მარიამ

ტაბლოიდი • 1790349756

მარიამ შენგელია ქორწილისთვის ემზადება - ნახეთ, კადრები წინა საქორწინო წვეულებიდან

მარიამ შენგელია ქორწილისთვის ემზადება. მომღერალმა წინასაქორწინო წვეულება გამართა, რომლის კადრებსაც სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს.მარიამ შენგელია მორაგბე გიორგი მჭედლიშვილზე 2026 წლის მაისში დაინიშნა. გიორგიმ მარიამს დაბადების დღეზე მოულოდნელად ხელი სთხოვა. მარიამის წინასაქორწინო წვეულება მეგობრების გარემოცვაში გაიმართა და საღამოს კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ქორილი

მსოფლიო • 1790261400

ჩინეთში კაცმა დაქირავებულ საცოლეს ყალბი ქორწილის შემდეგ ჰონორარი არ გადაუხადა

ჩინეთში კაცმა ყალბი ქორწილი საჩუქრების გამო მოაწყო. ამის შესახებ AsiaOne-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, კაცს, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად თანხა სჭირდებოდა, ამიტომ მან ყალბი ქორწილის მოწყობა გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ ახლობლები ფულს აჩუქებდნენ.ამისთვის მან „მეგობრების დაქირავების“ სააგენტოს თანამშრომელ სიაო ლის მიმართა. ქალი 6 დღის განმავლობაში თავს მის საცოლედ ასაღებდა. თითო დღეში „საქმროს“ მისთვის $100 დოლარი უნდა გადაეხადა.ქორწილის დღეს ახლობლებმა წყვილს $8 000 დოლარზე მეტი აჩუქეს, რომელიც გარიგების თანახმა „ქმარმა“ აიღო. მაგრამ ქორწილის შემდეგ მან ლი სოციალურ ქსელებში დაბლოკა, მის ზარებს არ პასუხობს და კუთვნილი ჰონორარიც არ გადაუხადა.ქალმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს უამბო და იურისტებს მიმართა, მაგრამ მათი თქმით, ის რთულ მდგომარეობაშია, რადგან ლის და მისი „ქმრის“ გარიგება იურიდიულად დამოწმებული არ იყო.   

