საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
1793808950
ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, მათე ობოლაძეს ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლა ემშვიდობება.
„ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებულის, მათე ობოლაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და გულწრფელად თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.
არის მომენტები, როცა სიტყვები უძლურია ტკივილისა და თანაგრძნობის გამოსახატავად...მათეს ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება სკოლის, მასწავლებლებისა და მეგობრების გულებში“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.
გუშინ ქუთაისში, რიონჰესთან მდინარეში ავტომობილი გადავარდა - მაშველებმა მდინარიდან 2 ბიჭის ცხედარი ამოასვენეს.