დაკავება

კრიმინალი • 1792007824

დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ - სპეცოპერაციის დეტალები

თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს. რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.

ფოტო

კრიმინალი • 1791835474

„საკონტროლო გასროლა განახორციელა...“ - „კანონიერ ქურდს“ არმან ჯანინიანს, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, შეკვეთილ მკვლელობაში ედება ბრალი

რუსეთში, ვორონეჟის საოლქო სასამართლოში, 49 წლის „კანონიერი ქურდის“, არმან ჯანინიანის, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.მას „კრიმინალურ იერარქიაში“ უმაღლესი მდგომარეობის დაკავებასა და 2023 წელს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, გამოძიების ვერსიით, ჯანინიანმა „კრიმინალური დაჯგუფებების“ ე.წ. საერთო სალაროს განმკარგველის მკვლელობა შეუკვეთა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ფინანსური უთანხმოება სახელდება.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელმა მსხვერპლს გაქცევის მცდელობისას ზურგში ესროლა, შემდეგ კი რამდენიმე საკონტროლო გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის მომზადებასა და ჩადენაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. მოგვიანებით სამივემ სამხედრო სამსახურის კონტრაქტი გააფორმა.არმან ჯანინიანი კრიმინალურ წრეებში 1990-იანი წლებიდანაა ცნობილი. ის წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის. 2010 წელს კი ყაჩაღობის, გამოძალვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.მედიის ცნობით, ჯანინიანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და განაჩენის გამოტანა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.ფოტოზე: აილაზ ალოიანი (გუდრონი) და არმან ჯანინიანი (კალუჟსკი)

ფოტო

კრიმინალი • 1791575557

ვრცელდება „გოგა რუსთავსკის“ ფოტო, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს | „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 80 ადამიანი დააკავეს

თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შედეგად 80 ადამიანი დააკავეს.ბრალი კიდევ 14 პირს წარედგინა, მათ ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებებში, ნაწილს კი დაუსწრებლად.ბრალდებულებს შორისაა საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გოგოლაძე, მეტსახელად „გოგა რუსთავსკის“.გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებზეც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.კერძოდ, ბრალდებულები განიხილავდნენ მხარეებს შორის ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული შეთანხმების საფუძველზე ერთ-ერთ მხარეს გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. მიღებული თანხის ნაწილს მეორე მხარეს გადასცემდნენ, ნაწილს კი თავად იტოვებდნენ.დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთთან და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდთან ურთიერთობდნენ. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება-შენახვის“ მუხლებით.დაკავებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურა

სამართალი • 1791025939

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 80 პირი თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლენტეხში, გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, და ხელვაჩაურის რაიონში დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 7 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.სამართალდამცველებმა სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223-ე კვარტა პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შსს

სამართალი • 1791012058

გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - შსს

გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს - დაუსწრებლად. მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია."შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკურებით ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.სამინისტრო, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ხელს უწყობენ მას და დანაშაულებრივი გზით ცდილობენ მოქალაქეებზე ზეწოლასა და ფინანსური სარგებლის მიღებას", - განაცხადა დავით კიკნაძემ.

სპეცოპერაცია

სამართალი • 1790367126

როგორ იგეგმებოდა შეკვეთილი მკვლელობა და რა როლი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი

სპეცრაზმი სამ სხვადასხვა მისამართზე ერთდროულად შევიდა და დაკავების ღონისძიება ჩაატარა. აღკვეთილია მძიმე დანაშაულის ფაქტი. განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადების და „ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმეზე, დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი.ერთ-ერთი, ვინც შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, სახლში აიყვანეს. ბინის კარი „კურიერს“ თავად მეპატრონემ გაუღო, რომელმაც სავარაუდო ქილერს ფართი პირველ სექტემბერს მიაქირავა. ქალი ჩხრეკას დაესწრო და გაიხსენა, რომ სამართალდამცველებმა მის მდგმურს ჯერ ხელბორკილები დაადეს, ნივთმტკიცებად მობილური ტელეფონები ამოიღეს, სამართლებრივი პროცედურები ჩაატარეს და საგამოძიებო მოქმედებები მალევე დაასრულეს.თბილისის პარალელურად სპეცრაზმი მობილიზებული იყო ოზურგეთშიც. ორბელიანის ქუჩაზე და სოფელ მერიაში. ამ მისამართებზე უკვე მკვლელობის შეკვეთების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა.მასშტაბური სპეცოპერაციის დაგეგმვამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარეს, მოსამართლის განჩინებით, მძიმე დანაშაულის მომზადების დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულებები მოიპოვეს. საუბარია ორგანიზებული ჯგუფის წევრების სატელეფონო ჩანაწერებზე.პოლიციამ მკვლელობის გეგმა გაშიფრა და ის მიზეზი დაადგინა, თუ რატომ სურდათ მათ კონკრეტული პირის თავიდან მოცილება.მსხვერპლის ლიკვიდაციის მოტივი წარსულში მომხდარი უთანხმოებაა. მეტსახელად ბაჩიმ და ვასკამ დავალების შესრულება მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ მესამე პირს სთხოვეს. დაკავების შემთხვევაში კი საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდის ალექსანდრე ქურასბედიანის, იგივე წრიპას, სახელით ციხეში მფარველობასაც დაჰპირდნენ.ე.წ. კანონიერი ქურდი განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეში თავადაც აქტიურად იყო ჩართული, ყველა დეტალს ორგანიზებული ჯგუფის წევრები სწორედ მასთან ათანხმებდნენ. წრიპა კი მათ მითითებებს აძლევდა და მფარველობის გარანტიებს იძლეოდა.საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, წრიპას, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც განცხადება გაკეთდა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ გეგმავდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განზრახ მკვლელობას.ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.ბრალდებულებს, დანაშაულში დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ქურდები

