სპეცოპერაცია

სამართალი • 1790367126

როგორ იგეგმებოდა შეკვეთილი მკვლელობა და რა როლი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი

სპეცრაზმი სამ სხვადასხვა მისამართზე ერთდროულად შევიდა და დაკავების ღონისძიება ჩაატარა. აღკვეთილია მძიმე დანაშაულის ფაქტი. განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადების და „ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმეზე, დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი.ერთ-ერთი, ვინც შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, სახლში აიყვანეს. ბინის კარი „კურიერს“ თავად მეპატრონემ გაუღო, რომელმაც სავარაუდო ქილერს ფართი პირველ სექტემბერს მიაქირავა. ქალი ჩხრეკას დაესწრო და გაიხსენა, რომ სამართალდამცველებმა მის მდგმურს ჯერ ხელბორკილები დაადეს, ნივთმტკიცებად მობილური ტელეფონები ამოიღეს, სამართლებრივი პროცედურები ჩაატარეს და საგამოძიებო მოქმედებები მალევე დაასრულეს.თბილისის პარალელურად სპეცრაზმი მობილიზებული იყო ოზურგეთშიც. ორბელიანის ქუჩაზე და სოფელ მერიაში. ამ მისამართებზე უკვე მკვლელობის შეკვეთების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა.მასშტაბური სპეცოპერაციის დაგეგმვამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარეს, მოსამართლის განჩინებით, მძიმე დანაშაულის მომზადების დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულებები მოიპოვეს. საუბარია ორგანიზებული ჯგუფის წევრების სატელეფონო ჩანაწერებზე.პოლიციამ მკვლელობის გეგმა გაშიფრა და ის მიზეზი დაადგინა, თუ რატომ სურდათ მათ კონკრეტული პირის თავიდან მოცილება.მსხვერპლის ლიკვიდაციის მოტივი წარსულში მომხდარი უთანხმოებაა. მეტსახელად ბაჩიმ და ვასკამ დავალების შესრულება მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ მესამე პირს სთხოვეს. დაკავების შემთხვევაში კი საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდის ალექსანდრე ქურასბედიანის, იგივე წრიპას, სახელით ციხეში მფარველობასაც დაჰპირდნენ.ე.წ. კანონიერი ქურდი განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეში თავადაც აქტიურად იყო ჩართული, ყველა დეტალს ორგანიზებული ჯგუფის წევრები სწორედ მასთან ათანხმებდნენ. წრიპა კი მათ მითითებებს აძლევდა და მფარველობის გარანტიებს იძლეოდა.საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, წრიპას, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც განცხადება გაკეთდა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ გეგმავდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განზრახ მკვლელობას.ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.ბრალდებულებს, დანაშაულში დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პენიტენციური

სამართალი • 1790323623

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა  აღკვეთეს.სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა.ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცა საგამოძიებო უწყებას.სამსახური მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან. პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებითა და კონტროლის მექანიზმებით დამსგავსი უკანონო  ფაქტების გამოვლენას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება.

ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი • 1789627318

არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი კოდის მქონე მობილური ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა. ნივთმტკიცებად ამოღებული ყუთის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო.გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად, სხვადასხვა ლომბარდში მობილური ტელეფონების მსგავსი, 6 იმიტირებული ნივთი დაალომბარდა, რითაც კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის დასაკავებლად შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს."ნივთმტკიცებად ამოღებულია თაღლითური გზით მითვისებული თანხის ნაწილი და მობილური ტელეფონის იმიტირებული მოდელები, ასევე, გაყალბებული საგარანტიო საბუთები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 19-180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრიგოლ ლილუაშვილი

