულიერი განვითარება, რაც არის სწორედ სიბრძნე. როდესაც განათლების დროს ხდება უგულვებელყოფა ამ მიმართულების, ეს არის ძალიან საზიანო, რადგან ადამიანს თუ არა აქვს კეთილი გული, მისი ცოდნა უნაყოფო ხდება და საზიანო, სახიფათოც ხდება და ვაი იმ ადამიანს, ვინც შეიძენს დიდ ცოდნას, მაგრამ დაიცარიელებს თავის სულსა და გულს. ცოდნის მიღებასთან ერთად, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე. მათ გარეშე არანაირი სიბრძნე ჩვენთან არ მოვა და ამის გარეშე რაც არ უნდა დიდი ინტელექტის ადამიანი იყოს, რაგინდ დიდი განათლება ჰქონდეს, სულიერად მაინც ბრმა რჩება ასეთი ადამიანი და უშვებს დიდ შეცდომებს, რაშიც ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ უნდა მივიღოთ არა მარტო ცოდნა, არამედ ნამდვილი განათლებაც. ეს არის ქრისტეს ნათლით განათლება, ეს სინათლე უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში, ჩვენს სულში და სიკეთე უნდა სუფევდეს ჩვენ სულში. მაშინ ჩვენ გავახარებთ ღმერთსაც, გამოვადგებით სამშობლოსაც და დავეხმარებით ადამიანებსაც“, – განაცხადა შიო მესამემ.ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას თავისი წინამორბედი ილია მეორე გაიხსენა და აღნიშნა, რომ წელს არის პირველი საეკლესიო ახალი წელი, რომელსაც მის გარეშე ხვდება მრევლი.„გვახსენდება, რომ სწორედ ამას გვიქადაგებდა მისი უწმინდესობა. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ განათლებაში არის უმთავრესი სულიერი განათლება და გულის სიწმინდე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ახალ საეკლესიო წელს, სწავლის დაწყებას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ეს ახალი წელიწადი, მშვიდობით, სიკეთით, სიყვარულით, ძვირფასო ბავშვებო, ძვირფასო სტუდენტებო, პედაგოგებო, ღმერთმა დალოცოს თქვენი შრომა, თქვენი სწავლა, თქვენი მეცადინეობა და მოგმადლოთ როგორც ამქვეყნიური ცხოვრებისეული სიბრძნე, რაც ძალიან საჭიროა, ასევე რაც კიდევ მეტად საჭიროა, სულიერი სიბრძნითაც აღგავსოთ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ლოცვა

საზოგადოება • 1789496673

ლოცვა, რომლის ხშირად წაკითხვასაც ილია მეორე მრევლს სთხოვდა

რამდენიმე წლის წინ, ილია მეორემ მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

