„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
პერიოდი უკავშირდება შინაგან გადაფასებებს, ახალ ეტაპზე გადასვლასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, სადაც თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ემოციური ბალანსის შენარჩუნება და რაციონალური მიდგომა:
ახალმთვარეობა, მარსის და იუპიტერის შერწყმა, დირექტიული ვენერა „მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანია. ვარსკვლავები გვაცნობენ, რომ დღეს არის ახალი მთვარე. 11:00 საათზე იქნება პიკი. არის უარყოფითი ენერგიების დღე, არ უნდა ავყვეთ ცდუნებებს. შესაძლოა, გქონდეთ უცნაური სიზმრები. მზის და მთვარის შეერთება არის ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ქვეცნობიერი ზემძლავრად მუშაობს. შეიძლება წამოვიდეს წარსულზე ფიქრები და თვითგვემა. ულმობელი, პირდაპირი საქციელი. სამყაროს თხოვნაა მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ დაიწყოთ, არ აჰყვეთ ფანტაზიებს. ალკოჰოლს მოერიდეთ. ტრავმულ-ავარიულობა მატულობს, კონფლიქტების ალბათობა მატულობს. დღე გაიარეთ მშვიდად, მაქსიმალურად ახლოს იყავით ხელოვნებასა და ბუნებასთან. შემდეგი დღეები შედარებით კარგი და ხელსაყრელია, მაქსიმალურად გამოიყენეთ. პარასკევიდან 22 ნოემბრამდე იწყება რთული პერიოდი, ამიტომ ეცადეთ შემდეგი სამი დღე გამოიყენოთ.
გეომეგნიტური დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.