საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე

საზოგადოება • 1792664520

საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე: ჰაბის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა

“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში ახალი ტექნოლოგიური ჰაბი გახსნა, მინისა და ბეტონის შენობაში, რომელსაც ოვალური ფორმის დიდი გუმბათი ამშვენებს. ჰაბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მუდმივი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა, რომელიც აერთიანებს 3D projection mapping-ს, არქიტექტურულ განათებას, ხმასა და რაც ყველაზე საინტერესოა, ინტერაქციულ ტექნოლოგიებს“, - აღნიშნულია საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG-ში, რომელმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბის შენობის ინსტალაციებს სპეციალური სტატია მიუძღვნა.გამოცემის მიხედვით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობა უკრაინული განათების დიზაინისა და მედია-არტის სტუდიასთან Expolight-თან თანამშრომლობით, მიკოლა კაბლუკას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, შენობა მუდმივი მედია-განათების სისტემით აღიჭურვა.გამოცემა წერს, რომ მედია კონტენტი შეიქმნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ახალი იდენტობის გათვალისწინებით და სააგენტოს საქმიანობის მთავარ მიმართულებებს ეფუძნება - ტექნოლოგიებს, კვლევას, ცოდნის გაზიარებასა და ინოვაციას.როგორც სტატიაშია აღნიშნული სისტემა რამდენიმე რეჟიმში მუშაობს: ყოველდღიურად ფასადზე ეროვნული სიმბოლოები და ტექნოლოგიური თემატიკის ვიზუალები ჩნდება, ასევე ტარდება სინათლისა და ხმის შოუ.“ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამგანზომილებიანი პროექციული გამოსახვის, არქიტექტურული განათებისა და რეალურ დროში ინტერაქციის სინთეზით, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია-განათების ინსტალაციაა, რაც ნათლად გამოხატავს საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის განვითარების აქტიურ პროცესს,” - აღნიშნულია სტატიაში.

ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობა

მსოფლიო • 1792664094

ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით საფრანგეთში კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს

საფრანგეთში დააკავეს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდებაში.ფრანგული მედიის თანახმად, ლიმოჟის მერიაზე ცეცხლის წაკიდების შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ეროვნული პოლიციის სპეციალური რეაგირების დანაყოფის დახმარებით 66 წლის მამაკაცი კრეუზის დეპარტამენტში დააკავეს. ამჟამად ის დაკავებულია „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქონების განადგურების ბრალდებით, ადამიანებისთვის საშიში საშუალებების გამოყენებით“.ამასთან, ამ საქმეზე დაკავებულ პირველ ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა 48 საათით გაუხანგრძლივდა. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანებისთვის საშიში საშუალებების გამოყენებით ქონების დაზიანების“ და „სახელმწიფო უფლებამოსილებით აღჭურვილი და სახელმწიფო ფუნქციების შემსრულებელი პირების მკვლელობის მუქარის“ ბრალდებით.ლიმოჟის მე-19 საუკუნის მერია მას შემდეგ დაზიანდა, რაც დემონსტრანტებმა 17 ოქტომბერს მასობრივი საპროტესტო აქციების დროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, რაც შეტაკებებში, ძარცვასა და ვანდალიზმში გადაიზარდა.

gia abashidze

პოლიტიკა • 1792587050

გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერთა აქციაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მედიაში გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები რეალურ მხარდაჭერაში არ აისახება.ანალიტიკოსის აზრით, როდესაც საქმე რეალურ მოქმედებასა და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე მიდგება, ირკვევა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც უჭირთ.„ქუდზე კაცი“, „ათიათასობით ქომაგი“ და „ბრძოლა ბოლომდე“ — ნაცნობი ნარატივია, არა? მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი წყდება. უყურებ კადრებს და რეალობა სულ სხვაა: შენობასთან მხოლოდ თითო-ოროლა აქტივისტი დგას და გაოცებული იყურება აქეთ-იქით — „სად არის ჩვენი ზღვა ხალხი?“საინტერესო ფენომენია: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ,“ - წერს აბაშიძე.

