ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1790793556

ირაკლი კირცხალია - არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია

"არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.ირაკლი კირცხალიას თქმით, რაც დრო გადის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას ემსგავსება."მან თვითონ მიიყვანა თავის თავი ამ მდგომარეობამდე. ისეთი ხელწერით და ისეთი ქრონოლოგიით მიდის, არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია.ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი მხრიდან კეთდება ეს განცხადება, მაგრამ თავად ჩაიგდო თავის თავი ამ მდგომარეობაში. რა შეფასებასაც ვაძლევთ, სრულიად ლოგიკური შეფასებაა. მერამდენე წერილია, უკვე აღარც მახსოვს, არც იყო სერიოზული ეს ყველაფერი, მაგრამ ქრონოლოგია და მიმდინარეობა, რაც დრო გადის, იმ ხელწერას ემსგავსება, რომელსაც ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობაში".ანუ რას ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, რომ თურმე მისით ამოდიოდა ქვეყანაში მზე და მისით ჩაესვენა მზე?! ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1790764260

ირაკლი ქადაგიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი იმავე გზას გადის, რა გზითაც საკუთარი თავის წარმოჩენას მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ის იყო სახელმწიფოს დამაარსებელი

მძიმეა, როდესაც გუნდის ყოფილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი იმავე გზას გადის, რა გზითაც საკუთარი თავის წარმოჩენას მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის კომენტირებისას განაცხადა.„მძიმეა, როდესაც გუნდის ყოფილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი იმავე გზას გადის, რა გზითაც საკუთარი თავის წარმოჩენას მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ის იყო ქვეყნის დამაარსებელიც, სახელმწიფოს დამაარსებელიც და ა.შ.მთავარია ის, რა პასუხისმგებლობაც მას სასამართლომ დააკისრა. ალბათ, ამ ფაქტებზე პასუხები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის ძახილი – ჩემს დროს უკეთესი იყო, ვიდრე სხვა პრემიერის დროსო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი წერს: „საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია  ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, … ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული“.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790763992

ლევან მაჭავარიანი: ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ დონეზე დაეცა, სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის კომენტირებისას განაცხადა.„პირველ პირში საუბრობს, თითქოს ყველაფერი მისი გაკეთებულია. ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, მისი მხრიდან უსამართლოა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდის გაკეთებულია და ღარიბაშვილმაც, რა თქმა უნდა, თავისი წვლილი შეიტანა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ წერილებში ხან ახსენებს იმას, თითქოს რაღაც იმალებოდა ადამიანის თვითმკვლელობის უკან. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ზღაპარი იყო. თითქოს მისი დამსახურებაა დავით გარეჯის რუკების საქართველოში დაბრუნება, აღმოჩნდა, რომ ესეც ზღაპარი იყო. ახლა პირველ პირში საუბრობს, რომ ყველაფერი მისი გაკეთებულია და სააკაშვილის სტილში იბრალებს, რომ საქართველო მან ააშენა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა. ვისურვებდი ასეთი ტიპის წერილები აღარ გააგრძელოს, რომელიც თავის თავს აზიანებს, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.მისი თქმით, ძალიან რთულად წარმოსადგენია ადამიანმა პოლიტიკურ დივიდენდებზე იფიქროს, როდესაც ბრალი აქვს აღიარებული და ამ ბრალის გამო სასჯელს იხდის.„ის როგორი პოლიტიკური ქულების ჩაწერასაც არ უნდა ცდილობდეს, ჩემთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია ადამიანმა პოლიტიკურ დივიდენდზე იფიქროს, როდესაც ბრალი აქვს აღიარებული და ამ ბრალის გამო სასჯელს იხდის. მისი ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, რამდენიმე მილიონი და განმარტება არ აქვს გაკეთებული, ეს ქონება საიდან მოიპოვა. შესაბამისად რაიმე პოლიტიკურ დივიდენდებზე საუბარი აქ ზედმეტია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი წერს: „საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია  ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, … ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული“.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა • 1790756636

ლევან მახაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის თითოეული შემდგომი წერილის მთავარი აზრი უნდა იყოს, ახსნას, საიდან მოიპოვა ამხელა დაუსაბუთებელი ქონება