ფესტივალი

კულტურა • 1789970579

ბათუმში საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მეოცედ გაიხსნა

ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის “გურია” ჩვენებით გაიხსნა. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  ფესტივალის გახსნის ღონისძიებას ქართული და ევროპული კინოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ კიკნაძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე, ფესტივალის ორგანიზატორები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.ფილმის “გურია” ქართულ პრემიერას ლევან კოღუაშვილი და გადამღები ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ბათუმის კინოფესტივალთან წლებია თანამშრომლობს. “საერთაშორისო ფესტივალების ქართული ფილმით გახსნა ძალიან კარგი ტრადიციაა. მოხარული ვარ,  რომ ჩვენი ფილმის ჩვენება ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად ბათუმში ხდება. მინდა პატივისცემა გამოვხატო გიორგი გოგიბერიძისა და მისი მეგობრების მიმართ, ვინც დააფუძნეს ფესტივალი, რომელიც ყოველს წელს უფრო და უფრო ვითარდება”,-აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის  მიხეილ კიკნაძის განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი საუკეთესო პლატფორმაა ქართული კინოინდუსტრისს განვითარებისთვის. “ბათუმში გაიხსნა კინოფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ისე უცხოური ფილმები. ეს არის კარგი პლატფორმა როგორც ქართული  კინოინდუსტრიისთვის, ისე ქართული კულტურისთვის. წელს ფესტივალს 20 წლის იუბილე აქვს. მინდა მივულოცო ფესტივალის ორგანიზატორებს ეს თარიღი და წარმატება ვუსურვო მონაწილეებს”,-აღნიშნა მიხეილ კიკნაძემ.ფესტივალის ორგანიზტორებს საიუბილეო თარიღი მიულოცა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ. მისი სიტყვებით, “სასიამოვნოა, რომ უმაღლესი დონის ფესტივალი, რომელიც ქართული ინდუსტრიის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, უკვე ოცი წელია ტარდება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი. ფესტივალი კიდევ უფრო გაფართოვდება და მსოფლიო კინოვარსკვლავების  თავშეყრის ადგილი გახდება”.გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა ცნობილი პოლონელი რეჟისორი, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტი და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცა.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბლიაძის თქმით, ბათუმის კინოფესტივალი 20 წლის იუბილეს ძალიან საინტერესო პროგრამით აღნიშნავს, მათ შორის წარმოდგენილი იქნება უახლესი ფილმების კოლექცია, ეროვნული კინოცენტრის მიერ აღგენილი შედევრები და ანიმაციური ფილმები. “ეს ფესტივალი კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია ქართული კინოსთვის და ვამაყობთ, რომ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საქართველოს და აჭარის კულტურის სამინისტროებთან ერთად ამ დიდებული ინიციატივის ერთ-ერთი მხარდამჭერია:, განაცხადა მამუკა ბლიაძემ.კინოფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ხალვაში საიუბილეო ფესტივალის მასშტაბს და მრავალფეროვნებას აღნიშნავს. “წელს ჩვენ გვაქვს 20 წლის იუბილე და ამიტომ ვეცადეთ უფრი მასშტაბური ფესტივალი გაგვეკეთებინა. გავზარდეთ საჩვენებელი ადგილები, საკონკურსო და არასაკონკურსო ჩვენებები. წელს სიახლე გვაქვს და პროგრამაში პატარა მაყურებლისთვის ქართული ანიმაციის ჩვენებაც გავითვალისწინეთ, ასევე გვექნება ქართული კინომემკვიდრეობის წარდგენა ზღვის სანაპიროზე”,-დასძინა მან.8 დღის განმავლობაში ბათუმი კიდევ ერთხელ კინოს ქალაქად იქცევა და ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს ექნება შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები. ამასთან, წელს პირველად ნორჩი მაყურებლისთვის ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული ანიმაციები, რაც ახალ თაობას ქართული ანიმაციის კლასიკასთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს. ასევე წელს პირველად კინოჩვენება დაგეგმილია ზღვის სანაპიროზე.ფესტივალის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ფრანგი კინო და ტელე პროდიუსერი კრისტიან ბაუტე, ხოლო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ბულგარელი კინორეჟისორი და სცენარისტი სოფია ზორნიცა უხელმძღვანელებენ. წელს ფესტივალს დაემატება ორი ახალი ჟიური - ქართველ კინო კრიტიკოსტთა ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზს გადასცემს და ახალგაზრდული ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზით დააჯილდოებს.ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო,  საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი,იტალიის საელჩო საქართველოში.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

ფოტო

საზოგადოება • 1789850080

„ცოცხალი მხოლოდ ერთი განწირული ყვირილის გამო ვარ: "ელე, არ მომიკვდე!“ - რას წერს თუშეთში ავარიის დროს დაშავებული გოგონა?

„თუშეთში 5 სექტემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის სიმონ ხეჩასშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო მანქანაში მყოფი სხვა პირები სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ.ავარიას გადარჩენილი ერთ-ერთი პირი ელენე მოდებაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„თუკი რაიმემ ერთიანად ჩამომაბერა და დამასუსტა ცხოვრებაში, ჯერ მამიკოს გარდაცვალება იყო და მერე ეს ავარია. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამ უკანასკნელს, თან ჩემთვის ძვირფას და ღმერთების სამყოფელ თუშეთში.ცოცხალი მხოლოდ ერთი განწირული ყვირილის გამო ვარ: "ელე, არ მომიკვდე!" რომ არა ჩემი დის და ჩემი დაქალის ხმა, დანებებული ვიყავი...რაც იყო, იყო. ვუძლებ ფიზიკურ ტკივილებს. რამდენიმე თვით დაპაუზებულ ნორმალურ ცხოვრებას. აუტანელ სიზმრებს, რომელშიც თავიდან ხდება ყველაფერი.ვლოცულობ უკარგესი ბიჭის სულზე, თავი ფრენისთვის რომ გაიმეტა. ფეხმოტეხილ დედაჩემზე, რომელიც გაუსაძლისი ტკივილების ფასად გვივლის ახლა ორივე შვილს.მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების - ჩემი ტკივილების მოდარაჯე ადამიანების. ნათესავების. ჩემი პატარა ქალაქის, სადაც ერთი ადამიანიც არ გამოიძებნა, მგონი, რომ არ მოვეკითხეთ. ჩემი მოსწავლეების, მათი მშობლების, უძვირფასესი და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერების - ჩემი თანამშრომლების! ჩემი მასწავლებლის, ნუნუ ღვალაძის, რომლის ტირილმა და გულწრფელმა ლოცვებმა ყველაზე რთულ დროს ჩემი გაღიმება შეძლო. ჩემი მუნიციპალიტეტის მერის, რომლის ყურადღება, მონახულების გარდა, ვიცი, რომ იყო მუდმივი ნერვიულობა და ღელვა, სანამ საბოლოოდ გაირკვეოდა, რომ მშვიდობით ჩამომიყვანეს მთიდან და გადავრჩი. სრულიად უცხო ადამიანების, თვალითაც რომ არ მინახავს. მადლიერი ვარ!ყველას ვერ გპასუხობთ ამ დრომდე, რადგან ჩემთან ერთად მამიკოს ნაჩუქარი ჩემი ძვირფასი ტელეფონიც დაიმტვრა. ცხოვრება თავიდან არის თითქოს ასაწყობი. ფიქრი სჭირდება იმას, რაც მოხდა, რისგან უნდა დავიცვათ თავი და სიცოცხლე აწი. მშვიდობას გისურვებთ!და მაინც:- ეს გზა ტაძართან არ მიმიყვანს?- კი, ეს გზა მხოლოდ ტაძრამდე მიდის!“, - წერს ელენე მოდებაძე.

