მასტერკლასი

საზოგადოება • 1790775201

„ღამის სერენადების“ ფარგლებში შემოქმედებითი მასტერკლასი ჩატარდა

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა.მასტერკლასი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 30-მდე შშმ პირმა მიიღო. „ღამის სერენადები“ საქართველოში მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ტრადიციას მეოცე საუკუნის 80-იანი დასაწყისიდან განაგრძობს. მისი დამაარსებელი ლიანა ისაკაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელი კი - გიორგი ისაკაძე. ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი, ორგანიზატორი - კომპანია „არტ ალიანსი“. ნინო მირიანაშვილი, მხატვარ-დიზაინერი: "ვიოლინოს ლეგენდარული ვირტუოზის, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში ჩატარდა განსაკუთრებული შემოქმედებითი მასტერკლასი „ვენეციური ნიღბები“, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ნამდვილი ვენეციური კარნავალის ატმოსფეროში გადაინაცვლეს. წინასწარ მომზადებული ქაღალდის საფუძვლების გამოყენებით, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გააფორმეს და შექმნეს უნიკალური, ფერადი ნიღბები — დააწებეს სხვადასხვა ფორმის ქაღალდები ნიღბებს და შეაბეს ელეგანტური ლენტები. ეს პროცესი არ ყოფილა მხოლოდ მხიარული და შემოქმედებითი დღესასწაული: ფერად დეტალებთან მუშაობა და მათი დაწებება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა წვრილი მოტორიკის, ყურადღების კონცენტრაციისა და კოორდინაციის განვითარებას.გულწრფელ მადლობას ვუხდით ფესტივალის დირექტორს, ქალბატონ ნინა ცაგარელს, ამ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. „ღამის სერენადების“ მხარდაჭერით გამართულმა მასტერკლასმა ბავშვებს უამრავი ღიმილი, დადებითი ემოცია და შემოქმედებითი სიხარული აჩუქა, ხოლო მათ მიერ შექმნილი ნიღბები ინდივიდუალური ფანტაზიისა და ნიჭის ბრწყინვალე გამოვლინებად იქცა."

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვა • 1790147864

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს – სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, ბათუმის შემდეგ, დედაქალაქში გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული რისკების ეფექტიან მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელეს.მიხეილ სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა პრევენციული ღონისძიებებისა და დაწესებული ნორმების ზედმიწევნით დაცვის პრიორიტეტულობა. მინისტრის განცხადებით, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობაა, რაც სამუშაო პროცესში რისკების დროულ იდენტიფიცირებასა და მინიმუმამდე დაყვანას მოითხოვს.მხარეებმა დეტალურად გააანალიზეს ინსპექტირების შედეგები, მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მექანიზმებსა და დამსაქმებელთა მხრიდან შრომის უსაფრთხოების კულტურის განმტკიცებას.შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კონსტრუქციული და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.

ზუგდიდი

რეგიონი • 1790061374

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს. 7 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა.მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს.პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა.ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 2 ქალაქში - რუსთავსა და ბორჯომში შენდება.

mikheil cagareli

ასტროლოგია • 1790022897

„კოსმოსური კარიბჭე იხსნება“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას 23 სექტემბრისთვის სპეციალურ რიტუალს უზიარებს

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, წელიწადში სულ ოთხი განსაკუთრებული დღეა, როდესაც სამყაროში „პორტალი“ იხსნება და დედამიწაზე სასიკეთო ენერგიები შემოდის. ცაგარელი 23 სექტემბერს საზოგადოებას სურვილების ჩამონათვალის შექმნას ურჩევს. „აიღეთ ფურცელი და 23 რიცხვში ჩამოწერეთ სურვილები: მიუთითეთ სახელი, გვარი, თუ რით გინდათ მიაღწიოთ მიზნებს და განსაზღვრეთ კონკრეტული ვადა. ასე გააკეთა მსახიობმა ჯიმ ქერიმ, რომელმაც დაწერა, რომ 5 წლის შემდეგ 10 მილიონი სურდა. ზუსტად ხუთ წელში მან მიიღო როლი, სადაც სწორედ 10 მილიონი გამოიმუშავა. კოსმოსური კარიბჭე გაძლევთ საშუალებას ეს „ჩეკი განაღდდეს“, - აცხადებს ცაგარელი. 

სხვადასხვა

ასტროლოგია • 1789416185

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

საინტერესო მოვლენებით აღსავსე კვირაა. შეხვედრა, მოლაპარაკება, ხელშეკრულება, ეს ყველაფერი რეკომენდებულია 18 სექტემბრამდე.შემდეგ კვირას დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ნიშნავს მეტს სირთულეებს, პრობლემებს. დღეს, 14 სექტემბერს შავი მთვარე (ლილიტი) ცხრა თვით თხის რქაში გადადის. რისკჯგუფშია ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. მოტეხილობების დროა. ფრთხილად იყავით გვირაბებში, მეტროში.ეკოლოგიური საფრთხის ალბათობაც არის. მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა. გარდა ამისა, ასტეროიდი ქირონი, სამართლიანობის სიმბოლო გადადის ვერძში. ხვალ და ზეგ კოსმოსი მოუწყობს გამოცდას იმ ადამიანებს, ვისაც ფინანსური საკითხები, ურთიერთობები არამდგრადი აქვს. შაბათი და კვირა კარგია მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად. 

