,,ეს უტკბილესი ბიჭი აღარ არის...“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1754770457
შეხვედრის თარიღი და ადგილი ცნობილია, ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე სასაუბროდ 15 აგვისტოს ერთმანეთის პირისპირ ალასკას შტატში დასხდებიან. "დიდი ხნის მოსალოდნელი შეხვედრა" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან დაანონსებულ მოლაპარაკებებს.
თეთრი სახლის და კრემლის ლიდერების სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიების საკითხი იქნება. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის გარკვეულ დოკუმენტებზე ხელის მოწერა მოუწევს.
ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის პერსპექტივა მიუღებელია ოფიციალური კიევისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელები საკუთარ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ. ომის დასრულების საკითხზე უკრაინის გარეშე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კი, ზელენსკის განცხადებით, მშვიდობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
უკრაინის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის სამზადისს ადასტურებენ კრემლში. სატელეფონო კომენტარში პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ამბობს, რომ მხარეები პროცესის პრაქტიკულ და პოლიტიკურ ნაწილში უახლოეს დღეებში ჩაერთვებიან.
საერთაშორისო მედია წერს, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, კრემლი ხუთი რეგიონის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ანექსირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას მოითხოვს. პუტინის პირობაა უკრაინის დემილიტარიზაცია და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმაც. კრემლის პირობებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი აფასებს.
უკრაინის მოკავშირეების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი ქვეყნის ქალაქებზე და დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობს. დღეს, აგრესიის სამიზნე გახდა ხერსონის ოლქი. რუსეთის ძალებმა სამგზავრო ავტობუსს დაარტყეს. დაიღუპა უკრაინის ორი მოქალაქე დაჭრილია, ოცზე მეტი.