სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1768578423

სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს და „ჰაუსში“, კონკურენტებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ეხმიანება:„ლორენცო არის ტიპური პატარა გოგოებზე მანიპულაციით ეგოს კვებისთვის გამომყენებელი ,მოწყვლადი მდგომარეობით მოსარგებლე სახედაკარგული კაცების „სახე“!!! არასანდო ტიპი, რომელსაც როგორც კი მომენტი და სიტუაცია ჩაუვარდება ხელში შეუძლია პროექტის გამოც კი ხაზი გადაუსვას საკუთარ კაცობას!!ტიპმა, რომელთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს, გოგო ვერ უნდა დატოვოს ლორენცოსთან მარტო??ქალებო!!! ეს ცალკე რა მარაზმია,  იმის მაგივრად, ლორენცოს ქცევებმა თქვენში აგრესია გამოიწვიოს, რომ მეორე წამს თქვენ ახლობელ პატარა გოგოებს, მეგობრებს არ მიადგეს ვიღაც კაცი და არ ეცადოს სარგებლობა, ბოროტი მიზნებისთვის გამოყენება, ჯავახასგან ითხოვთ საჯაროდ გალანძღოს და გადაუაროს ამ გოგოს!!! ქალების ქალური სოლიდარობა აქ გამოჩნდა!!, მარიამის წაქცევის დროს ფემიციდის საფრთხე აღმოაჩინეს ))და დღეს ამ ფსიქოლოგიურ წნეხში თურმე ორი მხარე არსებობს)) რამ გაგაბოროტათ ამხელა ქალები???? საიდან გაგიჩნდათ ამხელა ბოღმა პატარა გოგოს მიმართ? სვავებს ემსგავსებით როგორც კი მომენტი ჩაგივარდებათ მარიამის წინააღმდეგ, ძალიან საცოდავი სანახავია)ამ თემაში,ვინც სუფთაა არის ჯავახა, ყველანაირად წნეხი შეუქმნეს და ამ ყველაფრის ფონზე ცდილობს თავი აკონტროლოს, მარიამის მიმართაც მოზომილად გამოხატავს წყენას და ჩემგან პატივისცემას, მხარდაჭერას იმსახურებს!! გასცდა პროექტს ეს ყველაფერი, ხალხი უყურებს კაცს, რომელიც გოგოს მდგომარეობით სარგებლობს და ყველაფერს აკეთებს რომ შეცდომები დააშვებინოს და ქალებს, რომლებიც ამ კაცს მხარს უჭერენ! ძალიან სირცხვილია! ცხვირის მიდებაზე მეტად ტეხავს! კაცები აერიაო ორჯერ გააჟღერეთ! განსაკუთრებით იმ ქალის ,,მორალი”მაოცებს, რომელსაც მარიამამდე ,ურთიერთობაში მყოფს, ლორენცო სიმპათიაში და ვნებაში დებდა ბრალს)) ამის შემდეგ ეს ბრტყელ-ბრტყელი საუბარი ძალიან უხერხულია!ლორენცო არის კაცი რომელსაც სხვისი ქალების ფეტიში აქვს! კაცი რომელიც ოჯახში არაა შესაშვები და ქალებს რომლებსაც ეს კაცი მოგწონთ ამ გამოვლინებებით რა დაბალი ინტელექტი და გემოვნება გაქვთ თუ იაზრებთ! და კიდე თუ ამ ადამიანს რაიმე ფსიქოლოგის ლიცენზია აქვს სასწრაფოდ  ჩამოართვით",- წერს სალომე. 

დიასა

ტაბლოიდი 1766086365

„ჰაუსში“ დიასა შევიდა – რა მოხდა პროექტში?