ევროკომისია

მსოფლიო • 1792586883

4.3 მილიონი ევროს სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე პოლიციამ ევროპარლამენტში ჩხრეკა ჩაატარა

ევროპარლამენტში პოლიციამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანების, „პატრიოტები ევროპისთვის“, თანამშრომლების სამუშაო კაბინეტები გაჩხრიკა.გამოძიება უკავშირდება ევროპარლამენტის ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის, „იდენტობა და დემოკრატიის“, მიერ 2019-2024 წლებში 4.3 მილიონ ევროზე მეტის სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებას.ევროკავშირის ოფიციალური პირის ინფორმაციით, ფინანსური დარღვევები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ჯგუფმა საქმიანობა დაასრულა და ფინანსური ანგარიშები დახურა. ევროპარლამენტის შიდა ფინანსურმა სამსახურმა დაადგინა, რომ წინა საპარლამენტო მოწვევის პერიოდში ჯგუფმა, სულ მცირე, 4,3 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯა.„იდენტობა და დემოკრატია“, რომელსაც იტალიური პარტია „ლიგა“ ხელმძღვანელობდა, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დაიშალა. ამის შემდეგ საფრანგეთის პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ახალი პოლიტიკური ჯგუფი, „პატრიოტები ევროპისთვის“, შექმნა, რომელსაც ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და ანდრეი ბაბიშის ANO-ც შეუერთდნენ.საქმეზე გამოძიება ევროპის პროკურატურამ 2025 წლის ივლისში დაიწყო.საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა ჟან-პოლ გარომ სოციალურ ქსელ იქს-ში დაწერა, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, დილიდან მიმდინარეობდა ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის თანამშრომლების კაბინეტების ჩხრეკა. გარომ საგამოძიებო მოქმედებები შევიწროებად შეაფასა და განაცხადა, რომ საფრანგეთში მიმდინარე არეულობის ფონზე ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ ეს გამოძიება აღმოჩნდა.„ეროვნული გაერთიანების“ ორმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საპარლამენტო პერსონალის სამუშაო ოთახები გაჩხრიკეს და არა თავად ევროპარლამენტარების კაბინეტები.ევროპარლამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამართალდამცველ უწყებებთან თანამშრომლობს.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო

მსოფლიო • 1792575600

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ქვეყნის ეროვნულ ბანკსა და ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ეროვნული ბანკში ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.უწყების განცხადებით, ჩხრეკა ჩატარდა ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის საცხოვრებელ მისამართზეც, თუმცა დაკავებული არავინ  არის.ჩხრეკის ფაქტს ადასტურებენ ცენტრალურ ბანკშიც. მათი თქმით, ბანკი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.ამჟამად უცნობია, რა მიზეზით ჩაატარდა ჩხრეკა უკრაინის ეროვნული ბანკის შენობასა და ბანკის თანამშრომლის საცხოვრებელ მისამართზე.

