ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

პოლიტიკა • 1792502520

ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდსა და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა.პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეკემბერში ლონდონში დაგეგმილ „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო განზომილების შეხვედრას, რომელშიც, უკრაინის რადას თავმჯდომარისა და დიდი ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატების სპიკერების მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.„მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ასევე განიხილეს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომების მსვლელობისას ლონდონში ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა.შეხვედრაზე უკრაინელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, უკრაინის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განსავითარებლად.დიდი ბრიტანეთის ელჩთან ასევე განიხილეს ტანზანიაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის დროს ქართული საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერთან და შემდგომი ურთიერთობების დღის წესრიგი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ტრამპი

მსოფლიო • 1792130008

დონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ - მათ უკრაინა გაანადგურეს

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი.როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, ზელენსკი ამბობს, რომ მას შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.„ზელენსკი ჩვენთვის კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. ისინი [რუსები] ზელენსკისთან შეთანხმებას არ მიაღწევენ. მას შეთანხმება არ სურს. ამბობს, რომ სურს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, - განაცხადა ტრამპმა.ინტერვიუში ტრამპი კონფლიქტის დაწყების მიზეზებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა. როგორც ტრამპმა თქვა, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა რუსეთს ყირიმის დაპყრობის უფლება მისცა.ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ არა 2020 წლის გაყალბებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ხელისუფლებაში ის დარჩებოდა და ომი უკრაინაში არ დაიწყებოდა.თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ერთმანეთი ეზიზღებათ. „და როდესაც ასეთი ხარისხის ზიზღი გაქვს, ძალიან რთულია რამის მიღწევა“, - დასძინა მან.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1791443912

ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ მუშაობა, რა არის მთავარი - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "იმედი ლაივში" გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ყველა მნიშვნელოვან განხილვაში მიიღო მონაწილეობა."მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ პერიოდში მიპყრობილია ნიუ-იორკისკენ, იქ, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები, სახელმწიფოების მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის ამ პერიოდში სწორედ იქ განხილული. წელს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაცია იყო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი. ყველა მნიშვნელოვან განხილვაში, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში საქართველო იყო წარმოდგენილი ან პრემიერ-მინისტრის დონეზე ან საგარეო საქმეთა მინისტრის, ან სხვა დონეზე და ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები იქნა გაჟღერებული", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის გამოსვლასა და იმ დისკუსიებსა და შეხვედრებზე, რომელიც გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა."პრემიერ-მინისტრმა, რა თქმა უნდა, გააკეთა მიმართვა გაეროს ტრიბუნიდან. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა; იყო ევროკავშირის მიერ ორგანიზებული, ასევე სხვადასხვა აქტორების მხრიდან ორგანიზებული დისკუსიები. ძირითადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, სადაც საუბარი იყო მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი მუშაობა, რა არის მთავარი - სწორედ გაეროს პრინციპების დაცვა და გაეროს ჩარჩოებში სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დარეგულირება", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ყირიმის პლატფორმაზე მონაწილეობის შესახებ, ორმხრივ შეხვედრებსა და დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ დისკუსიებზე:"მეც მქონდა შესაძლებლობა არაერთ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, მათ შორის იყო უკრაინის ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამჯერად საქართველო იყო მიწვეული ამ პლატფორმაზე და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. ასევე არაერთი ღონისძიება, სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყო გაჟღერებული.იყო დაკავშირებადობის საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული ღონისძიება. პრეზიდენტ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაკავშირებადობის ე.წ Tripp - ის პროექტი, რაზეც ასევე იყო მსჯელობა და საქართველო იყო მიწვეული. ესეც მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პროექტის განხორციელების კონტექსტშიც საქართველოს როლი რეგიონში არის მნიშვნელოვანი და ეს არავის გამორჩენია თვალთახედვიდან", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1791403620

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ყველა მნიშვნელოვანი განხილვის მონაწილე იყო და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაეროში გამართული ვიზიტის შეფასებისას.მინისტრის თქმით, საქართველო ყველა მნიშვნელოვან განხილვასა და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე."პრემიერ-მინისტრმა, გარდა გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული მიმართვისა, მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. ისინი ორგანიზებული იყო ევროკავშირის და სხვადასხვა აქტორების მხრიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე: მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე. მეც მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში მიმეღო, მათ შორის ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად საქართველო მიწვეული იყო ამ პლატფორმაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790182521

