ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

პოლიციის ლენტი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქვედა კიდურის არეშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. 

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

✕