გაზი

დედაქალაქი • 1792509522

თბილისში გაზის მიწოდება 8000 აბონენტს შეუწყდა - მისამართების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისში, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 20 ოქტომბერს, 15:00 საათიდან, დიდუბის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობასა და სხვადასხვა კომერციულ ობიექტს ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა 21 ოქტომბერს, 10:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათისთვის დასრულდება.გაზის მიწოდება შეწყდა შემდეგ მისამართებზე:აკაკი წერეთლის გამზ. 87, 87ა, 89, 91, 93, 95, 97, 99, 99ა, 101, 103, 105, 111, 113, 115, 128, 130, 132, 139, 141, 143, კონსტანტინე სტანისლავსკის ქ. 8, 12ბ, 12, 12ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და აღნიშნული ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, კოსმონავტების სანაპირო 91, რაფიელ აგლაძის ქ. 79-ში მდებარე შპს „გეო ბილდერსის“ საცხოვრებელი კორპუსის, აკ. კოსმონავტების სანაპირო №91-ში მდებარე შპს „მეგა დიდუბის“, წყალტუბოს ქ. 1, 2, 3, 4, 6-8-10, 12-14-ში მდებარე შპს „არბი გრუპის“, 24, 25, 27, ალიო მირცხულავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, რაფიელ აგლაძისა და წყალტუბოს ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.რაფიელ აგლაძის ქ. 34-1, 34-2, 34-3, 34-4, 38, ხოშარაულის ქ. 29, 29-2, 29-3, 29-4-ში (კოსმონავტების სანაპირო №45, 47, 49) მდებარე შპს „გეითვეი ჰოლდინგის“, სამტრედიის ქ. 2ა, 2ბ, 3ა, 4ა, 5, 7, 9, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 24, 26, 50, 50ა, 50ბ, 51, სამტრედიის 1კ, 2კ, 3კ, 4კ, 5კ, 6კ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, გუდაუთის ქ. 3-სა და 5-ში მცხოვრებ მოსახლეობას, დავით აღმაშენებლის გამზ. 184, ცაბაძის ქ. 2ა-ში მცხოვრებ მოსახლეობას, დ. აღმაშენებლის გამზ. 182-ში მდებარე თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრს.გაზმომარაგება შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებსაც:წერეთლის გამზ. 118-ის ტერიტორიაზე – სს „გამოფენის ცენტრის“ პავილიონებს, მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების ქ. 63-ში მდებარე შპს „სანაპიროს“ (რესტორანი „ჭაშნაგირი“), შპს „TDK GROUP“-ს (რესტორანი „მრავალჟამიერი“), გუდაუთის ქ. 7-ში მდებარე სს „ივერია XII“-ს – მსხვილი კომერციული, სს „ივერია XXI“-ს – მცირე, შპს „LL იოლს“, სს „გერმანულ ჰოსპიტალს“, შპს „გაბის“, შპს „დანი 2012“-ს, შპს „მუშთაიდი გარდენსს“, შპს „უბერკურას“, რესტორან „თავადურს“, შპს „ზოდი 2007“-ს, შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ (მაღაზია), შპს „კოლხეთს“, შპს „გეგის“, დიდუბის ავტოსადგურ „ოკრიბის“ ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივი კვებისა და კომერციულ ობიექტებს.წერეთლის გამზ. 140, 141, 142-სა და 144-ში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შპს „ბი-ემ-სი გორგია“, რესტორანი „მირზაანი“, შპს „პროგრიფი“, შპს „თერგი XXI“, შპს „ბერმუხა“, სსიპ „ნოტარიუსთა პალატა“, სს „მაუდი“, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, „დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“, სს „თიბისი ბანკი“, შპს „მზიური“, შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“, შპს „ასა-ტური“, სს „სამთო“, პროკრედიტ ბანკი, დაცვის პოლიციის შენობა, შპს „სურები“, შპს „თეთრი ღამე“, შპს „მედკაპიტალი“, შპს „უშბა“.წერეთლის გამზ. 136-ში – №91 ბაგა-ბაღი, მირცხულავას ქ. 4-ში – №22 საჯარო სკოლა, იტალიური სკოლა „ცისკარი“, „ბესარიონ კობიძე“, შპს „დენტივერი XXI“, შპს „ბე-პე“, შპს „ჯანმრთელი მომავალი“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, შპს „ფენიქსი“.წერეთლის გამზ. 95-ში – მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორანი „თეთრი სახლი“, „ძველი თბილისი“, საქართველოში წმინდა ელისაბედის სახელობის მონაზონთა კონგრეგაციის სათაო სახლის ფილიალი, სს „დიალოგი“, შპს „დიალოგი“, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიღმის ხიდის მიმდებარედ, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“, ნონა გაფრინდაშვილის I შეს. 6-ში მდებარე შპს „ბოჰო სთეი“, კარალეთის ქ. 4-ში – შპს „კ-4“, სს დიდუბის ავტოვაგზალი, კარალეთის ქ. 5-ში მდებარე შპს „ოკრიბა“, დიდუბის მეტროს სადგურის მიმდებარედ შპს „მ.ზ“, აკ. წერეთლის გამზ. 147-ში მდებარე შპს „აგრონომი“, ი/მ მარიამ ლაბაძე, გიორგი ძამელაშვილი, ი/მ გოჩა კანდელაკი, შპს „იუსკა“ და სხვა.მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 240 40 04სწრაფი რეაგირების სამსახური: 114

ემანუელ გრეგუარი

მსოფლიო • 1792439700

საფრანგეთში მიმდინარე არეულობა ვერ დასრულდება, ვიდრე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური კრიზისზე სათანადო რეაგირება არ იქნება - პარიზის მერი

პარიზის მერი ემანუელ გრეგუარი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, სებასტიან ლეკორნიუს მოუწოდებს, განათლების სფეროს წარმომადგენელ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დაიწყოს, რათა ქვეყანაში მიმდინარე არეულობის დასრულების „გზები გაიხსნას“.დედაქალაქის მერიის შენობასთან ჟურნალისტებთან საუბრისას გრეგუარმა განაცხადა, რომ არეულობის დასრულებისთვის საჭიროა უფრო სპეციფიკური პლატფორმის შემუშავება, რაც არეულობების დასრულების საფუძველს შექმნის.„საფრანგეთში მიმდინარე არეულობა ვერ დასრულდება, ვიდრე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური კრიზისზე სათანადო რეაგირება არ იქნება“, – განაცხადა გრეგუარმა.