სიყვარული

ასტროლოგია • 1789658906

სექტემბრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვინ შეხვდება სიყვარულს და ვინ იქორწინებს სექტემბერში?კურო (20 აპრილი - 20 მაისი)კუროებისთვის სექტემბერი წლის ყველაზე რომანტიკული თვეა.მარტოხელები: დიდია შანსი გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდხანს დარჩება. შეხვედრა მოსალოდნელია მეგობრების წრეში ან კულტურულ ღონისძიებაზე.წყვილები: წყვილები, რომლებიც დიდხანს ყოყმანობდნენ, საბოლოოდ მიიღებენ ქორწინების გადაწყვეტილებას.კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი) ემოციური სიღრმე და ჰარმონია კირჩხიბებისთვის სასიყვარულო ცხოვრების მთავარი ლაიტმოტივი გახდება.მარტოხელები: მოულოდნელი ნაცნობობა მოგზაურობისას ან ონლაინ სივრცეში სწრაფად გადაიზრდება სერიოზულ გრძნობაში.წყვილები: იდეალური პერიოდია ერთობლივი საცხოვრებლის შესარჩევად ან ნიშნობისთვის.სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)ვენერას მფარველობა სასწორებს განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და შარმს ანიჭებს.მარტოხელები: ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი მომავალი პარტნიორი შესაძლოა სამუშაო გარემოში ან საქმიან შეხვედრაზე გამოჩნდეს.წყვილები: სექტემბრის მეორე ნახევარი საუკეთესო დროა გრანდიოზული ქორწილის დასაგეგმად.მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)მშვილდოსნებისთვის ეს თვე ვნებიანი და სიურპრიზებით სავსე იქნება.მარტოხელები: ძველი მეგობრობა შესაძლოა მოულოდნელად ღრმა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.წყვილები: ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა, მოსალოდნელია ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა.ვერძი: დროა დაივიწყოთ წარსულის წყენა. გულახდილი საუბარი პარტნიორთან ჰარმონიას აღადგენს.ტყუპები: ფლირტითა და მხიარულებით სავსე თვეა, თუმცა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ.ლომი: ყურადღება დაუთმეთ პარტნიორის საჭიროებებს. ეგოიზმის დაძლევა ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს.ქალწული: თქვენი პერფექციონიზმი გვერდზე გადადეთ - მიეცით ადამიანებს შეცდომების დაშვებისა და გამოსწორების უფლება.მორიელი: ვნებები პიკზეა. მარტოხელებს ელოდებათ შეხვედრა, რომელიც მთლიანად შეცვლის მათ შეხედულებას სიყვარულზე.თხის რქა: სტაბილურობის თვეა. შესანიშნავი დროა ოჯახური ტრადიციების დასანერგად და სამომავლო გეგმების დასასახად.მერწყული: მოულოდნელი შეხვედრები და ახალი ემოციები გაგახალისებთ. იყავით ღია სიახლეებისთვის.თევზები: ინტუიცია ზუსტად გიკარნახებთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი თანამგზავრი.