კრიმინალი • 1790365167

„ყოფილ სიმამრთან ავტომატით შეიჭრა...“ – ოჯახური დაპირისპირება „კანონიერი ქურდების“ დაკავებით დასრულდა | რა დეტალები ხდება ცნობილი

სომხეთში ოჯახური კონფლიქტი „კრიმინალური ავტორიტეტების“ დაკავებით დასრულდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის პოლიციის თანამშრომლებმა ორი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს.გამოძიების ცნობით, შემთხვევა გიუმრიში მცხოვრები 58 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ოჯახურ უთანხმოებას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის ქალიშვილსა და ყოფილ სიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, მან 21 სექტემბერს ოშაკანში მცხოვრებ 56 წლის „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ყოფილი სიძის დასჯა სთხოვა.„იმავე დღეს, დაახლოებით 02:40 საათზე, 56 წლის მამაკაცი თანმხლებ პირებთან ერთად ერევანში, ჰრაჩია ნერსისიანის ქუჩაზე მივიდა გარემოებების გასარკვევად, სადაც ყოფილ სიძეს და მასთან მყოფ ჯგუფს დაუპირისპირდა. შეკრებილებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.ინციდენტის შემდეგ ყოფილმა სიძემ საპასუხო შურისძიება გადაწყვიტა და რამდენიმე პირთან ერთად ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში გაემართა, სადაც ყოფილი სიმამრი იმყოფებოდა, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო.ორივე ე.წ. „კანონიერი ქურდი“ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამჟამად პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების ადგილსამყოფელს ადგენს, საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იაპონჩიკი და განაჩენი

კრიმინალი • 1790279385

საბედისწერო დოკუმენტი! - ცნობილი ხდება რა გახდა „იაპონჩიკის“ და „მახოს“ დაპირისპირების მიზეზი

სოციალურ ქსელებსა და „კრიმინალური ისტორიის“ მოყვარულთა წრეებში ვრცელდება უნიკალური საარქივო დოკუმენტი, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1976 წლის 28 თებერვლის განაჩენის ტიტულის ფოტოასლი. სწორედ ეს დოკუმენტი გახდა თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაპირისპირების მიზეზი.წარმოდგენილი განაჩენიდან ირკვევა, რომ 1976 წლის 28 თებერვალს, მაიაკოვსკის (დღევანდელი ბაღდათი) რაიონის კულტურის სახლში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე გასამართლდა 1956 წელს დაბადებული ვახტანგ ქორიძე („კრიმინალურ წრეებში“ ცნობილი როგორც „მახო“). მას ბრალი ედებოდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა).დოკუმენტში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბრალდებულის პერსონალური მონაცემების გრაფა, სადაც შავით თეთრზე წერია: „ალკც წევრი“ (სრულიად საკავშირო ლენინური კომუნისტური ახალგაზრდული კავშირი - კომკავშირი).ტულუნის ციხეში ყოფნისას, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ეროვნებით რუს ლიდერს, „იაპონჩიკს“ კონფლიქტი მოუვიდა ქართველ „კანონიერ ქურდ“ ვახტანგ ქორიძესთან. („მახო“).„ქურდული ტრადიციების“ თანახმად, „კანონიერი ქურდი“ არასდროს არ უნდა ყოფილიყო კომკავშირის ან საბჭოთა სახელმწიფო ორგანიზაციების წევრი. მახოსთვის ქურდული სტატუსის ჩამოსართმევად, „იაპონჩიკის“ თხოვნით, მისმა უახლოესმა გარემოცვამ — „ვიქტორ კალინამ“ (ვიქტორ ნიკიფოროვმა) და „ვოლოდია ბალდამ“ (ვლადიმერ სოლომინსკიმ) საქართველოდან ტულუნში ჩაიტანეს აღნიშნული განაჩენის ოფიციალური ასლი.დოკუმენტში არსებული ჩანაწერის („ალკც წევრი“) საფუძველზე, იაპონჩიკმა ტულუნის ციხეში გაავრცელა მიმართვა, რომლითაც განაცხადა, რომ მახო კომკავშირელი იყო და მას „ქურდის“ სტატუსი არასდროს ჰქონია.