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ მოწოდება“, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლების პარალელურად გაიმართა.სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.მისი განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ - „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორუმია უკრაინის საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედებებად გადასაქცევად“.ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.გამოსვლის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.„ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ - მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1790180280

„ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მოწვევა, რომელსაც ის მიიღებს“ - მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ პუტინს დეკემბერში მაიამიში გასამართ G20-ის სამიტზე მიიწვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დეკემბერში მაიამიში გასამართ G20-ის სამიტზე მიიწვევს.„დიდი ოცეული“ (G20) უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმია. რუსეთი რჩება G20-ის წევრად, თუმცა ის G8-დან გარიცხეს 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.„მიგვაჩნია, რომ ეს არის შესაძლებლობა [პუტინისთვის], დაელაპარაკოს არა მხოლოდ [აშშ-ის] პრეზიდენტს, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებსაც. ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მოწვევა, რომელსაც ის მიიღებს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს. - „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის“.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790179380

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი და მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება.„ჩვენ ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ცალკეული ადამიანებისთვის, ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპების ურყევ ერთგულებას, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული. მივესალმებით ყველა რეალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლონეთის საგარეო უწყება

პოლიტიკა • 1790063276

პოლონეთის საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, აგრეთვე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში - უკანონო არჩევნების ჩატარებას

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების არჩევნების ჩატარებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. "მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, აგრეთვე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში - უკანონო არჩევნების ჩატარებას.პოლონეთის რესპუბლიკა ასევე მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ დნესტრისპირეთის რეგიონში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საარჩევნო პროცესის ორგანიზებას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს შესაბამისი ხელისუფლების თანხმობის გარეშე. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. „არჩევნები“ წარმოადგენს უკანონო ქმედებას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და დემოკრატიული პროცესების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს.შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ES-11/4 - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა“, რომლითაც 143 სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უკანონო ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობა.რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის, ჟენევის IV კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ორგანიზებული ე.წ. „არჩევნები“ არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და ვერ გახდება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობის სამართლებრივი ან პოლიტიკური ლეგიტიმაციის საფუძველი.მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგო უკანონო ქმედებები და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან", - აღნიშნულია განცხადებაში. 

კაია კალასი

მსოფლიო • 1789154855

ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ისრაელის დასახლებებს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაშია - კაია კალასი

ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ისრაელის დასახლებებს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაშია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„მაგალითს თუ ავიღებთ, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოხდა, მაშინ ძალიან ნათელი იყო, რომ ეს უკანონოა. ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, რაც ნიშნავს, რომ ვწყვეტთ ყირიმიდან შემოსულ ნებისმიერ პროდუქტზე ვაჭრობას. ჩვენც იგივე პრინციპული პოზიცია უნდა გვქონდეს – თქვენ იცით, რომ ეს უკანონოა, ყველა თანხმდება – ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ვაჭრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან“, – განაცხადა კალასმა.აღნიშნულ განცხადებას ევროკავშირსა და ნატო-ში ისრაელის მისიამ „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.„განსაკუთრებით დღეს, ებრაული ახალი წლის წინა დღეს, ძნელი დასაჯერებელია, რომ [ის] პირდაპირ პარალელს ავლებს იერუსალიმის დასავლეთ კედელსა და ებრაულ კვარტალსა და ყირიმში არსებულ სიტუაციას შორის, მისი პირადი მსოფლმხედველობის მიუხედავად“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ონკანი

დედაქალაქი • 1788202798

წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ მისამართები და აღდგენის დრო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.საბურთალო, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N202-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/1/2026 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მიხა ხელაშვილის, ექვთიმე ხელაძე, ასი ათასი მოწამის, მუხათგვერდის, ჩოხელის, სამაჩაბლოს და კათალიკოს აბრაჰამ 1-ლის, აღმაშენებლის ხეივანი N 180 -240 (ლუწები), ფარნავაზ მეფის გამზ. N 1-დან N 55-მდე, N 34 და N 36-ს, ჰიუნდაის ცენტრს და ძველი დუქანს.წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად ვაკე, სოფელი აგარაკი, შუა მინდვრის ქ.,N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 9/1/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სოფელი აგარაკი, შუა მინდვრის ქ.ჩუღურეთი, ცხრა ძმის N105-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/1/2026 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 9 ძმა, 9 ძმის 2-ე შესახვევი, ყირიმის ქუჩა თავის შესახვევებით, მამარდაშვილის ქუჩას.ისანი, სამგორის დას., N29-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო 9/1/2026 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სამგორის დას. 25, 26, 26ა, 27, 28, 28ა, 29,30,32.