რობერტა მეცოლა

მსოფლიო • 1789656900

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Euronews-ს განუცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ.მეცოლამ აღნიშნული სტატუსი აღწერა, როგორც მესამე გზა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობასა და კანდიდატის სტატუსს შორის.„არსებობენ ქვეყნები, რომლებთანაც ურთიერთობების გაღრმავება გვაქვს განზრახული“, - განაცხადა მეცოლამ. „ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან და სხვებიც მოაკაკუნებენ ჩვენს კარზე. ასეთ გაურკვევლობის დროში მეგობრების ყოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.კითხვაზე, თუ როგორი იქნება ასოცირებული წევრობის ტექნიკური მხარე, მეცოლამ აღიარა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა ხაზი გაუსვა უფრო ღრმა სავაჭრო ურთიერთობებს, კრიტიკულ ნედლეულზე წვდომასა და საერთო რეგულაციებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც „თანამოაზრე“ ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორებიცაა სოციალური მედია და არასრულწლოვანთა დაცვა.

ანიმაციური სერიალი

ტაბლოიდი • 1789628495

სამხრეთ კორეაში გამოუშვეს ანიმაციური სერიალი, რომელიც ძაღლებსა და კატებს უყვართ

შინაური ცხოველების პატრონებმა თავიანთი ოთხფეხა მეგობრების საყვარელი ანიმაციური სერიალი აღმოაჩინეს. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მასობრივად დაიწყეს იმ ვიდეოების გაზიარება, რომელზეც ჩანს რომ კატები და ძაღლები გატაცებით უყურებენ მულტფილმს „სელაპი“.„სელაპები“ სამხრეთკორეული უდიალოგო ანიმაციური სერიალია სელაპების ჯგუფის შესახებ. ის 2022 წლის 1 დეკემბერს კომპანია The Pinkfong Company-მ გაუშვა. კომპანიის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ვირუსული მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Baby Shark, რომელმაც YouTube-ზე 17 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. „სელაპების“ თითოეული სერია დაახლოებით 90 წამს გრძელდება. ახლა მისი ნახვა Netflix-ზეა შესაძლებელი.სერიალის გამოსვლიდან თითქმის 4 წლის შემდეგ, შინაური ცხოველების პატრონებმა შენიშნეს, რომ ტელევიზორში „სელაპების“ ჩართვისას, მათი კატები და ძაღლები ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს. მფლობელებმა დაიწყეს შემოწმება, თუ როგორ მოქმედებს სერიალი მათ ოთხფეხა მეგობრებზე და ხუმრობენ კიდეც, რომ ის სპეციალურად შინაური ცხოველებისთვის შეიქმნა.

შეხვედრა

საზოგადოება • 1789628149

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.დელეგაციის წევრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ერთობლივი სემინარი თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება“, რომლის დროსაც კორეელმა და ქართველმა სპეციალისტებმა კლიმატის ცვლილების პირობებში დაცული ტერიტორიების მართვის, მონიტორინგისა და კლიმატურ რისკებზე რეაგირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააზიარეს.სემინარის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადრეული გაფრთხილების სისტემების, ეკოსისტემების მონიტორინგისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასების საკითხები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში კორეის მხარემ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასამონტაჟებლად ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური გადასცა. სადგურები გარემოსა და კლიმატური პირობების უწყვეტი მონიტორინგისთვის იქნება გამოყენებული და მიღებული მონაცემები დაცული ტერიტორიის მართვისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებას შეუწყობს ხელს.საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურებს შორის თანამშრომლობა 2021 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო და 2025 წელს ბუხანსანისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმით კიდევ უფრო გაღრმავდა.

პარკი

დედაქალაქი • 1789544795

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში პარკი მოეწყო

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩა N3-ში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 16 ჰექტარზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცე, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, მასშტაბით დედაქალაქში სიდიდით მეორეა.„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დარჩენილია მცირე მასშტაბის სამუშაოები, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება.„ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, რითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. უახლოეს დღეებში ადგილზე მივალთ და დავათვალიერებთ განხორციელებულ სამუშაოებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სმარტფო