შენობა ფოთ

რეგიონი • 1792421313

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ფოთში ისტორიული შენობა აღდგა და ახალი სიცოცხლე შეიძინა

ფოთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და მათი ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით ახალგაზრდული ჰაბი ფუნქციონირებს. ეს არის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და მეწარმეობრივ შესაძლებლობებს სთავაზობს.სივრცე აერთიანებს იდეათეკას, მედიალაბს, ინოვაციურ ლაბორატორია FabLab-ს, ვიდეო და ხმის ჩამწერ სტუდიებსა და მრავალფუნქციურ სივრცეს.ჰაბში ფუნქციონირებს იდეების, მედიის, ციფრული ტექნოლოგიების, კარიერული განვითარებისა და მოხალისეთა კლუბები, რომლებიც ახალგაზრდებს პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება.სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ახალგაზრდული ჰაბი მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობაშია განთავსებული, რომელიც დანგრევის პირას იყო. ფონდი „ქართუსა“ და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით შენობა რეაბილიტირდა, ხოლო კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჰაბი თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა.„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ ახალი ცოდნის მიღებას, უნარების განვითარებასა და საკუთარი იდეების განხორციელებას. ისტორიული შენობის აღდგენითა და მისი ახალი ფუნქციით დატვირთვით ფოთს მნიშვნელოვანი სივრცე შევძინეთ, რომელიც ახალგაზრდების განვითარებასა და ქალაქის ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობას ემსახურება. განსაკუთრებული მადლობა ფონდი „ქართუს“, ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენს პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის. მადლობა „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ჰაბის აღჭურვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.   

შეხვედრა

პოლიტიკა • 1792411186

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა თურმანიძესთან დაბა ქედაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.კულტურის ცენტრის პროექტი შენობის სრულ შიდა და გარე რეაბილიტაციას ითვალისწინებს. განახლებულ შენობაში შეიქმნება მრავალფუნქციური სივრცე, სადაც სახელოვნებო სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი განთავსდება. მოეწყობა 300-მდე მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, რომელიც თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემებით აღიჭურვება. განახლებული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას მისცემს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.მთავრობის თავმჯდომარე დაბა ქედაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი ფერდსამაგრი კედლის მშენებლობასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც ითვალისწინებს. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.ზურაბ პატარაძე დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს მათ საჭიროებებზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქედის განვითარების შესაძლებლობებზე გაესაუბრა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792406686

შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან

ვნახეთ ალბანეთთან, საფრანგეთთან დაკავშირებით ევროკავშირის, ევროკომისიის განცხადებები, სადაც ისინი გმობენ ძალადობრივ დემონსტრაციებს, სწორედ ამას მოვუწოდებდით ჩვენ და მეც, პირადად, ამდენი ხანი ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა, შეძლებიათ თურმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირს ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, დაეგმო ძალადობა და ძალადობრივი აქციები საქართველოში, მაგრამ მათი მხრიდან ეს განცხადებები წლების განმავლობში არ გაკეთებულა.„ახლა კითხვა მარტივად არის, რომ ეს განცხადებები უნდა მოგვესმინა 2019 წლის 20 ივნისს ევროკავშირისგან, მაგრამ ვერ მოვისმინეთ. 2020 წელს, არჩევნების შემდეგ, როდესაც ცესკო-ზე თავდასხმა იყო „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ვერ მოვისმინეთ ევროკავშირისგან განცხადება. ეს განცხადებები უნდა მოგვესმინა 2021 წლის მარტში, როდესაც „ნსციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია გამაგრდნენ ალამუთის ციხეში, თავისი პარტიის ოფისში და მაშინ ვნახეთ, ევროკავშირის ელჩები როგორ მიდიოდნენ მასთან და ამ ძალადობას ახალისებდნენ. ვერ მოვისმინეთ 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ პარლამენტის წინ, მიტინგზე. ვერ მოვისმინეთ 2023 წლის მარტში, როდესაც თვალხატულა ლაზარე გრიგორიადისი „მოლოტოვის კოქტეილით“ წვავდა პოლიციელს. ვერ მოვისმინეთ 2024 წლის მაისში, როდესაც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების დროს პარლამენტში – ძალადობა, „მოლოტოვის კოქტეილები“ ვიხილეთ რუსთაველის ქუჩაზე. ვერ მოვისმინეთ 2024 წლის  ნოემბერში, არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები აქ იდგნენ, პარლამენტის წევრები, სხვადასხა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეები და „მაიდნისკენ“ მოუწოდებდნენ ხალხს. ვერ მოვისმინეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სწორედ ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ წაქეზებული ბრბო შეეცადა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას.ევროკავშირს ჰქონდა ამდენი შესაძლებლობა, რომ დაეგმო ძალადობა და ძალადობრივი აქციები, თავდასხმები პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე და ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ. ახლა ხომ ისმის კითხვა: რატომ? რატომ ვნახეთ ეს ჩვენ ალბანეთთან, საფრანგეთთან, იტალიასთან მიმართებით და ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით? მგონი, პასუხი მარტივია – თავად ეს ჯგუფები, ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან. მათ მიერ დაფინანსებული ადამიანები იყვნენ 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე. ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ადამიანები არიან მოძალადეები. ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ადამიანები არიან, ვინც ცდილობენ პრეზიდენტის და პარლამენტის დაწვას, შტურმით აღებას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანები არიან, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს ისვრიან პოლიციის მიმართ და წვავენ სხვადასხვა შენობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოში ძალადობის წაქეზებით ბრიუსელმა „მიიღო ძალადობა საკუთარ სახლში“.„აი, ეს არის სიმართლე, რადგან საკუთარი თავი უნდა დაეგმო მაშინ ევროკავშირის ელჩს და საკუთარი თავი უნდა დაეგმო ევროკომისიას, 4 ოქტომბერს თუ დაგმობდა, იმიტომ, რომ სწორედ ევროკომისია და ევროკავშირი იყვნენ ისინი, ვინც აქეზებდნენა ამ ადამიანებს ძალადობაზე. 4 ოქტომბერი სრულად არის ევროკავშირის და მისი ელჩის სინდისზე. მათი წაქეზებულია სრულად ის ძალადობა და ის ბრბო, რაც ვიხილეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდა. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს უნდა ჩახედონ ახლა თვალებში და მიხვდნენ იმას, რომ სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აქეზებდნენ ამ ძალადობას, აფინანსებდნენ ამ ძალადობას – ჯერ ბარიკადებზე აჰყავს ბრიუსელს ეს ბრბო „მოლოტოვის კოქტეილებით“ და შემდეგ ტოვებს მათ ციხეში, რათა საქართველოზე თავდასხმის შესაძლებლობა ჰქონდეს ამ რიტორიკით, რომ პატიმრობაში არიან ადამიანები – სწორედ იმიტომ, რომ დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. ეს არის ის ლოგიკა, რომელიც ყველას მიუბრუნდება, ვინც ძალადობას მხარს უჭერს და აფინანსებს. ბრიუსელი ამ შემთხვევაში კარგი მაგალითია – მხარს დაუჭერ, დააფინანსებ ძალადობას? მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