„ჰაუსის“ მაყურებელს დღევანდელ ეპიზოდში სიურპრიზები ელის. როგორც რეალითი შოუს ანონსიდან ირკვევა, პროექტში „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული, გიორგი დიასამიძე (დიასა) შევიდა.გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დიასას „ჰაუსის“ მონაწილეებთან კონფლიქტი აქვს. რა მოხდა რეალურად და რატომ შევიდა პროექტში დიასა, ამას „რუსთავი 2–ის“ მაყურებელი დღეს იხილავს. ნახეთ, ვიდეო:

დიმი ლიპარტელიანი

ტაბლოიდი 1764067500

კადრები ყოფილი „პრაიმ ჰაუსელის“ ქორწილიდან

შოუ „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე დიმიტრი ლიპარტელიანი დაოჯახდა. მისი რჩეული ქეთი წიკლაურია.წყვილმა კადრები ქორწილიდან სოციალურ ქსელში გაავრცელა და ბევრი მილოცვაც მიიღო.

პრაიმ ჰაუსი

ტაბლოიდი 1763756496

ტრაგედია ყოფილი „პრაიმ ჰაუსელის“ ოჯახში

ტრაგედია მოხდა რეალითი შოუს „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის ნინუსი ტურავას ოჯახში. ნინუსის მამა დაეღუპა. სამწუხარო ინფორმაციას „პრაიმ ჰაუსელი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ანი ყიფშიძე

საზოგადოება 1761851455

„საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია, რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება...“ - ანი ყიფშიძე რჩეულის შესახებ

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის და ნახევარ-ფინალსიტის ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ეს კი მეორე ნახევრის დამსახურებაა. - ანი, გვიამბე შენს მეორე ნახევარზე, როგორი სიყვარულის ისტორია გაქვთ?- ჩვენი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა „პრაიმ ჰაუსი“ დამთავრდა. ეს ადამიანი ყველანაირი გზით ცდილობდა, რომ ჩემამდე მოსულიყო და როცა გინდა, ყოველთვის გამოგდის.გადავეკვეთეთ ერთამნეთს. თავიდან თვალები მომეწონა. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან მაგარ ადამიანთან მქონდა საქმე.- როგორ გაიცანით ერთმანეთი, პირველი შეხვედრა გაიხსენე...- სოციალურ ქსელში მომწერა, მომესალმა, როგორ ხარო. ვუთხარი, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი. როგორ შეიძლება ცუდ ხასიათზე ყოფნა, შენი სახლი ვიცი, აქვე ვარ და მოვალო. ჩემს უბანში მოვიდა, მაგრად გამოპრანჭული, თვალებციმციმა... იმ დღის შემდეგ ასე მოვდივართ... პრინცმა მომაკითხა, რაშზე ამხედრებულმა. (იცინის).- მის სახელსა და გვარს სოცქსელებში არ ავრცელებ. ქართველია?- კი, ქართველია. სამჭიდში საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია. ცხოვრებაში, სპორტის მიმართულება აქვს არჩეული. ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ვფიქრობ, დედამიწაზე ყველაზე პატიოსანი, ყველაზე კეთილი ადამიანია. ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა აღარაფერი მაინტერესებდა. რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ღმერთმა გამომიგზავნა...- როგორი ურთიერთობა აქვს შენს შვილთან, ნატალისთან?- სადაც და ვისთან ერთადაც უნდა ვიცხოვრო, ჩემი შვილი ნომერ პირველი იქნება. ნატალისთან რომ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. იმდენად გახსნილი, თბილი ურთიერთობა აქვთ, რომ ხანდახან მგონია, ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა ეს არის-მეთქი. ყურადღებას არ აკლებს, ისე ზრუნავს, როგორც საკუთარი მამა იზრუნებდა მასზე. რამე თუ სტკივა, ესეც განიცდის, რამეს თუ დააშავებს, შენიშვნას მისცემს, ოღონდ სწორად, როგორც საკუთარ შვილს. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ საერთო შვილი ჩვენც გვყავდეს...- მას თუ ჰყავს შვილი?- მასაც ჰყავს შვილი და იდეალური ურთიერთობა გვაქვს მასთან მეც და ნატალისაც.- რამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ?- დაახლოებით, 8 თვეა. შეყვარებულობიდან - წელიწადი და 2 თვეა გასული... - ქორწილსაც ხომ არ გეგმავთ?- ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ. სამომავლოდ შეიძლება, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპია დაწყებული. ხომ იცით, როგორი ადამიანის გვერდითაც ხარ, შენც ისეთი ხდებიო. სპორტის გზას მეც გავყევი, ფიტნეს ინსტრუქტორი გავხდი. „პრო ფიტნესს“ აქვს 6 ფილიალი, ნებისმიერ ფილიალში იდეალური და უმაგრესი ინსტრუქტორები გვყავს. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემოტრიალდა. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ზღაპრებში. რაც მთავარია, გვერდით მყავს ადამიანი, რომელსაც მართლა ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.- აქტიურად გადევნებდა „პრაიმ ჰაუსში“ თვალს, გგულშემატკივრობდა?- სხვათა შორის, ერთხელ მითხრა, ერთადერთი, რის გამოც ვუყურებდი მაგ პროექტს, შენ იყავიო. სულ გულში მქონდა ფიქრები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს ჩემი გახდებოდიო. - სხვადასხვა ჭორს გიგორებენ... - ამბობენ, რომ ცოტა დრო გავა და მომკლავს, კესარია აბრამიძის გზას გავუყვები. ეტყობა, თვითონ არიან მოძალადეები. რატომ უნდა მომკლას ადამიანმა, რომელსაც ვუყვარვარ? რატომ უნდა უნდოდეს ჩემი დაჩაგვრა და ცემა? ჩემი საყვარელი ადამიანი ქალებს არ ურტყამს...- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურად ეხმაურებიან თქვენს ურთიერთობას და ღვარძლიან კომენტარებს წერენ?- ვინც ცუდ კომენტარებს გვიწერს, გვწყევლის და ცუდ აზრებს ავრცელებს ჩვენს მიმართ, ვეტყვი, რომ დეპეშა აღარ მიდის, თქვენი სიტყვები რომ მოდიოდეს ჩვენამდე (იცინის).

სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1759256832

„შეხვედრა 4 წლის შემდეგ...“ - სალომე უშხვანი დედასთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ინფლუენსერი სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში დედასთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს. „შამუგია ირმა, გვიყვარხარ. დიდხანს უნდა გვყავდე... დედიკო უკვე წასულია, გვიან გიზიარებთ შეხვედრის კადრებს“ - წერს უშხვანი. @salomeushkhvani დედასთან(ბებიასთან) შეხვედრა 4 წლის შემდეგ! მადლობა რომ გვყავხარ @ირმა ♬ оригинальный звук - mariamarchvadze46 როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში გვითხრა, დედა საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მძიმე სენის სამკურნალოდ წავიდა და დაამარცხა.

მერიემ გოგაშვილი

ტაბლოიდი 1758529394

მერიემ გოგაშვილის ტიკტოკ-ვიდეო უცხოელმა ბლოგერებმა მისტიკურად აღიქვეს

გასართობ პლატფორმა ტიკტოკზე „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, მერიემ გოგაშვილის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. გოგონა მეგობრებთან ერთად მანქანაში იმყოფება, რა დროსაც, შეტყობინება მისდის და გვერდით მჯდომს გაკვირვებული სახით უყურებს. როგორც ჩანს, კადრებმა უცხოელ ვლოგერებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გადაწყვიტეს, რომ ვიდეოში რაღაც მისტიკური ხდება და თავიანთი ინტერპრეტაცია რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე არ დაიშურეს. @ninogabi_talks მისტიკა თუ დაგეგმილი სცენარი? რას ფიქრობთ ამ ვიდესთან დაკავშირებით თქვენ, დაწერეთ კომენტარებში 🤗 #storytime #viralstory #mysteryexplained #trending #viralvideo @meryem gogashvili ♬ Spooky, quiet, scary atmosphere piano songs - Skittlegirl Sound @victoriioso O que acham disso? (Ib:@Maria | Mistérioentrelinhas ) #foryoupage #historiasbizarras #casosbizarros #foryou ♬ Creepy and simple horror background music(1070744) - howlingindicator აღნიშნულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა და კომენტარი აქვს.„პრაიმტაიმი“ რეალური შინაარსის გასაგებად თავად მერიემს ესაუბრა.„აღნიშნულ ვიდეოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მე და ჩემი დაქალები ვისხედით, განვიხილავდით ყველაფერს, როგორც ხდება ხოლმე. ერთ-ერთი თემის განხილვის დროს კი, მომდის მესიჯი იმ მეგობრისგან, რომელზეც მანამდე ვსაუბრობდით... რაღაც ისეთი ტექსტი იყო, რომ ჩემი და ჩემი დაქალის, თაკოს თვალით კონტაქტი და გაკვირვება გამოიწვია. მანდ ყველაზე დიდი როლი თვალით კონტაქტმა და მუსიკამ ითამაშა.ეს ვიდეო თავიდან რომ ავტვირთე და „გავარდა“, ხალხი რომ კითხულობდა, რა მოხდაო, ძალიან „ვღადაობდი“ და ვამბობდი, საიდუმლოა მეთქი. ახლა პარანორმალურ ამბავს უკავშირებენ - ამბობენ, რომ ჩემს უკან მჯდომ დაქალს ორეული ჰყავს და ის გვწერდა, რომ გამოდიოდა, უცებ კი ჩემს მანქანაში გაჩნდა. მთელი მსოფლიო ამას განიხილავს - როგორ ჩნდება მესამე გოგონა უცებ ჩემს მანქანაში,“ - გვითხრა მერიემმა.

სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1757490890

სალომე უშხვანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს, სალომე უშხვანს ბებია გარდაეცვალა. ამის შესახებ ბლოგერი სოციალურ ქსელში წერს.„დღეს ჩვენს ოჯახში ერთი ბებია აღარ არის, რომელიც სითბოსა და სიყვარულს ანათებდა, მშვიდად მიიმალა. მისი სიტყვები და სიმხურვალე ჩვენს გულებში მარადიულია“, - დაწერა უშხვანმა.

მერიემ გოგაშვილი

ტაბლოიდი 1755460703

მერიემ გოგაშვილის სკანდალური ტიკტოკ ვიდეო, რომელიც უცხოელმა ბლოგერებმა მისტიკურად აღიქვეს - რას ამბობს „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე

გასართობ პლატფორმა ტიკტოკზე „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, მერიემ გოგაშვილის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. გოგონა მეგობრებთან ერთად მანქანაში იმყოფება, რა დროსაც, შეტყობინება მისდის და გვერდით მჯდომს გაკვირვებული სახით უყურებს. როგორც ჩანს, კადრებმა უცხოელ ვლოგერებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გადაწყვიტეს, რომ ვიდეოში რაღაც მისტიკური ხდება და თავიანთი ინტერპრეტაცია რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე არ დაიშურეს.  @victoriioso O que acham disso? (Ib:@Maria | Mistérioentrelinhas ) #foryoupage #historiasbizarras #casosbizarros #foryou ♬ Creepy and simple horror background music(1070744) - howlingindicator აღნიშნულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა და კომენტარი აქვს.„პრაიმტაიმი“ რეალური შინაარსის გასაგებად თავად მერიემს ესაუბრა.„აღნიშნულ ვიდეოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მე და ჩემი დაქალები ვისხედით, განვიხილავდით ყველაფერს, როგორც ხდება ხოლმე. ერთ-ერთი თემის განხილვის დროს კი, მომდის მესიჯი იმ მეგობრისგან, რომელზეც მანამდე ვსაუბრობდით... რაღაც ისეთი ტექსტი იყო, რომ ჩემი და ჩემი დაქალის, თაკოს თვალით კონტაქტი და გაკვირვება გამოიწვია. მანდ ყველაზე დიდი როლი თვალით კონტაქტმა და მუსიკამ ითამაშა.ეს ვიდეო თავიდან რომ ავტვირთე და „გავარდა“, ხალხი რომ კითხულობდა, რა მოხდაო, ძალიან „ვღადაობდი“ და ვამბობდი, საიდუმლოა მეთქი. ახლა პარანორმალურ ამბავს უკავშირებენ - ამბობენ, რომ ჩემს უკან მჯდომ დაქალს ორეული ჰყავს და ის გვწერდა, რომ გამოდიოდა, უცებ კი ჩემს მანქანაში გაჩნდა. მთელი მსოფლიო ამას განიხილავს - როგორ ჩნდება მესამე გოგონა უცებ ჩემს მანქანაში,“ - გვითხრა მერიემმა.

სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1753818953

„...ნახოს, ვინ დაკარგა“ - სალომე უშხვანის ახალი პოსტი და ნიკოლოზ ქართველის კომენტარი

„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილის, სალომე უშხვანისა და ნიკოლოზ ქართველის გარშემო, მათი გულშემატკივრების ინტერესი არ წყდება. დღეს, სალომე უშხვანმა, სოციალურ ქსელში, ქმართან დაშორების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.„ინტერესიდან გამომდინარე – როგორც შეგპირდით, პირველებმა ჩემგან უნდა გაიგოთ. მე და ჩემი ქმარი დავშორდით. არა, არ არის სკანდალი, არც ტრაგედია – უბრალოდ ცხოვრებაა. მშვიდად, ზრდასრულად და ჩვენი სურვილებით. აი ისიც“, - დაწერა უშხვანმა.გულშემატკივრები სალომეს პოსტის ქვეშ წერენ, რომ ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენიათ, ნაწილს ჰგონია, რომ წყვილმა იხუმრა. ახლახან კი, სალომე უშხვანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ნიკოლოზ ქართველი კომენტარით გამოეხმაურა.„ისეთი ფოტო გადამიღე, რომ ნახოს ვინ დაკარგა“, - წერს ნიკოლოზ ქართველი..„ეს ფოტოსესია დაშორებამდე მქონდა ჩანიშნული, ასე რომ, ყველაფერს შენს თავზე ნუ მიიღებ“, - პასუხობს სალომე ნიკოს. 

პრაიმ ჰაუსი

ტაბლოიდი 1753732640

„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი და მეორე სეზონის მონაწილეები, ბეა გაზდელიანი და ავთანდილ ჯაფარიძე დაშორდნენ.ამის შესახებ ავთანდილი სოციალურ ქსელში წერს:„ისევ დაშორდით? დაშორდით? აღარ ხართ ერთად? - კი, ასეა. ვერ ვისაუბრებ მიზეზებზე, ვერც იმაზე, რა მოხდა, მით უმეტეს, ჩემს გრძნობებზე და მდგომარეობაზე. ერთი შემიძლია ვთქვა, ყველაფერი ღმერთის ნებაა, უმიზეზოდ არაფერი ხდება, რადგან ასე მოხდა, ეტყობა ასე იყო საჭირო. ყველა სიტუაციას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ შეგიძლია შენი თავი აკონტროლო ნებისმიერ სიტუაციაში. რთულია, ძალიან რთული, მაგრამ ბევრი სირთულე იქნება ცხოვრებაში, მთავარია, ამ სირთულეების გადალახვა შეძლო. მინდა გაგებით მოეკიდოთ ამ ფაქტს, თუნდაც იმით, რომ ყველა ვიდეოს კომენტარში ერთი და იგივე არ წეროთ და თქვენც ხელი შემიწყოთ იმაში, რომ გავაგრძელო ცხოვრება, ისევ ისე, როგორც აქამდე. მომავალში რა იქნება, არავინ იცის და ამაზე საუბარი რა თქმა უნდა, სისულელეა. გაუფრთხილდით ერთმანეთს და ყველას გისურვებთ ნამდვილ სიყვარულს“, - წერს ავთანდილი სოციალურ ქსელში. 

მარტა ბარამიძე

საზოგადოება 1751968421

მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს, მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.„რამდენიმე ხნის წინ მქონდა ძალიან დიდი ტრავმა თავზე, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში..! სასწრაფოდ მესაჭიროება რეაბილიტაცია და აღარც მორიდებას ვერიდები... დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში, რომ ჩამიდგან დრენაჟი... აქვე დავურთავ ჩემს ანგარიშს.. თქვენი გვერდში დგომა მჭირდება ყველაზე მეტად.. შეიძლება უბრალოდ მოვკვდე, თუ დროზე არ მივალ, მჭირდება ჯამში 5000 ლარი,“ - წერს ბარამიძე.საქართველო: #GE88BG0000000184031700თბს: #GE08TB7102445061100081პირადი: #61001069089