როგორც ჩანს, ეს ადამიანი რაღაც საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების მემუარებს წერს, მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად სწორია თუ არა სხვისი, მათ შორის სხვისი წარმატებების საკუთარ თავზე მიწერა,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, მას პოლიტიკური მემუარებისთვის მეტი დრო აქვს და შეუძლია, წეროს.„მთავარი კითხვაა, საიდან გაჩნდა უამრავი დაუსაბუთებელი ქონება მის სახლში?,  ეს არის მთავარი კითხვები, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს. თორემ, თუ მას აქვს სურვილი, რომ თავის მოსახლეობას ესაუბროს იმაზე, თუ რა მიღწევა ჰქონდა, რა პოლიტიკური კარიერა გაიარა, ეს მისი მემუარების საქმეა და წიგნის საქმეა. მთავარი კითხვები საზოგადოებაში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია – საიდან გაჩნდა დაუსაბუთებელი ქონება მის სახლში, სახლებში. სხვათა შორის, ეს თავადაც აღიარებული აქვს და სწორედ ამის გამო იხდის სასჯელს. ამიტომ, სხვა თემებზე ნუ გადავა, მით უმეტეს, ტრაბახს და კვეხნას ნუ დაიწყებს საკუთარი განვლილი ცხოვრებით. მით უმეტეს, რომ ამ საქმეს ზედმეტად აზვიადებს. მისი თითოეული შემდგომი წერილის მთავარი აზრი უნდა იყოს და მოლოდინიც საზოგადოების ის არის, რომ ახსნას, საიდან მოიპოვა ამხელა დაუსაბუთებელი ქონება“, – განაცხადა მახაშვილმა.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1790754872

ირაკლი კირცხალია: მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს

მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, სამწუხაროა, რომ წარსულში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ დონემდე დახვედით და კომიკურობამდე მისულ კიდევ ერთ პერსონას დაემსგავსეთ. დიახ, თქვენ სააკაშვილის გზით წახვედით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომლითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს ეხმაურება.ირაკლი კირცხალიას თქმით, ღარიბაშვილი ბოლომდე დაემსგავსა სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს.„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა.წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები მისთვის დაგებულ ვერაგულ, თუმცა, არარსებულ მახესა და მის პატიმრობაზე კეთდებოდა, ახალი წერილი თავიდან ბოლომდე ქვეყნის წინაშე მის დამსახურებას მიეძღვნა. ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” გუნდს მხოლოდ ფორმალურად ახსენებს და თითოეულ იმ წარმატებას, რომელსაც მისი მეორედ პრემიერ – მინისტრობის პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, მხოლოდ საკუთარ თავზე მიიწერს. რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკიდურესად სუბიექტურად ინტერპრეტირებულ ფაქტებთან დაკავშირებითაც შეიძლება განხილვაში შესვლა და მოვლენების ობიექტური ანალიზით მისი რეალური მნიშვნელობის უკეთ ჩვენება, თუმცა, ასეთი აბსურდული პოლემიკა საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და, ბუნებრივია, ჩვენ აღნიშნულ განხილვაში შესვლას არ ვაპირებთ. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ისევე, როგორც მთელ ქართულ საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთადერთი შეკითხვა გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია გაურბის. უშინაარსო წერილებისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მართლაც საინტერესო იქნებოდა და ბოლოს და ბოლოს ნათელს მოჰფენდა თუ საიდან დააგროვა მილიონობით ლარის ღირებულების პირადი ქონება, რომლის არაკანონიერი გზით დაგროვების შესახებაც, თავადვე აღიარა და პატიმრობაშიც წავიდა.სწორედ ამიტომ, მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დანაშაული მოგენანიებინათ, რომელიც, კიდევ ერთხელ განვმეორდები, თავადვე აღიარეთ და დასმულ შეკითხვაზე პასუხი გაგეცათ, ქართველი ხალხის წინაშე, მკვეთრად გადაჭარბებულად შეფასებული თქვენი დამსახურებების წამოძახებით დაკავდით. სამწუხაროა, რომ წარსულში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ დონემდე დახვედით და კომიკურობამდე მისულ კიდევ ერთ პერსონას დაემსგავსეთ. დიახ, თქვენ სააკაშვილის გზით წახვედით, რომლის მიერ ჩადენილი უკანონობის უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა მაინც უტიფრად გვიმტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ხალხის კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვას „პიჯაკების საქმედ” ნათლავს და ისე, როგორც თქვენ, მანაც დააგროვა მილიონობით ღირებულების ქონება, რომლის წარმომავლობაზე საუბარიც არ სურს. მეტიც, ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს, მხოლოდ საკუთარ როლზე საუბრობს და ქართველს ხალხს განაწყენებული საყვედურობს, რომ მისი „ღვაწლის” დაფასების ნაცვლად, დღეს კუთვნილ და დამსახურებულ სასჯელს იხდის.მინდა, გულწრფელად გისურვოთ, რომ მომდევნო წერილში, რომელიც, ეჭვი მაქვს, თქვენი სახელით ძალიან მალე გამოქვეყნდება, ბოლოს და ბოლოს შეეშვათ საკუთარი მიღწევების გაზვიადებას და ტრაბახს, თითქოს, საქართველო თქვენ ააშენეთ. ერთადერთი მართლაც საინტერესო რამ შეგიძლიათ, გააკეთოთ, თქვენ უნდა უპასუხოთ  ყოფილს პოლიტიკურ გუნდსა და ქართველ ხალხს საიდან დააგროვეთ მილიონობით ღირებულების პირადი ქონება? თუმცა, თუ თქვენი განცხადებების ბოლოდროინდელ შინაარსსა და განვითარების მიმართულებას გავითვალისწინებთ, ბევრად დიდი შანსია, „სააკაშვილის გზა” განაგრძოთ და ამჯერად, საკუთარი თავი უახლესი საქართველოს მამად წარმოგვიჩინოთ“, – წერს კირცხალია.