იმერეთში კიდევ სამი სალოტბარო სკოლა გაიხსნა

რეგიონი • 1792396783

იმერეთში კიდევ სამი სალოტბარო სკოლა გაიხსნა

იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნა.ხარაგაულის ექვსი სოფლის ხევის, ხუნევის, გედსამანიის, ვაშლევის , ბორითისა და ვერტყვიჭალას მოსწავლეების, ახალგაზრდებისა და ნებისმიერი მსურველისათვის სალოტბარო სკოლები გაიხსნა.ხუნევის სალოტბარო სკოლა სამ სოფელს: ხევს, გედსამანიას და ხუნევს აერთიანებს და ხუნევის საჯარო სკოლაში განთავსდა. სკოლის ლოტბარ – რეგენტია გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გუჯა არევაძე.ვერტყვიჭალის სალოტბარო სკოლამ სოფლის საჯარო სკოლის შენობაში დაიწყო ფუნქციონირება. პედაგოგია , ასევე , გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სალომე ჭანიშვილი.ბორითისა და ვაშლევის სალოტბარო სკოლა კი განთავსებულია სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში და მისი ლოტბარია ნიკა ბორჩხაძე , გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.ახალ სალოტბარო სკოლებში უკვე გაიარა მოსმენა და დარეგისტრირდა 60 ბავშვი, რომლებიც ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას უსასყიდლოდ, სახელმწიფოს მხარდაჭერით დაეუფლებიან.

ლაშა

ტაბლოიდი • 1792334840

„სულ ის მეფიქრება, როგორი სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი, შენ რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყავი...“ - ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე

ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით მისმა შვილმა ელენე ბასლანძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა და მამა კიდევ ერთხელ გაიხსენა:„ყოველდღე, ყოველ წამს, ყველგან და ყველაფერში იგრძნობა უშენობა ჩემო მართლაც რომ ერთადერთო და განუმეორებელო! სულ ის მეფიქრება, როგორი სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი, დღეს შენ რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყავი... ჩემო ყოვლისშემძლე, ადამიანების სიყვარულისა და ერთგულების ნიჭით დაჯილდოებულო მამიკო!“, - წერს ელენე ბასლანძე.შეგახსენებთ, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 2025 წლის 27 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

✕