საქართველო უკარინა

პოლიტიკა • 1787311132

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, 27 000-ზე მეტი უკრაინელი კვლავ ცხოვრობს საქართველოში, მადლობა მხარდაჭერისთვის - უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული

საქართველოში უკრაინის საელჩო უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, დმიტრო ბერეჟნოის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.სტატიაში, რომლის სახელწოდებაა „ერთობლივი ბრძოლა საერთო მომავლისთვის: ისტორიული გამარჯვებიდან თავისუფალი ერების ურღვევ კავშირამდე“, ნათქვამია, რომ უკრაინა ყოველწლიურად, 24 აგვისტოს ეროვნული იდენტობის მთავარ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.„უკრაინელი ხალხისთვის ეს არა მხოლოდ კალენდარული თარიღი და სუვერენიტეტის ფორმალური ატრიბუტია. ჩვენთვის დამოუკიდებლობა არასდროს ყოფილა საჩუქარი ან ისტორიული გარემოებების შემთხვევითი შერწყმა. ის საუკუნეების განმავლობაში განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად არის ჩამოყალიბებული უკრაინელების სურვილით, იყვნენ საკუთარი მიწის პატრონი, იცხოვრონ პატივისა და სინდისის კანონებით, ისაუბრონ მშობლიურ ენაზე, გაუფრთხილდნენ თავიანთ კულტურას, ტრადიციებსა დაეროვნულ იდენტობას და გადასცენ ისინი მომავალ თაობებს. დღევანდელი დაპირისპირება ამ ისტორიული ბრძოლის პირდაპირი გაგრძელებაა. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს არ დაწყებულა, არამედ გრძელდება 2014 წლიდან, ყირიმის უკანონო ანექსიითა და დონბასში ომის დაწყებით. მაშინ კრემლმა საბოლოოდ ჩამოიშორა „მოძმე ხალხის“ შესახებ მითი და „რუსულმა სამყარომ“ თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა – ისტორიული სიახლოვის შესახებ სიტყვების მიღმა იმალებოდა იმპერიული პრეტენზიები, უცხო ტერიტორიების მითვისების სურვილი და მეზობელი ხალხებისთვის საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების ჩამორთმევა. 2022 წლის თებერვალში აგრესორმა მიმართა არაპროვოცირებულ, სრულმასშტაბიან შემოჭრას ჩვენი სახელმწიფოს სწრაფი კაპიტულაციის იმედით. თუმცა, მტერმა არასწორად გათვალა.მილიონობით უკრაინელი – ფრონტის ხაზზე, თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტებში, საავადმყოფოებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და მოხალისეთა შტაბებში – ადგა სამშობლოს დასაცავად, მსოფლიოს აჩვენა ეროვნული ერთიანობისა და მდგრადობის უპრეცედენტო მაგალითი“, – ნათქვამია სტატიაში.როგორც სტატიაშია აღნიშნული, სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ ყველაზე რთულ დღეებში, როდესაც უკრაინის ბედი თითოეულ ადამიანზე იყო დამოკიდებული, უკრაინელ სამხედროებთან გვერდიგვერდ იდგნენ მრავალი მეგობარი ქვეყნის მოხალისეები და გმირები, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ საქართველოს შვილებს.„დღეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებში მრავალი ქართველი მებრძოლია –  სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე და სხვა ქვეყნების მოქალაქე ეთნიკური ქართველები. იარაღით ხელში ისინი იცავენ უკრაინის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, სრულად აცნობიერებენ, რომ ეს საერთო ბრძოლაა. რუსეთის აგრესიისა და საკუთარი მიწების ოკუპაციის გამოცდილების შემდეგ, ქართველ ხალხს, როგორც არავის სხვას ესმის უკრაინის ტკივილი და აცნობიერებს, რომ დღეს ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში არა მხოლოდ უკრაინის მომავალი წყდება, იქ გადის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარი ფრონტი, რომლის შედეგიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მომავალსაც განსაზღვრავს. უკრაინის ფრონტზე ქართველი გმირების სიმამაცე, უშიშრობა და თავგანწირვა სოლიდარობის უმაღლესი გამოხატულება და ქართველი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ჩვენ თავს ვხრით უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. მათი საგმირო საქმეები სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი ძმობის ისტორიაში და მომავალი თაობებისთვის სახელმძღვანელოდ იქცევა“, – ნათქვამია დმიტრო ბერეჟნოის სტატიაში.უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი ყოველთვის ღრმა მადლიერებითა და სითბოთი გაიხსენებს იმ უზომო სიკეთესა და სტუმართმოყვარეობას, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან საქართველოსგან იგრძნო.„საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები რუსი ოკუპანტებისა და ბომბების გამო. 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, 500 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა ევაკუირებულიყო და საქართველოს გავლით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც გადასულიყო. ბევრი მათგანისთვის, საქართველოს მიწა გახდა პირველი უსაფრთხო თავშესაფარი რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის საშინელებების შემდეგ. ამჟამად, 27 000-ზე მეტი უკრაინელი დროებით კვლავ ცხოვრობს საქართველოში, სამართლიანი მშვიდობის დამყარებისა და საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობის მოლოდინში. საქართველოში უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერა ნამდვილად საერთო ეროვნული გახდა, რაც აერთიანებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევას. ომის პირველ რთულ თვეებში ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი ეძებნათ საქართველოში, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი კვება, ფინანსური დახმარება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა.მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებში უკრაინული სექციების შექმნა, სადაც უკრაინელი ბავშვები დღემდე აგრძელებენ სწავლას მშობლიურ ენაზე უკრაინის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. ეს მათ ეხმარება არა მხოლოდ ახალ პირობებთან ადაპტაციაში, არამედ ეროვნული იდენტობისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, განსაკუთრებით კი ის ბავშვები, რომელთა მშობლებმა სიცოცხლე შესწირეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში დასვენებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსტიტუციურმა მხარდაჭერამ, რაც გამოიხატა საზღვრის გადაკვეთის პროცედურების მაქსიმალურ გამარტივებაში, უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გახანგრძლივებასა და აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებაზე წვდომაში.ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობის მიერ შეგროვებულმა და უკრაინაში გაგზავნილმა ათასობით ტონა ჰუმანიტარულმა დახმარებამ, გენერატორებმა, სამედიცინო აღჭურვილობამ და მედიკამენტებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი ქალაქების მხარდაჭერაში ომის ყველაზე რთულ პერიოდში. ამ თბილი და ღია დახვედრის წყალობით, უკრაინელები საქართველოში თავს უცხოდ არ გრძნობენ. ჩვენი მრავალი თანამემამულისთვის საქართველო ნამდვილად გახდა ახლო ქვეყანა, სადაც ისინი გრძნობენ ძმურ სითბოს, მხარდაჭერას და ნამდვილ ადამიანურ სოლიდარობას. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს ყოველი მხარდაჭერისთვის, ფრონტის ხაზზე ჩვენ გვერდით მდგომი თითოეული ქართველი ჯარისკაცისთვის, უკრაინელი ბავშვებისთვის გამოყოფილი თავშესაფრისთვის, უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი თითოეული ლარისა და გენერატორისთვის.დარწმუნებული ვართ, უკრაინელი და ქართველი ხალხების საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის აუცილებლად დასრულდება სამართლიანობის აღდგენით, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების სრული დეოკუპაციით და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებით. დიდება უკრაინას! GAUMARRJOS SAKARTVELOS“, – ნათქვამია სტატიაში.

boris jonsoni

მსოფლიო • 1786870025

„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?“ - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდის სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა.საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) პროექტის პოდკასტში გამოსვლისას ჯონსონმა გაიხსენა საუბარი გერმანიის კანცლერის აპარატის მაღალჩინოსანთან, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინის სწრაფი დამარცხების სურვილი გამოთქვა.„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?..“ - აცხადებს ბორის ჯონსონი.ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ეპიზოდი ყირიმის ანექსიის შემდეგ ბერლინისა და პარიზის ზოგადი და მცდარი სტრატეგიის ნათელი ილუსტრაციაა. ჯონსონის თქმით, დასავლელი პარტნიორები „ოჯახის ფსიქოლოგებივით იქცეოდნენ და ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას ოჯახურ სკანდალად აფასებდნენ“.

✕