ირაკლი ლატარია

პოლიტიკა • 1790675075

ირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ „ქოცებსო", IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს - ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი „მხარდაჭერა" - 1 პროცენტი

ექსპერტი, ირაკლი ლატარია, IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „ქართული ოცნების" მისამართით გაჟღერებულ მუქარას.ლატარიას თქმით, პარტიების რეიტინგიდან ჩანს, თუ "ვის აქვს დედა ნატირები". ის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამერიკელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული.„გუშინ, ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ "ქოცებსო", დღეს ცნობილი ხდება რომ IRI - ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს. აქედანაც ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. ამ სლაიდში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი „მხარდაჭერა" - 1%. ამით ყველაფერი ნათქვამია," - წერს ლატარია.

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა • 1790662714

VIDEO: „პოლიტიკურ პატიმრად არ ვთვლი ღარიბაშვილს...“ - თაკო ჩარკვიანი

„პოლიტიკურ პატიმრად არ ვთვლი ღარიბაშვილს...“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა,  თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 1790589619

მიხეილ სააკაშვილი: დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება, მგლები დაიზარდნენ, ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა

გუშინ იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის – სოხუმის დაცემის დღე. მუდმივად ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, ჩვენი მტერიც მუდმივად გვახსენებს მათ და ამით გვეუბნება: არც კი გაბედოთ ბრძოლა, ხელის განძრევა, რადგან  მაინც წააგებთ, მაინც დაგაჩმორებთ. მე მოვედი აქ, რათა გითხრათ – ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა. ჩვენ არ ვართ ჩმორები და ვერ დაგვაჩმორებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, ქართველი ერი დაბადებულია თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, გამარჯვებისა და წარმატებისთვის.„ახლაც გამარჯვების გარდა, ჩვენ გამოსავალი არც გვაქვს. რომ დავუბრუნდეთ სოხუმს და აფხაზეთს: რაც მოხდა იქ, იყო კულმინაცია იმისა, რაც მოხდა 90-იან წლებში, კერძოდ – გადატრიალებამ, სახელმწიფოს არქონამ, კრიმინალმა, ღალატმა, დანაწევრებამ, საერთაშორისო იზოლაციამ მიგვიყვანა სწორედ სოხუმის და აფხაზეთის ტრაგედიამდე. მე მაშინ, 1992-ში, 93 წლის ზაფხულამდე, ხშირად დავდიოდი სოხუმში, აფხაზეთში, ვმუშაობდი ამ თემების გარშემო, მე არ მეჭირა ხელში იარაღი, ვეხმარებოდი გია ბარამიძეს ტყვეების გადაცვლაში. სხვათაშორის, მის საპატივცემულოდ, სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში სულ ვაკრიტიკებდი წვერის გამო, მეგონა, წვერი აბერებდა. სხვათა შორის, იგივე გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც, ლევანიც არის წვერ-ულვაშიანი.მე კარგად მახსოვს მაშინდელი სოხუმი. მე ჯერ მახსოვს ჩემი ბავშვობის სოხუმი. დედაჩემთან ერთად აჭარული ხაჭაპურის ჭამა სოხუმის ბულვარში, ჩემს დიდ ბებია და ბაბუასთან ერთად დავდიოდი გაგრაში, სილაღე, სიფერადე და მე მახსოვს ომისდროინდელი სოხუმი – სრულიად შავ-თეთრი, მკვდარი ქალაქი. მაშინ დავდიოდი ტყვეების გაცვლაზე. მახსოვს სოხუმის დაცემის დღე.ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი რამ იყო საერთო – ჩვენი ხალხის არნახული გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო. განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის მოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ქართული წარმატების ისტორიის, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად, საქართველოს კურსის რადიკალურად შესაცვლელად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ და ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ევროპული განვითარების კურსს.სწორედ 2008 წლის ომის შემდეგ, ორიოდ წელიწადში გავხდით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ბრძოლა, პირველ რიგში, არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისათვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა“.„აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა ესხმის პატარა მეზობელს, ძვრას ვერ უყოფს მის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, პოლიტიკურ კურსს და ვერცერთ საკუთარ მიზანს ვერ ასრულებს. 2008 წელი არის სწორედ ჩვენი არ და ვერდაჩმორების ბრწყინვალე მაგალითი.რუსეთი მაშინ დამარცხდა, რადგან ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები იყო ძლიერი, ხალხი – ერთიანი და ჩვენ გვყავდა ბევრი ძლიერი მეგობარი, ვინაიდან საქართველო იყო თავისუფლების და დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსათვის. სწორედ ეს ვერ მოუნელებია პუტინს, სწორედ ამიტომ მახსენებენ მუდმივად მედვედევი და ლავროვი. სწორედ ამის გამო სრულიად უდანაშაულოდ უკვე მე-6 წელიწადია, ვარ ციხეში და ამ მუდმივ ცირკში, რომლის შემსრულებლადაც თქვენ გაქციეს. ხოლო „ქოცები“ – ჩმორების, ფლიდების, მოღალატეების რუსულ კოლონიურ ინკუბატორში სპეციალურად გამოყვანილი ჯიში – მუდმივად ატრიალებს 2008 წლის თემას, რათა გადაფაროს ის ტრაგედია, რაც ახლა რეალურად ხდება ჩვენს თავს, კერძოდ: 90-იანი წლების ჭაობში, ქაოსში, უპერსპექტივობაში საქართველოს ხელახლა ჩაძირვის მცდელობა.90-იანი წლები იყო დრო, როცა საქართველოში გამეფებული იყო კრიმინალი, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჯაბა იოსელიანმა შესვა კრიმინალზე და ნარკოტიკებზე, ხალხს აყაჩაღებდნენ, როგორც ბანდები, ასევე, სამართალდამცავი ორგანოები. „ვარდების რევოლუციამ“ ამ ყველაფერს დაუსვა დიდი წერტილი. ორგანიზებული დანაშაული ნულზე დავიდა, ქუჩის კრიმინალი განეიტრალდა, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც იცავდა ხალხს და იყო კორუფციისგან თავისუფალი. ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში, პოლიციას და უშიშროებას დაავალა ამ ყველაფრის კონტროლი, წილების მასთან ატანა. ლილუაშვილმა როცა ეს წილი მოუტეხა, ის დაისაჯა. სულ არ არის შემთხვევითი, რომ შევარდნაძის დროის შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა 90-იანების მთავარი კრიმინალური სინდიკატი, ახლახან დაუნათესავდა ივანიშვილის ოჯახს.90-იანებში ხალხი მასობრივად გადიოდა საქართველოდან. ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა, რადგან გაჩნდა იმედი. ივანიშვილმა მოკლა ეს იმედი და ღიად მოუწოდა ქართველებს, დატოვონ ქვეყანა. ასევე აშენებს არაბულ ქალაქებს, სადაც ქართველები ცხვირს ვერ შეყოფენ, მომსახურე პერსონალიც კი ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან იქნება ჩამოყვანილი. მინდა, შევახსენო, ვისაც არ ახსოვს: თავის დროზე თბილისი არაბული ქალაქი იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და დავით აღმაშენებელს 30 წელი დასჭირდა მის გასათავისუფლებლად და ქართველებისთვის დასაბრუნებლად. უფრო მეტიც, ჩვენი ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი – სრულად ხელმიუწვდომელი ხდება ქართველებისთვის, რომელთაც ძველი კორპუსების ხედს უბნელებენ ახალი ცათამბჯენებით, სადაც ბინების ფასი 20 მილიონი დოლარია. ამ ქალაქებში პროდუქტები ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ზუსტად სამჯერ გაძვირდა, მშრომელი ქართველები ვეღარ ირჩენენ თავს საკუთარი შრომით და იძულებული ხდებიან, სოფელში გადავიდნენ ან, რაც უფრო რეალისტურია, უცხოეთში გაიქცნენ, მათ ადგილს იკავებენ ბუმებით მტაცებელი რუსები თავიანთი ბიზნესებით და ცხოვრების წესით, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი, რაც მოეწონებათ, მათი უნდა იყოს, ვერ იტანენ ვერავის მათგან განსხვავებულს. ამ ტერმინს ჰქვია ჯენტრიფიკაცია – ქალაქების გაწმენდა ძირძველი მოსახლეობისგან.90-იან წლებში აფხაზეთიდან იარაღის ძალით თუ გამოგვყარეს, ახლა გვყრიან ჩვენი ქვეყნიდან რუსული და არაბული ფულით, ივანიშვილების, ფხაკაძეების, გილაურების, ჩხარტიშვილების ფულით. რა უფლება აქვს ივანიშვილს, გაგვაგდოს ქვეყნიდან? რა უფლება აქვთ რუსებს და არაბებს, გაგვყარონ მაშინ, როცა ქართველებს არ აქვთ არცერთი სხვა ქვეყანა, საქართველოს გარდა. ნუთუ, აჭარა იმიტომ გამოვგლიჯეთ 90-იანი წლების პრორუს სეპარატისტ-ფეოდალ ასლან აბაშიძეს და რუსულ ჯარსა და რაზმებს ხელიდან, იმიტომ განვავითარეთ ასე სწრაფად, რომ ივანიშვილმა მიჰყიდოს არაბებს და რუსებს? რისთვის გავუხსენით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა, რომ ქვეყანას ისევ თავზე მოჯდომოდა ღარიბაშვილის და მდინარაძის მსგავსი ჭუჭყი? ჩემ დროს მთლიანად ამოვძირკვე ნარკოტიკები: სუბუტექსის ერთი ტაბლეტი 3 ათასი დოლარი ღირდა და არ იშოვებოდა. ივანიშვილმა ყველა ხის ქვეშ დაყარა ნაირ-ნაირი მკვლელი ნარკოტიკები და თან თითქმის უფასოდ. ჩვენ ავაყვავეთ განათლება, გავწმინდეთ ის წინა ათწლეულების კორუფციისგან და წავიყვანეთ ევროპისკენ. ივანიშვილმა დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, დახურა ილიაუნი და დააბრუნა აღებ-მიცემობა სკოლებში და ქაოსი უმაღლეს განათლებაში.ივანიშვილი ვერ შედგა ვერაფერში, მათ შორის ვერ შედგა, როგორც დიქტატორი, ვინაიდან ნამდვილი დიქტატურა გულისხმობს მკაცრ, ზოგჯერ სასტიკ წესრიგს და გამორიცხავს ქაოსს. ჭორვილელი ყოველდღიურად გენერირებს ქაოსს და მას დიქტატურა ადამიანების – კიდევ უფრო მეტი ადამიანების – ციხეში ჩაყრა ჰგონია და ამის იქით პრაქტიკულად ვერაფერს მართავს. უნდა პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გარდავიქნებით შეუმდგარ ქვეყნად, რომელსაც თავზე მოასკუპდა შეუმდგარი დიქტატორი. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ცნებას, რაც რუსებმა მოგვახვიეს თავს: რომ ქართველები დაბადებული ვართ კრიმინალისთვის, კორუფციისთვის, რუსების მომსახურებისა და გართობისთვის, და თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა მათთვის დაუშვებელი ფუფუნებაა, იმიტომ რომ ქართველები არიან ერთუჯრედიანი ჩმორები. მე კი გეუბნებით: ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ უნდა ხმამაღლა ვთქვათ: „ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს, ილია ჭავჭავაძის, ქართული სოციალ-დემოკრატიის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის, „ვარდების რევოლუციის“ და სულ ახლახან გამართული მრავალრიცხოვანი გამოსვლების ერი. ჩვენ ვართ მე-17 საუკუნის ქართლ-კახეთის და გურიის მე-19-მე-20 საუკუნეების აჯანყებების, 100 წლის წინანდელი თბილისისა და ბათუმის მუშათა მოძრაობის, 1924 წლის აჯანყების და 1978 წლის 14 აპრილის, 9 აპრილის ერი. ამიტომაც არ და ვერ ვიქნებით ჩმორები, და თან ვისი – დასუსტებული იმპერიის და მისი კომიკური „სტავლენიკის“, ბორია ივანიშვილის ჩმორები? ნურას უკაცრავად. მე, მიხეილ სააკაშვილი გეუბნებოდით, რომ 90-იანი წლების უბედურების რესტავრაციას დავასრულებთ, უსაფრთხოება დაბრუნდება და ნარკოტიკები და კრიმინალი გაქრება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, სკოლებში.კორუფცია სამუდამოდ ამოიშანთება ჩვენი ყოფიერებიდან და მენტალიტეტიდან. ამას ვამბობ ლიდერი, რომლის ე.წ. დამალული ქონება მთელ მსოფლიოში დაძებნეს და ერთი მოპარული თეთრი ვერ იპოვეს – რაც არ არსებობს, იმას როგორ იპოვიდნენ? ამას ვამბობ იდეალისტთა იმ დიდი ჯგუფის სახელით, რომელიც არასოდეს გაიყიდა. საქართველოში აღარ აშენდება 20-მილიონიანი ბინები, მაგრამ ყველა ქართულ ოჯახს ექნება ღირსეული ბინა და სამსახური. საქართველოში ჩამოვა ბევრი უცხოელი, მაგრამ ჩამოვა როგორც ტურისტი, როგორც სტუმარი – სტუმარი ღვთისაა – და არა როგორც აქაურობის ბატონ-პატრონი. დღევანდელი კლინიკების 100% აშენებულია ჩემ მიერ და ეს კლინიკები მოემსახურება ხალხს მთლიანად უფასოდ. ამ კლინიკების წუწკი მფლობელების ჯიბეში კი აღარ დაილექება მთელი შემოსავალი, არამედ გადანაწილდება ექიმებზე, ექთნებზე, სანიტრებზე. ჩვენს გლეხებს აღარ მოუწევთ ხელგაწვდილი დგომა და ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მათ მოუტანს მაღალ შემოსავალს. და რაც მთავარია: ხელისუფლების შიში აღარასდროს უნდა განაპირობებდეს ჩვენს საქციელს და მოტივაციას – კანონისა და ადამიანობის დაცვა კი, ხელისუფლების შიში არა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი სისუსტე, ისევე როგორც მთავარი სიძლიერე, არის სამშობლოს სიყვარული.„სწორედ ამ სიყვარულმა გადმომატარებინა ზღვა ზუსტად ხუთი წლის წინ სრულიად უიმედო სიტუაციაში, მაშინ, როცა ხალხი არ იყო ბოლომდე მზად. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ახლა მსურს, ასი პროცენტით დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ასი პროცენტით არის მზად ცვლილებებისთვის, ისე როგორც არასდროს. ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა, არამედ, ეს არის თავისუფლების სიყვარული, მონობასთან შეუგუებლობა. მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს – ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება. ვერშემდგარ დიქტატორს იცავს ფინიების, ტურებისა და ჰიენების ამქარი. არადა, ჩვენი სახელი, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, სპარსული „გორგისგან“ (მგლისგან) წარმოდგება – გეორგია, გორგასალი. „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“… მგლები დაიზარდნენ, მგლები ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.სიტყვით დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა სასამართლო დარბაზში საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