პოლიტიკა • 1789533992

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოთქვა."კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად გამამართლებელ განაჩენს უნდა ველოდებოდე სასამართლოდან, მთავარია, სასამართლომ შეინარჩუნოს ობიექტურობა. თუ ხვალ, ზეგ დადგა ის მდგომარეობა, რომ თუნდაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ჩვენ გვაქვს მეორე ინსტანციაშიც, ბუნებრივია, ისევ სამართლებრივი რეჟიმის ფუნქციონარი, რომლის მიხედვითაც, ალბათ, გააგრძელებს დაცვის მხარე უარეს შემთხვევაში თავის მიდგომებს," - განაცხადა ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ.დღევანდელ სხდომაზე კი, მხარეები რეპლიკების უფლებით ისარგებლებენ. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, ბრალდების მხარე კი პირიქით."მტკიცებულებები ოთხივე ეპიზოდთან მიმართებით, რაც ჩვენს მიერ იქნა გამოკვლეული, დანაშაულებრივი ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ნამდვილად ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ბრალდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა. ჩვენ შევაფასეთ დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიც, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, ვისაც დათვის მხარე ეყრდნობა, არის ელისო კილაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც ჩვენ მიერ, ბუნებრივია, შეფასდა და ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა გაიზიაროს ჩვენი მტკიცებულებებიც და ჩვენი არგუმენტებიც," - აღნიშნა მარიამ ბერძენიშვილმა.

გიორგი ბარამიძე

სამართალი • 1789222782

გია ბარამიძე შეეცადა, რამდენჯერმე შეეცვალა მისი განცხადების ინტერპრეტაცია მას შემდეგ, რაც იგრძნო მოსალოდნელი პასუხისმგებლობა - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარამიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.საქმის პროკურორის თამარ იაკობიძის განცხადებით, გია ბარამიძე შეეცადა, რამდენჯერმე შეეცვალა მისი განცხადების ინტერპრეტაცია მას შემდეგ, რაც იგრძნო მოსალოდნელი პასუხისმგებლობა."ბრალდება გიორგი ბარამიძეს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ხუთი მოწვევის პარლამენტის ყოფილ წევრს და დღევანდელ პროცესზე დაამატა, რომ ყოფილ ვიცე-პრემიერს, წარდგენილი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიუთითა: "ქართველი სამხედროები საომარ მოქმედებებში ხვრეტდნენ ტყვეებს".ეს არის ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ომის დანაშაულში ქართველი სამხედროების დადანაშაულებას. გია ბარამიძე შეეცადა, რამდენჯერმე შეეცვალა მისი განცხადების ინტერპრეტაცია მას შემდეგ, რაც იგრძნო ეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი არის მტკიცებულებები, როგორიც არის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმები და აღნიშნულ გამოკითხვის ოქმებში დეტალურად არის მითითებული გარემოებები, რომელიც ასახულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება - აღნიშნული მოწმეები უნდა დაიკითხონ საქმის არსებით განხილვაზე და თითოეული კითხვა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს, რა მოცულობით დაზიანდა, შეფერხდა რომელიმე უწყების საქმიანობა, ამასთან დაკავშირებით არა მარტო ბრალდების მხარეს ექნება შეკითხვები, არამედ დაცვის მხარესაც,"- აცხადებს პროკურორი."ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ ლიდერს და სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს ბრალი სამშობლოს ღალატში, კერძოდ კი საბოტაჟში ედება. პროკურატურა ბარამიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი შუამდგომლობა დააყენებს. არცერთი ფორმის აღკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1789129075

არჩილ გორდულაძე: ირაკლი ღარიბაშვილი რაც უფრო მდარე ხარისხის წერილებს გამოაქვეყნებს, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება, სჯობს, რაც აღიარებული აქვს, იმ ბრალს დაემორჩილოს

ირაკლი ღარიბაშვილი სპეკულაციებს მარტივ ტყუილებზე აგებს და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.მისივე თქმით, უმჯობესია, ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს დაემორჩილოს.მძიმეა საუბარი მმართველი გუნდის ყოფილ ლიდერზე, რომელიც დანაშაულში მხილებულია, დანაშაული აღიარებული აქვს და ახლა ცდილობს, რომ საკუთარი თავი ახლებურად წარმოაჩინოს და ამისთვის სპეკულაციებს იყენებს, მათ შორის ისეთ ტყუილს მიმართავს, რომლის სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია.სპეკულაციებს მარტივ ტყუილებზე აგებს და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს. ეს ყველაფერი მის სამწუხარო მდგომარეობას უსვამს ხაზს. ირაკლი ღარიბაშვილი რაც უფრო ასეთი მდარე ხარისხის წერილებს გამოაქვეყნებს, მით უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. სჯობს, რაც აღიარებული აქვს და რაზეც სასამართლო გადაწყვეტილებაა, იმ ბრალს დაემორჩილოს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ფოტო

საზოგადოება • 1789045260

ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც თანატოლმა მოკლა

თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, - წერია უწყების განცხადებაში.მოკლული მოზარდი დათო ნარიმანიძეა.არსებული ინფორმაციით, მოკლულიც და დაკავებულიც 17 წლისები არიან. მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა.