შიო მესამე

პოლიტიკა • 1789129316

შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად. არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ლოცვა, არაფერია ლოცვაზე უტკბესი. ის გვაერთებს ღმერთთან, ის არის გასაღები საღვთო საიდუმლოებებისა, – ამის შესახებ უწმინდესისმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, სულის ცხონების გზაზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახლდეს სინანული ადამიანს.„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს და ადიდებს წმინდა წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელს, იოანეს, მის თავისკვეთას. თქვენ გახსოვთ, უფალმა იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემელზე თქვა, რომ ის არის უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა (მთ. 11, 11). ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში არის ხატი, „დეისუსად“ წოდებული, რაც „ვედრებას“ ნიშნავს. მასზე გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის ერთ მხარეს დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მეორე მხარეს კი – წმინდა იოანე ნათლისმცემელი და ისინი ევედრებიან უფალს მთელი მსოფლიოსთვის, წმინდა ეკლესიისთვის, ასევე – ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესავთ მათ ლოცვებს, მათ მეოხებას. დღეს კი განსაკუთრებით მხურვალედ მივმართავთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რადგან დღეს არის მისი დღესასწაული.მოგეხსენებათ, იგი იყო სინანულის დიდი მოძღვარი და, პირველ რიგში, გვასწავლის სინანულს; დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, რათა მისი ლოცვით მოვიპოვოთ ეს დიდი სათნოება. მისი მსახურება დაკავშირებული იყო სინანულთან, სინანულის ქადაგებასთან, რადგან სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად. სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, სულის ცხონების გზაზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახლდეს სინანული ადამიანს. ჩვენი რწმენა, რომელიც განიცდის მრავალ წინააღმდეგობას, განსაცდელს, ბრძოლას, ასევე – გარედან ზეწოლას, ძლიერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექნება სინანულის უნარი და სინანულის გამოცდილება. კიდევ რომელი დიდი სათნოების მასწავლებელია იოანე ნათლისმცემელი? შეგახსენებთ, როდესაც მოციქულებმა სთხოვეს უფალს, ესწავლებინა ლოცვა, შემდეგ რა თქვეს? – გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ნათლისმცემელი ასწავლიდა თავის მოწაფეებსო (ლკ. 11, 1). ე. ი. იოანე ნათლისმცემელი არის დიდი მოძღვარი ასევე ლოცვისა.დღეს ვთხოვოთ მას, ლოცვაც გვასწავლოს, მისი მეოხებით, მისი ლოცვით ეს დიდი სათნოებაც მოვიპოვოთ, რამეთუ როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, განსაკუთრებით – წმინდა იოანე ოქროპირი თუ სხვები ასევე, არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ლოცვა, არაფერია ლოცვაზე უტკბესი, არათუ უტკბესი და მასზე ძლიერი, არამედ მასთან გათანაბრებულიც კი არაფერი არ არისო, – ასე ამბობენ. ის გვაერთებს ღმერთთან, ის არის გასაღები საღვთო საიდუმლოებებისა, ლოცვის შედეგად გვეძლევა არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი სარგებელიც, მანამდე, სანამ მივიღებთ იმას, რასაც ვთხოვთ ლოცვაში ღმერთს. ჩვენ ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემელს თაყვანს ვცემთ, რადგან იგი ეწამა სიმართლისთვის, ჭეშმარიტებისთვის. ამისთვის მოჰკვეთა მას თავი ჰეროდე მეფემ. ჩვენ თაყვანს ვცემთ, რადგან ჭეშმარიტება ყველასთვის უძვირფასესია. რატომ? იმიტომ, რომ მასში არის ხსნა და გადარჩენა.წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, შეგვაძლებინოს უფალმა და მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში, მოგვცეს სიმამაცე, რომ ყოველთვის ვთქვათ და დავიცვათ სიმართლე. წმინდა იოანე ნათლისმცემლის გარდა, იყვნენ აგრეთვე ძალიან დიდი მოღვაწეები, ადამიანები, რომლებიც ასევე იტანჯნენ და მოკვდნენ კიდევაც მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლე დაეცვათ, ჭეშმარიტება ექადაგათ და ესწავლებინათ ადამიანებისთვის. თუ ამას ვერ შევძლებთ (ანუ თუ ვერ შევძლებთ, რომ სიცოცხლე გავწიროთ ამისთვის), ის მაინც შევძლოთ, რომ ვიცხოვროთ სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის, რათა სხვებშიც აღვძრათ ეს სიყვარული სიმართლისა და ერთგულება ჭეშმარიტებისა.აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდამო. ამიტომ ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მით უფრო მეტად მივიღებთ მათგან მადლიან შეწევნას და დახმარებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, სინანულის გზით ვიაროთ და ჩვენთვის, ჩვენი სულების საცხონებლად გადავიდეთ მიწიური ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში და დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა. ამინ!  ჩვენთან არს ღმერთი! გაიხარეთ“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ.

პატრიარქი შიო

საზოგადოება • 1789124253

პატრიარქი: იოანე ნათლისმცემელი იყო სინანულის დიდი მოძღვარი, დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს

11 სექტემბერი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, წირვა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.პატრიარქმა ქადაგებისას მორწმუნეებს მიმართა:"ყველა მართლმადიდებელ ტაძარში არის ხატი დეისუსად წოდებული, რაც ვედრებას ნიშნავს. სადაც გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის ერთ მხარეს დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მეორე მხარეს კი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მოგეხსენებათ, იგი იყო სინანულის დიდი მოძღვარი და პირველად რიგში გვასწავლის სინანულს. და დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, რომ მისი ლოცვით მოვიპოვოთ ეს დიდი სათნოება. სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. აი, სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად," - განაცხადა საქართველოს პატრიარქი.საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციული მარხვით ხვდებიან.

✕