საზოგადოება • 1789394940

ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია

სიკეთის კეთება საკმარისი არ არის, სარგებელი მის სწორედ კეთებას მოაქვს, - ეს იდეა ორგანიზაცია „სმარტფომ“ ჯერ საქმიანობის კონცეფციად, შემდეგ სლოგანად აქცია და მიუსაფარი ცხოველების დახმარების პროგრამაც ამ პრინციპზე ააგო. ინოვაციური მოდელი ქუჩებში სპეციალური ჭკვიანი საკვებურების განთავსებას გულისხმობს და ცხოველთა გამოკვების სისტემურ მიდგომას ითვალისწინებს. საქმიანობის გასავითარებლად „სმარტფო“ დონაციის პლატფორმის tegeta.care-ის პარტნიორი გახდა. „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც წლებია აქტიურად ზრუნავს და მუშაობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, „სმარტფოს“ მხარდამჭერი და მეგობარია.საქმე ის არის, რომ არასწორი რაოდენობის ულუფა, არაერთგვაროვანი საჭმელი, გარემოში დატოვებული პლასტმასის თუ ცელოფნის შეფუთვები, ცხოველთა ჯანმრთელობის და ეკოლოგიისთვის ერთნაირად საზიანოა. სწორედ ამ პრაქტიკას ცვლის სრულად პროგრამა „სმარტფო ქეარი - აკეთე სიკეთე სწორად“.გუგა აბაშიძე, „სმარტფოს“ დამფუძნებელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც ისედაც ეხმარებიან ცხოველებს, სწორი მიმართულება მივცეთ. გვინდა, ეს პროცესი სისტემური გახდეს, ისე რომ არ დავაზიანოთ ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და არ დავაბინძუროთ გარემო. „სმარტფო ქეარი“ მხოლოდ გამოკვება არ არის, - ეს არის ზრუნვის სრულიად ახალი კულტურა, რომელიც ტექნოლოგიების მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს მარტივად და სწორად აკეთოს სიკეთე. ამ წამოწყების ეფექტიანად განხორციელებას სათავეში ჩვენი დამფუძნებელი პარტნიორი, მარკ დენოვანი უდგას, რომელსაც ამ სფეროში საქმიანობის 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ანალოგიური ინიციატივები უამრავ ქვეყანაში განუხორციელებია. პროცესი სრულად მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და გვეხმარება არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ინოვაციებს“.საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში თბილისში უკვე განთავსდა ექვსი ჭკვიანი საკვებური, რომელიც ორი პრინციპით მუშაობს: QR კოდით, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ცხოველისთვის საკმარისი ერთი სრული ულუფა 2 ლარად შეიძინოს. დასკანერების შემდეგ მოწყობილობიდან საკვები სპეციალურ ჯამში თავსდება. გათვალისწინებულია კორპორაციული შეთავაზებაც. საჭირო ინფრასტრუქტურა კომპანიების ტერიტორიაზე ეწყობა და ბიზნესი უკვე თავად აფინანსებს მიკედლებული ცხოველის გამოკვებას.გეგმაშია ქსელის გაფართოებაც. შემოდგომისთვის დედაქალაქში 50, ხოლო სხვა დიდ ქალაქებში ჯამურად 150 საკვებური დაიდგმება. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში საკვებურების წარმოება ადგილობრივად დაიწყება. ოქტომბრის ბოლოს, ჩაეშვება მობილური აპლიკაცია, სადაც მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები მიუსაფარი ცხოველების დახმარებისთვის და მაქსიმალური რაოდენობა კეთილი ადამიანების და კომპანიების ჩართვისთვის. ცხოველებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში ეს სრულიად ახალი სიტყვა იქნება საქართველოში. პირველ ეტაპზე 10 ერთეული დამზადდება. გამოკვების გარდა დანადგარი გააკონტროლებს ცხოველთა კვების რაოდენობას, ტემპერატურას და ადრეული ეტაპიდან დაავადების გამოვლენას შეუწყობს ხელს. საბოლოო მიზანი სმარტქეარ პუნქტების ფართო ქსელის შექმნაა, რომლებიც სხვადასხვა უბანს, ეზოებსა თუ კომპანიებს მოემსახურება.საქმიანობის გასავითარებლად „სმარტფო“ დონაციის პლატფორმის tegeta.care-ის პარტნიორი გახდა. ჰოლდინგი, რომელიც წლებია აქტიურად ზრუნავს და მუშაობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, „სმარტფოს“ მხარდამჭერი და მეგობარია.მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების კოორდინატორი: „უკვე წლებია „თეგეტა“ საზოგადოების მხარდამჭერ არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ეს ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ პროექტებისა და პროგრამების გვერდით დგომა, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. „სმარტფო“ ის ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელსაც თავისი ინიციტიავებითა და  წამოწყებით ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მოვლის კულტურა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. ჩვენი მიზანი, ამ თანამედროვე მიდგომის გაძლიერებაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ეს პროგრამა, იმისათვის რომ ერთად ვისწავლოთ, - როგორ ვაკეთოთ სიკეთე სწორად“.„სმარტფოს“ მხარდაჭერა უკვე ნებისმიერ მსურველს tegeta.care-ზე შეუძლია. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ერთიანი ჩართულობით არის შესაძლებელი აკეთო სიკეთე და აკეთო სწორად.„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