გიგა ფარულავა

პოლიტიკა • 1790585353

გიგა ფარულავა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და შესაბამისად, პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ისევე როგორც, ჩვენთვის პოლიტპატიმარი არ არის ღარიბაშვილი. ახლა რატომ ღებულობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მისი გადასაწყვეტია-“,- განაცხადა ფარულავამ.ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, „ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“.ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.

ინგა გუდაძე

faceამბები • 1790339104

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე ნუკა არველაძეს: რაც შენ „ოცნებამ“ პატივი გცა, არც მადლიერება გცოდნია და არც ადამიანობის გაგეგება. ახლა ვრწმუნდები, ნაცებს კი არ ებრძოდი, პირიქით, მათ ჰყავდი დასაქმებული

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში ნუკა არველაძის ბოლოდროინდელ კრიტიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებისკენ არის მიმართული. გუდაძე მას აკრიტიკებს და წარსულს ახსენებს. გუდაძე არველაძეს კრიტიკულად მიმართავს და წერს, რომ იმ ადამიანების მიმართ უმადურობას იჩენს, რომლებმაც, მისი თქმით, წარსულში მას სხვადასხვა მიმართულებით დახმარება გაუწიეს."ნუნუ არველაძე, შე წუწკო ვირთხა.ადამიანი რო ღორი იქნები, აღარაფერი გეშველება! ნაცი ხო ნაცია და ყველამ ვიცით ვინც არიან, აი შენ შე არაობავ, არც მადლიერება გცოდნია რა არის და არც ადამიანობის გაგეგება. ვინ დიტოზე წერ? იმაზე ვისთანაც შენი პოსტებით არახუნებდი რომ მეამაყება მასთან მეგობრობარო ? მაგარი კაცია და ღირსებით სავსეა? ეხლა აღარ გეამაყება? მადას რა უთხარი მადას. რაც შენ დიტომ და ოცნებამ ერთად პატივი გცა, 4-5 სამსახურში ისე იღებდი ხელფასს რო ფეხიც არ შეგიდგავს შიგნით შე უმადურო ქაჯო!" ჯანმრთელობაზე დახმარებებს ვეღარ ჩამოვთვლი იმდენი აქვთ შენზე გაკეთებული. პროექტები დამიფინანსეთო გიფინანსეს და რო ნახეს შედეგი ვერ დადე და ცარიელი ენა ხარ, გააჩერეს. მერე იფიქრე ორ სკამზე ერთად ვიჯდები, იქ ფიფიას დაუწყე ქიცინი და მის პიარში ჩაყვინთე თავით, აქეთ ოცნებას ურტყამდი დღე და ღამე, თურმე რატომ შეგიჩერდა ის 4 და 5 სამსახურის ხელფასი ეს რა გაკადრეს?კახა კალაძეზე საერთოდ როგორ იღებ ხმას და ლანძღავ? შენი ბ.დ.შ. ვითომ ბატონ ბიძინას არ ლანძღავ და მის გუნდს ზედ უვლი ამით სწორედ რო მას ლანძღავ გარეწარო! შე უკადრებელო არარაობავ, თურმე მხოლოდ ორ არჩევნებში მოგიხაზია 41 და კაცს რო ეკითხა 2012 წლიდან ბრძოლაში ხარ და ვინმეს არსად უნახიხარ. ტელევიზიონშიკი თუ იყავი, რატო არ ჩანდი სადმე? ეხლა დგეხარ და იმ ხალხს ლანძღავ ვისითაც ერთ დროს თვალიდან გამოიხედე. ეხლა ღარიბაშვილს ელაქუცები იქნებ ძვალი გადმოგიგდონ, ის კი არ იცი რო მოღალატე არავის უნდა! იმდენი რამის დაწერა შემიძლია და კიდე თავს ვიკავებ მიუხედავად იმისა რო არ იმსახურებ თავშეკავებას და ყველაფრის ღირსი ხარ. გვლანძღავ და პიარტაშფანდურს გვეძახი იმ ხალხს ვისაც ყველანაერი სიბინძურე გვაკადრეს შენმა აწ უკვე მოკავშირე ნაცებმა. ეხლა ვრწმუნდები რო დათა ახალაიაზე რასაც ამბობდნენ არ ყოფილა ტყუილი და ნაცებს კი არ ებრძოდი პირიქით მათ ყავდი დასაქმებული.ფურთხის ღირსიც არ ხარ შე მაძუნგალა ქაჯო. სქრინებს ვურთავ როგორ ლანძღავს დიტოს და მის ოჯას, მეორე თავის პირით აღიარა რომ მხოლოდ ორ არჩევნებში მიუცია ხმა ოცნებისთვის. ეგეც საკითხავია... წუმპეეე", - წერს ინგა გუდაძე.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1790336940