Kiu

განათლება • 1789396440

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი აკადემიური წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელების საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი.პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ KIU-ს სკოლების დეკანებს, მოესმინათ პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით.KIU 2026-2027 აკადემიურ წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და მიზნებით შეხვდა.  უნივერსიტეტმა პირველად მიიღო სტუდენტები ორ ახალ - ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ახალი და უკვე მოქმედი პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.  2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.KIU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, აკადემიურ პროგრამებთან ერთად, ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქია. განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი სტუდენტებს სთავაზობს როგორც მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, ასევე, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურასა და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს.

ცაგარელი

ასტროლოგია • 1789233154

„ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გველის… ფრთხილად იყავით…“ – რას ნიშნავს და რა პერიოდს მოიცავს შავი მთვარე თხის რქის ზოდიაქოში - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

მიხეილ ცაგარელი გვიხსნის, რას ნიშნავს შავი მთვარე თხის რქის ზოდიაქოში. როგორც ასტროლოგი გადაცემაში, „შუადღის“ ეთერში ამბობს, მნიშვნელოვანი პერიოდი დგება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 სექტემბრიდან 2027 წლის 11 ივნისამდე, გადის ყველა ნიშანს, ამ პერიოდში კი ის იქნება თხის რქის ზოდიაქოში.

შუქი

საზოგადოება • 1789051043

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

11 სექტემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. "დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, ბახტრიონის, ქუთათელაძის, გამრეკელის, სხირტლაძის, შმიდტის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, ცაგარელის, ნუცუბიძის, საბურთალოს და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- ნათქვამია განცხადებაში

Kiu

განათლება • 1788950829

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა - 2026 დასრულდა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  ერთობლივი პროექტის - ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიება გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.პროგრამის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტარტაპის შექმნისა და განვითარების მიმართულებით. ახალგაზრდები რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდნენ საკუთარ იდეებსა და ინოვაციური პროექტების მოდელებს, რომლებიც პროგრამის დასკვნით ეტაპზე ჟიურის წინაშე წარადგინეს. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ინოვაციების საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ და სტარტაპის შექმნისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.აღნიშნული საზაფხულო სკოლა, KIU-ს და GITA-ს  შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება. მასში, 2021 წლიდან, KIU-ს 250-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური და სამეწარმეო უნარების განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა საქართველოს სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემაში.

ავთანდილ კასრაძე

პოლიტიკა • 1788934777

ავთანდილ კასრაძე: ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს.როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ და სტარტაპის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.„პროგრამის წარმატებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობას, რომლის ჩართულობა აკადემიურ ცოდნას, ინოვაციებსა და მეწარმეობას ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი თანამშრომლობით, 2021 წლიდან პროგრამაში უკვე 250-მდე სტუდენტი ჩაერთო. გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები აძლიერებს ახალგაზრდების შესაძლებლობებს და ქმნის საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის მომავალს,” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.წელს ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლაში 40-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ორი თვის განმავლობაში, ბანაკის მონაწილეები გუნდებად მუშაობდნენ, მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტარტაპის შექმნისა და განვითარების მიმართულებით. ასევე იმუშავეს იდეების ვალიდაციაზე, ბიზნეს მოდელის შექმნასა და ინოვაციური პროექტების განვითარებაზე.პროგრამის დასკვნით ეტაპზე ჟიურის წინაშე რვა გუნდმა წარადგინა საკუთარი ინოვაციური იდეები და პროექტები.

Emolas

საზოგადოება • 1788521572

საქართველოს ბანკი x Emolas Corporation - ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება

საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის კულტურული ღონისძიებების ახალ სერიას აანონსებს. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და კონცერტი გაიმართა, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის გასტროლი ნიუ-იორკში.ამჯერად, 2026–2027 წლების კულტურული სეზონი Georgia is the Great სახელწოდებით გაიმართება. ის აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებებს - მუსიკას, თეატრს, კლასიკურ და თანამედროვე ხელოვნებას, ელექტრონულ მუსიკასა და ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას.ახალი სეზონი 9 ოქტომბერს ნიუ-იორკში, Sony Hall-ში, Worth the Wait ღონისძიებით გაიხსნება, 11 ოქტომბერს კი ფილადელფიაში, Fabrika-ში გაგრძელდება. საღამოს მთავარი სიურპრიზი ქართველი არტისტის ამერიკულ სცენაზე გამოჩენა იქნება, რომლის ვინაობასაც ორგანიზატორები ღონისძიებამდე არ ამხელენ.17-18 ოქტომბერს ბრუკლინში, 1896-ის სივრცეში, ორდღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - EZO Festival გაიმართება. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ფესტივალის ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს 10 სექტემბრამდე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.ქართული მუსიკისა და კინოს მოყვარულებს განსაკუთრებული საღამო ელოდებათ 29 ნოემბერს, ნიუ-იორკის The Town Hall-ში, სადაც ნიკოლოზ რაჭველი:Memory Card ღონისძიება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და გიორგი უშიკიშვილი;2027 წლის 10 თებერვალს, კარნეგი ჰოლის სცენაზე ნინო სურგულაძის  და ჯონათან ტეტელმანის ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი  გალა კონცერტი გაიმართება, რომელსაც კონსტანტინე ორბელიანი უდირიჟორებს.ქართული კულტურის ახალი სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლია - 16-18 აპრილს ნიუ-იორკის Lincoln Center-ის David H. Koch Theater-ში მაყურებელი გედების ტბას იხილავს.სეზონის პროგრამას კი დაასრულებს  გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი პროექტი - Georgian on My Mind. ღონისძიება 23 აპრილს ნიუ იორკში - The Appel Room, Jazz at Lincoln Center-ში, ხოლო 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის არხებს და არ გამოგრჩეთ Georgia is the Great-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბილეთების შეძენისას სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება.

mikheil cagareli

ასტროლოგია • 1788250920

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის“ - ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

მიხეილ ცაგარელის თქმით, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის.ნახეთ, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:ვერძი: ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ დასვენება თქვენთვის უპრიანია. თქვენი აღიარების სურვილი მოიმატებს, გარკვეული სირთულეები ჯანმრთელობასთან და კოლეგებთან დაკავშირებით იჩენს თავს. კურო: ენერგოტონუსი მატულობს, შესაძლებლობები კვირის მეორე ნახევარში უფრო მეტი გექნებათ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს და მათ პრობლემებს. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნება სასიყვარულო პარტნიორთან, მით უფრო კარგი შესაძლებლობები გექნებათ. ტყუპები: ნეგატიური პერიოდია განსაკუთრებით ჯანმრთელობის კუთხით, ენერგოტონუსი მცირდება და თავს დაღლილობა იჩენს. ყური დაუგდეთ თქვენს ორგანიზმს და ნუ გადაიღლებით კირჩხიბი: ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა მდგრადი ხდება. ადვილად მოხვდებით ყურადღების ცენტრში, გექნებათ საინტერესო იდეები. კარიერაში გექნებათ წინსვლა. ლომი: ცოტა უნდა შეამციროთ აქტიურობა, ენერგოტონუსი ეცემა და ჯანმრთელობა არამდგრადია. გაქვთ საშუალება ისიამოვნოთ თქვენი ტრიუმფით, რაც წინა პერიოდში მოიპოვეთ. ქალწული: ახლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით. მზე თქვენს ზოდიაქოშია, რაც საშუალებას გაძლევთ იმოქმედოთ დინამიკურად, იყოთ ჰარმონიაში, კარგად გაერკვიეთ თქვენი მიზნების პრიორიტეტებში. სასწორი: ყველაზე რთული, დაბადების წინა პერიოდია, რის გამოც დისკომფორტს იგრძნობთ. ფარული მტრები, ჭორები თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმით. მორიელი: საკმაოდ კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა მდგრადია და ინტუიცია იზრდება. მოიმატებს თქვენი შარმი და მიზიდულობა. ილუზიებს აღარ დაყრდნობით, რის გამოც შეგიძლიათ იყოთ წარმატებული. მშვილდოსანი: ცოტა დაღლილობა დაგეტყობათ, რაც თვითრწმენას შეგიმცირებთ. ფინანსურ საკითხებში შესაძლოა გამოასწოროთ მოქმედებები. ეს პერიოდი ხელს შეგიწყობთ ახალი პერსპექტიული პროექტების დასახვას, განხორციელებას. თხის რქა: თქვენთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, ორგანიზმი მდგრადია, ჯანმრთელობა უმჯობესდება და ენერგოტონუსიც იმატებს. კარგი პერიოდია უცხოეთთან ურთიერთობისთვის, სწავლისთვის. მემკვიდრეობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებთ. მერწყული: ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ეს ის პერიოდია, როცა თავს იჩენს ემოციური არასტაბილურობა. იყავით ფრთხილად და ყურადღებით, დაიცავით საიდუმლო. თევზები: გამოცოცხლდებით, პერიოდი თქვენთვის უდავოდ კარგია. მატულობს ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ხდებით აქტიური და ენერგიული, ინიციატივიანი. შეგიძლიათ ინტუიციაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. 

✕