მონიტორინგი

საზოგადოება • 1789374260

ყაზბეგის ეროვნულ პარკში კლიმატის მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPS) კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში, ყაზბეგის ეროვნულ პარკში ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური (AWS) დამონტაჟდა.კორეის მხარის მიერ სააგენტოსთვის გადმოცემული სადგურები კლიმატური პირობების უწყვეტ და ავტომატურ მონიტორინგს უზრუნველყოფს. სისტემა აღრიცხავს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობას, ნალექს, ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს.მიღებული მონაცემები სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, გრძელვადიან პერიოდში დააკვირდნენ კლიმატური პირობების ცვლილებას, გამოავლინონ არსებული ტენდენციები და შეაფასონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლად მაღალმთიან ეკოსისტემებში.მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ყაზბეგის ეროვნული პარკის ეკოსისტემების მდგომარეობის შესაფასებლად და დაცული ტერიტორიის მართვის, კონსერვაციისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვისთვის.სადგურების დამონტაჟების სამუშაოები კორეის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, კიმ ჯინ-ტაეს ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურს შორის თანამშრომლობა 2021 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. სააგენტოს უკვე გადმოეცა სახანძრო ტექნიკა, რეინჯერთა რაციები და საგანმანათლებლო მასალები.2025 წელს ბუხანსანისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმის გაფორმებამ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავა.