პოლიცია ლენტა

კრიმინალი • 1789035629

მოკლულია არასრულწლოვანი - შსს, შემზარავი მკვლელობის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლენტა

კრიმინალი • 1789033667

მკვლელობა თბილისში - არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ფბრ

სამართალი • 1788985040

საქართველოდან შეერთებულ შტატებში რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია მოხდა, სადაც მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

რუსეთის მოქალაქე სერგეი ფილიმონოვი საქართველოდან შეერთებულ შტატებში ექსტრადირებული იქნა საერთაშორისო კიბერთაღლითობის სქემაში მონაწილეობის ბრალდებით. 36 წლის ვებ-დეველოპერი ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში წარდგა, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა.აშშ-ის გამომძიებლების თქმით, 2023 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე ფილიმონოვმა და მისმა სავარაუდო თანამზრახველებმა შექმნეს ვებსაიტები, რომლებიც, როგორც ჩანს, დაზღვეული აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების ვებსაიტები იყო.სქემის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, საძიებო სისტემებიდან შეიძინეს სარეკლამო ბმულები. ბანკის მომხმარებლები ამ ბმულებზე აწკაპუნებდნენ და შესვლის მონაცემები შეჰყავდათ.გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იყო საბანკო ანგარიშებში შეღწევის, ბალანსის შემოწმებისა და არაავტორიზებული გადარიცხვების განსახორციელებლად.ფედერალურმა დიდმა ნაფიცმა მსაჯულებმა ფილიმონოვს ბრალი 2025 წლის შემოდგომაზე წაუყენეს. მას ბრალი ედება საბანკო თაღლითობასთან, წვდომის მოწყობილობებთან და პირადობის ქურდობასთან დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულში.თუ რუსეთის მოქალაქე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, მას მინიმუმ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და მაქსიმალური სასჯელი 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავად ბრალდება დანაშაულის დამადასტურებელ საბუთს არ წარმოადგენს.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1788983277

ირაკლი კირცხალია - "ნაცმოძრაობის" რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება პრორუსული

სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.კირცხალია გამოეხმაურა აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს."უსამშობლოები ტყუილად არ შევარქვით, ეს აგენტურული ქსელია. მათი მმართველობიდან დავიწყოთ: მათი რიტორიკა ანტირუსულია და ქმედება - პრორუსული. ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება იქნებოდა თუ ტერიტორიების ჩაბარება. გავიხსენოთ ზემო აფხაზეთის წოდება, კოდორის ხეობა, შემდეგ სანამ დაიწყებოდა აგვისტოს ომი, ჯერ სრულიად მოშლა იმ პირობითად პატარა კერის, რომელიც სახალხო დიპლომატიას ხელს უწყობდა, შემდეგ სახელის შეცვლა და აღდგენა - სამხრეთ ოსეთი. ის საზღვრები, დღეს რაზედაც საუბარია, დემარკაციაზე, იქითა მხარეს ამას გვესაუბრება და ეს იყო სხვადასხვა სასამართლოში ერთ-ერთი არგუმენტი, რომ თავად აღიარეთ ეს ყველაფერიო. შემდეგ იყო ომის თარიღი. შემდეგ უტიფრად გააგრძელეს გმირების სახელებით აპელირება. ამ აგენტურულმა ძალამ პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს საქართველოს ტერიტორიები. ამ ღალატის შემდეგ მეორე ღალატი ჩაიდინეს - ყველას გვახსოვს რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ბრალი დადეს იმ ბიჭებს ომის დანაშაულში, რომელთა სახელ-გვარებით დღეს უტიფრად რაღაცებს აპელირებენ.სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. ისინი ცდილობდნენ, რომ ახალგაზრდებში დაკნინებულიყო ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, მოემზადებინათ პლატფორმა, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა. აგენტი ყოველთვის დავალებას ასრულებს. დღევანდელი ბრიუსელიდან მათ პატრონებს ერთი მიზანი აქვთ: ისეთ სახელმწიფოები, სადაც უნდათ, რომ მათ გავლენა ჰქონდეთ, მაქსიმალურად მოწყვლადი გახადონ. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს როგორც მათ, ასევე მათივე დამკვეთებს“, - განაცხადა კირცხალიამ.

პოლიცია

სამართალი • 1788763255

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს.ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც.სამივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