„ემოციური ფონი მაღალია, მოერიდეთ კამათს და სარისკო გადაწყვეტილებებს...“ - მიხეილ ცაგარელი 26 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე

ასტროლოგი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე წერს.

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 26 ოქტომბერს ჩვენი დროით 08:11 საათზე სავსემთვარეობაა! მეგობრებო დღეს ემოციური ფონი მაღალია, ამიტომ მოვერიდოთ კამათს, აჩქარებას და სარისკო გადაწყვეტილებებსა და ტოქსიკურ ადამიანებს!

გადადეთ შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვანი საქმეები, მსხვილი შენაძენები, ხელოსნები, კოსმეტიკური ცვლილებები და ტექნიკური საკითხები 15 ნოემბრისთვის გადავდოთ. მივუძღვნათ ეს დღე ლოცვას, მუსიკას, წყლის სმას, სახლში მშვიდად ყოფნას და საყვარელ საქმეებს. დალოცეთ ყველა და უსურვეთ მათ სიყვარული და ბედნიერება. სიკეთე გქონოდეთ“, - წერს ასტროლოგი.

✕