ახალმთვარეობა

ასტროლოგია • 1789153369

რა ცვლილებებს მოუტანს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ვრცელი პროგნოზი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში ახალმთვარეობის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს და წერს თუ რას მოუტანს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.ვერძი:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 6 სახლში, რაც არის სამსახური, ჯანმრთელობა და ყოველდღიური რეჟიმი. პირად ურთიერთობაში, ყოფითმა საკითხებმა, შეიძლება მეტი ყურადღება მოითხოვოს. წყვილებისთვის კარგია პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხოლო მარტოხელა ვერძები შეძლებენ გაიცნონ მათთვის საინტერესო ადამიანი სამუშაოს ან უახლოესი გარემოს მეშვეობით.ფინანსები: თუ ხარჯებს უკეთ გააკონტროლებთ, შეძლებთ შემოსავლების სტაბილიზაციას, მოერიდეთ იმპულსური შენაძენების გაკეთებას.კარიერა: ძალიან ძლიერი პერიოდია სამუშაო რეჟიმისა და პროფესიული ეფექტურობის ზრდისთვის. შეიძლება ჩაერთოთ ახალ პროექტებში, რაც მოგიტანთ ახალ მოვალეობებსა და პასუხიმგებლობებს.ოჯახი: ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა და თქვენი ოჯახის წევრები.ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება მოაწესრიგოთ თქვენი სამუშაო რეჟიმი.კურო:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 5 სახლში, რაც არის სიყვარული, გრძნობები, შვილები და შემოქმედებითი ნაწილი.პირადი: ახალმთვარეობა თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ძლიერდება რომანტიკა, ფლირტი და სიახლეები ურთიერთობაში.ფინანსები: ფულის გამომუშავებას შეძლებთ დამატებითი პროექტიდან ან კრეატიული საქმიანობიდან.კარიერა: კარგ შედეგებს მოგიტანთ ახალი, განსაკუთრებით შემოქმედებითი პროექტების განხორციელდება.ოჯახი: აქტიურდება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები და დიდი სიხარულის პერიოდია ოჯახში.ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება დრო დაუთმოთ საკუთარ სიამოვნებასა და პირად ცხოვრებას.ტყუპები:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე -4 სახლში, რაც არის სახლი, ოჯახი, საცხოვრებელი და მშობლები.პირადი: ამ პერიოდში, ოჯახური გარემო გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობებზე. შესაძლებელია პარტნიორთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.ფინანსები: ასევე შესაძლებელია უძრავ ქონებასთან ან სახლთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობების აქტივიზაცია და ხარჯების გაზრდაც.კარიერა: მნიშვნელოვანი ხდება სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაჭერა.ოჯახი: არსებობს სარემონტო სამუშაოების დაწყების, საცხოვრებლის შეცვლის ან ოჯახური ურთიერთობების დალაგების ალბათობა.ამ პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური სტაბილურობის პირველ ადგილზე დაყენება.კირჩხიბი:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 3 სახლში, რაც არის კომუნიკაციები, დოკუმენტები, სწავლა და მოკლე გზები.სიყვარული: ახლა კარგი დროა დაასრულოთ წარსულში დაწყებული საუბრები, გულწრფელობა გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობებს.ფინანსები: მოსალოდნელია ისეთი ხარჯების გააქტიურება, რაც დაკავშირებული იქნება დოკუმენტებთან, ხელშეკრულებებთან ან მოკლე მგზავრობასთან.კარიერა: პროფესიულად დაგეხმარებათ და კარიერულად წინ წაგწევთ ახალი ცოდნის მიღება, კურსების გავლა, მოლაპარაკებები ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება.ოჯახი: აქტიურ ფაზაში გადადის ნათესავებთან ურთიერთობა.გახსოვდეთ ამ პერიოდში წარმოთქმულ სიტყვებს ძალიან დიდი ძალა აქვს, შეგიძლიათ ისაუბროთ პირდაპირ, თუმცა შეინარჩუნეთ სირბილე.ლომი:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 2 სახლში, რაც არის ფინანსები, შემოსავლები, მატერიალური სტაბილურობა და პირადი რესურსები.პირადი: ურთიერთობაში მთავარი ხდება ერთმანეთის დაფასება და თანაბრად პასუხიმგებლობებისა და ენერგიების გაცემა-მიღება.ფინანსები: ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა თქვენთვის. გექნებათ შესაძლებლობა შექმნათ შემოსავლის ახალი წყარო, ასევე მოსალოდნელია მოხდეს ხელფასის გადახედვა ან ფინანსური გეგმის ცვლილება.კარიერა: თქვენი შრომის რეალური ღირებულების დანახვა დაგეხმარებათ უკეთესი პირობების მოთხოვნაში.ოჯახი: საჭირო გახდება ფინანსური საკითხების დალაგება ოჯახში.ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება არ გაფლანგოთ თქვენი დრო და ენერგია ფუჭად.ქალწული:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ 1-ელ სახლში, რაც არის „ეგო“, გარეგნობა, პირადი გადაწყვეტილებები და ახალი ეტაპის დასაწყისი.პირადი: ახალი ეტაპი იწყება თქვენს პირად ცხოვრებაში. მარტოხელა ქალწულებს ელოდებათ ახალი ნაცნობობა, ხოლო მათ ვისაც უკვე ჰყავთ თავიანთი მეორე ნახევარი მოსალოდნელია ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა, განახლება და წესების ცვლილება.ფინანსები: შემოსავლების გაზრდისთვის ხელსაყრელი პერიოდია დააწყოთ ახალი გეგმები, რის შედეგებსაც თანმიმდევრული მუშაობა მოიტანს.