ნაკრები

საზოგადოება • 1790153170

გაფრთხილება მძღოლებს! - „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩების პერიოდში „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.ასევე, 28 სექტემბერს, 09:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან – აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზეც.შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.

მოძრაობა

საზოგადოება • 1790150866

25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩების პერიოდში „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.ასევე, 28 სექტემბერს, 09:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან - აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზეც.შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.

ლაშა ფარულავა

პოლიტიკა • 1789642680

ლაშა ფარულავა: აშშ-ში მიმდინარე პროცესი არის ამერიკელი ხალხის საქმე, „ოცნების“ მხრიდან აგენტების შესახებ კანონსა და გამჭვირვალობაზე საუბარი სიყალბეა

შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესი ამერიკელი ხალხის საქმეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.ფარულავას კითხვა დაუსვეს აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.„რაც შეეხება ჩვენს პრობლემებს, ვინმეს თუ ჰყავდა აგენტი პროკურორი, ეს იყო „ქართული ოცნება“; ვინმეს თუ ჰყავდა ქურდი და კორუმპირებული უსაფრთხოების მინისტრი, ეს იყო გრიგოლ ლილუაშვილი, ვინმეს თუ ორჯერ ჰყავდა პრემიერ-მინისტრად ქურდი, ეს არის „ქართული ოცნება“ და ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში. ამ სისტემაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი დღემდე არის აბასთუმანში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას გამოკითხვაზე არავინ იბარებს. ამიტომ „ოცნების“ მხრიდან საუბარი აგენტების შესახებ კანონზე, გამჭვირვალობაზე და იმ სისტემურ რეფორმებზე, რომლებიც შეიძლება, ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდეს, არის სიყალბე“, – განაცხადა ფარულავამ.ლაშა ფარულავა ამბობს, რომ „რუსული კანონი იყო პირველი მცდელობა, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულიყო“.„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საუბარია აგენტებზე, „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ჯაშუში ჰყავდა გენერალურ პროკურორად. ამ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც ეს წარსული და აწმყო აქვს, საუბარი მომავალზე, რეფორმებზე, გამჭვირვალობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და, მათ შორის, კანონი რუსულია, უცხოური თუ ამერიკული, არის ფარისევლობა. „ქართული ოცნება“ არის ქვეყანაში მთავარი დამნაშავე პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა ჩამოშორდეს. როდესაც საუბარია კანონზე და ამ კანონის მთავარი მოტივაცია არის გამჭვირვალობა, ამაზე რომ „ქართული ოცნება“ საუბრობს, არის ფარისევლობა.სინამდვილეში, რუსული კანონი იყო პირველი მცდელობა, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულიყო. შესაბამისად, 2023 წელს ქართველმა ხალხმა ეს რომ გადალახა, ივანიშვილმა ამ კანონის რეინიცირება მოახდინა და პირდაპირ თქვა, ბრიუსელის მხრიდან გაღებულ კარს შიგნიდან ვკეტავთო. ეს არის ის რეალობა, რომელიც ამ ქვეყანაში დადგა და ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. კანონის შინაარსსა და მოტივაციაზე საუბარი აზრს კარგავს, რადგან ქურდის მხრიდან გამჭვირვალობაზე საუბარი სასაცილოა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ფოტო

კრიმინალი • 1789242412

ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს

საბერძნეთში ათენისა და სალონიკის პოლიციის 40 თანამშრომელი, 68 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ლევან ხეირანოვის სახლში შეიჭრა.ჩხრეკისას პოლიციამ პისტოლეტი და ხელყუმბარა აღმოაჩინა.„კანონიერ ქურდთან“ ერთად დააკავეს მისი ახალი მეუღლე, სოფოც, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. თბილისში დაბადებული, ეთნიკურად ბერძენი ლევან ხეირანოვი, ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოქმედი „კანონიერი ქურდია“.ბოლოს ლევან ხეირანოვი სასჯელს გერმანიაში, 2009-დან 2012 წლამდე იხდიდა.

✕