ირაკლი ფავლენიშვილი: რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, საპროტესტო არეალი შეზღუდოს, ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც გამოდიან და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობა შეიძლება იყოს ეს

ბრაზი, რაც საქართველოს მოქალაქეებშია, არსად არ წასულა, პროტესტი ცოცხალია, ადამიანები არ დანებდნენ, გამოდიან, იბრძვიან და ოლიგარქიულ რეჟიმს ეუბნებიან, რომ რუსები არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ყოვეთვის უმცირესობას მოაქვს ცვლილებები უმრავლესობისთვის.„ოლიგარქიული რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, საპროტესტო არეალი შეზღუდოს და მოქალაქეებს იჭერს ტროტუარზე დგომის, სოციალურ ქსელში ისეთი კომენტარის გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერს არ მოეწონება. ქვეყანაში ამდენი პოლიტიკური პატიმარია, იკრძალება ოპოზიციური პარტიები. ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც გამოდიან და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობა შეიძლება იყოს ეს. ბრაზი, რაც საქართველოს მოქალაქეებშია, არსად არ წასულა. ეს ძალიან კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილმა. მან იცის, რის ფასად მოუწია 2024 წლის არჩევნების მოპარვა. პროტესტი ცოცხალია იმით, რომ ადამიანები არ დანებდნენ, გამოდიან, იბრძვიან და ოლიგარქიულ რეჟიმს ეუბნებიან, რომ რუსები არიან. ასეა ყოველთვის, უმცირესობას მოაქვს ძირითადი ცვლილებები უმრავლესობისთვის. ვინმე თუ სექტაა, მხოლოდ – „ქართული ოცნება“, პაპუაშვილი და სხვა ლიდერები. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე დაასრულებენ, როგორც დაასრულეს ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად“.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

პოლიტიკა • 1790193120

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რეალურად შეიძლება მომავალში რაღაც ოპოზიციური ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავ“ - ზვიად შალამბერიძე

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რეალურად შეიძლება მომავალში რაღაც ოპოზიციური ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც გახარია წავიდა პრემიერობიდან და დატოვა პრემიერის პოსტი, მან შექმნა ახალი პარტია და, შესაბამისად, ჩაერთო არჩევნებში და რეალურად დღევანდელ დღეს ესენი არიან წარმოდგენილი პარლამენტში," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.თუმცა, ზვიად შალამბერიძის თქმით, გამორიცხულია არაფერია და შესაძლებელია მომავალში ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური პარტია შექმნას."საბოლოოდ, რა თქმა უნდა, რთულია თქვა, რომ რაიმე გამორიცხო, ხომ? - იმიტომ, რომ შეიძლება გავიდეს რაღაც წლები და ის ჯგუფი, ის გუნდი, რომელიც შეიძლება შენს წიაღში, იგივე გახარიასთან ვინც არიან, ძირითადად, ახლა გადახედეთ მათ სიას, ძირითადი ნაწილი არიან ის ადამიანები, რომლებიც "ქართული ოცნების" წიაღიდან წამოვიდნენ. როგორც პარლამენტში ახლა ვინც არიან, ისევე რეგიონებში. ის ადამიანები, ვინც საკრებულოებში იყვნენ ჩვენი სიით, ზოგიერთი მათგანი არის ახლა დღევანდელ დღეს გახარიას სიით.ასე რომ, გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამორიცხავ, თუმცა, რამდენად იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის პოპულარული ის გუნდი, რომელიც ყოფილმა პრემიერმა შეიძლება წარადგინოს, ეს უკვე მეორე თემაა," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

✕