კარიერა: ძალიან კარგი პერიოდია ახალი სამსახურის, პროექტის, პროფესიული იმიჯის ან საქმიანობის დაწყებისთვის.ოჯახი: შესაძლებელია მოგემატოთ პასუხიმგებლობები ოჯახში, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ შეინარჩუნოთ საკუთარი საზღვრები.ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება შეცვალოთ ის, რაც აღარ მუშაობს, რადგან ეს არის თქვენი პირადი გადატვირთვის პერიოდი.სასწორი:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე -12 სახლში, რაც არის დასრულება, საიდუმლოებები და შინაგანი გათავისუფლება.პირადი: შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს ძველი ემოციური საკითხები და ახალი ურთიერთობის დაწყებამდე დაგჭირდებათ საკუთარ სურვილებში გარკვევა.ფინანსები: არსებობს ალბათობა, გაჩნდეს ფარული ხარჯები ან ისეთი ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით.კარიერა: კარგი დროა სამოქმედო გეგმების მოსამზადებლად, სტრატეგიის შესაქმნელად, ძველი პროექტების გასაუმჯობესებლად.ოჯახი: შესაძლოა თქვენი დახმარება დასჭირდეს ოჯახის წევრს.ამ პერიოდში ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოგვარებას და განსაზღვრეთ პრიორიტეტები.მორიელი:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე -11 სახლში, რაც არის მეგობრები, საერთო გეგმები, საზოგადოებრივი წრე, თანამოაზრეები და თავისუფალი არჩევანი.პირადი: ამ პერიოდში ვენერას ტრანზიტი, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მეტად აღრმავებს სიყვარულს განცდას და შესაძლებელს ხდის მეგობრობა გადაიზარდოს დიდ გრძნობაში.ფინანსები: ჩნდება შესაძლებლობა მატერიალური სარგებლის მიღების ჯგუფური პროექტებიდან ან მეგობრებისგან.კარიერა: კარგი პერიოდია ახალი პროფესიული კავშირების შესაქმნელად.ოჯახი: ეს არის მეგობრების და ოჯახის წევრების ერთ თემაში გაერთიანების პერიოდი.ამ პერიოდში, მნიშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც მომავლის აშენებას შეძლებთ.მშვილდოსანი:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე-10 სახლში, რაც არის კარიერა, სტატუსი, პროფესიული ცვლილებები და მდგომარეობა.პირადი: კარიერულმა დატვირთვამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს პირად ცხოვრებაზე.ფინანსები: საჭიროა გამოიჩინოთ ახლა მოთმინება, რათა პროფესიულმა წინსვლამ მომავალში გაზარდოს თქვენი შემოსავლები.კარიერა: ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის ახალ საწყისზე დგახართ, მოსალოდნელია დაწინაურება, ახალი თანამდებობა, მიმართულებები ან პროფესიული მიზნების დასახვა.ოჯახი: შესაძლოა გაგიჩნდეთ ოჯახისგან შეიძლება მეტი პასუხისმგებლობის ან მხარდაჭერის მოთხოვნა.ამ პერიოდში მნიშვნელოვანია კონკრეტულ გეგმად აქციოთ თქვენი კარიერული მიზნები.თხის რქა:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე-9 სახლში, რაც არის უცხოეთი, მოგზაურობა, განათლება და სამართლებრივი საკითხები.პირადი: ამ პერიოდს მოაქვს ურთიერთობაში ერთად გაზრდის, მოგზაურობის, სწავლის ან საერთო მომავლის დაგეგმვის დიდი სურვილი.ფინანსები: შეიძლება გაჩნდეს უცხოეთთან, განათლებასთან, სამართლებრივ ან საერთაშორისო საქმიანობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები.კარიერა: ახალი განათლება ან მიღებული კვალიფიკაცია მომავალ პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.ოჯახი: შესაძლოა დაგეგმოთ ოჯახთან ერთად მოგზაურობა ან მიიღოთ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იფიქროთ უფრო მასშტაბურად და გამოხვიდეთ ძველი ჩარჩოებიდან.მერწყული:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 8 სახლში, რაც არის საერთო ფინანსები, ვალები, ტრანსფორმაცია და საერთო ვალდებულებები.პირადი: ურთიერთობაში მთავარი და მნიშვნელოვანი ხდება ინტიმურობა და ნდობა, ზედაპირული კავშირები აღარ დაგაკმაყოფილებთ.ფინანსები: კარგი პერიოდია საერთო ფინანსების დასალაგებლად, რაც შეიძლება იყოს სესხები, ვალები, პარტნიორის ფული, გადასახადები და ინვესტიციები.კარიერა: შესაძლებელია ჩაერთოთ პარტნიორთან ერთად ფინანსურ პროექტებში, თუმცა, აუცილებელია დეტალურად შეამოწმეთ პირობები.ოჯახი: მნიშვნელოვანი ხდება ოჯახში ფინანსური პასუხისმგებლობების გადანაწილება.ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არ აქციოთ სხვისი პრობლემა თქვენს ფინანსურ ტვირთად.თევზები:ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 7 სახლში, რაც არის ქორწინება, პარტნიორობა და ურთიერთობები.პირადი: ახალმთვარეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენთვის, რაც მოიაზრება როგორც ახალ ეტაპის დასაწყისი ურთიერთობებში, ასევე ეს არის ახალი ნაცნობობა, შეთანხმება ან არსებული კავშირების გაჯანსაღების დრო.ფინანსები: სიფრთხილეს საჭიროებს ყველა სახის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორობაში.კარიერა: შესაძლებელია დაიგეგმოს ახალი თანამშრომლობა ან გამოჩნდნენ მნიშვნელოვანი კლიენტები.ოჯახი: პარტნიორთან დაკავშირებულმა საკითხებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ოჯახურ ცხოვრებაზეც.ამ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ გქონდეთ განსაზღვრული რას ელით თქვენი მეორე ნახევრისგან.

✕