დროში მოგზაურობის ჰოროსკოპი

ასტროლოგია 1773495470

ვისთვის იქნება მომდევნო ერთი თვე სასიკეთო - ქეთი ოდიშელის განმარტება

20 მარტი - გაზაფხულის ბუნიობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი წერს და რჩევებს გვიზიარებს.„წელს, მზე 18:46 სთ- ზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, სწორედ ეს არის ზამთრის ციკლის დასასრული. სილბოლურად ეს ბუნების დღესასწაული მინიმუმ სამი დღის განმავლობაში აღინიშნება.წელს 20 მარტს - კოსმიური ახალი ციკლის დასაწყისი, ახალი წელი, ასტროლოგიის საერთაშორისო და ბედნიერების დღე აღინიშნება!მომდევნო ერთი თვე სასიკეთოა : ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, ასევე ტყუპებისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის, შედარებით მეტი თავშეკავება მართებს სასწორებს.ამ დღეს ბევრ ქვეყანაში ზეიმობენ, მითოლოგიაც გაჯერებულია მრავალი საინტერესო ამბითა და პერსონაჟით.ანგლოსაქსონურ ტრადიციებში #ოსტარას დღეს ზეიმობენ, რომელიც განთიადის, გაზაფხულის ქალღმერთად ითვლება. მისი საყვარელი ცხოველია კურდღელი, ხოლო სიმბოლო კვერცხი.აღმოსავლურ ქვეყნებში ზეიმობენ #ნოვრუზობას (სპარსულიდან - ახალი დღე). ასევე ჯეჯილითა და კვერცხებით აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.ძალიან წააგავს ამ დღესასწაულის ტრადიციები, ჩვენთვის ნაცნობ აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ქრისტიანული (მართლმადიდებელი) სამყარო მოგვიანობით ზეიმობს.ამ ჯადოსნურ დღეებთან დაკავშირებით, იგეგმება გასვლა ქალაქგარეთ, ეს იქნება განახლების, გაჯანსაღებისა და აღზევების დღე.დეტალებს მალე გაგიზიარებთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს გასვლა შეზღუდული რატოდენობის ადამიანებისთვის იგეგმება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე პრაქტიკა უნდა შევასრულოთ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ქეთი ოდიშელი

ასტროლოგია 1773469560

„15-დან 20 მარტამდე განულების პერიოდია... გამოიყენეთ ბევრი ცეცხლის ელემენტი, წითელი ფერი” - ქეთი ოდიშელის სასარგებლო რჩევები

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო" სტუმრობდა. ოდიშელის თქმით, 15-დან 20 მარტამდე განულების პერიოდია. „15-დან 20 მარტამდე განულების პერიოდია. მზის ენერგიები ამ დროს ყველაზე დამჯდარია და საჭიროებს დამუხტვას. თევზები ხომ არის ბოლო ნიშანი, ანუ, საჭიროა სამყაროში ახალი ენერგიები და სანამ ეს 20 ახალი ციკლი შემოვა მანამდე მიდის ნულოვანისკენ ფაქტობრივად. 360 გრადუსი არის წრე - 365 დღე გვაქვს. აი ეს 5 დღე იმიტომ არის ნულოვანი რომ ამ 360-ის გარეშე დღეებია. რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება, გაწმენდა ენერგეტიკულ დონეზე და ა.შ. 15-დან 20-მდე მოსამზაებელი პერიოდი გვაქვს იმისთვის, რომ გავაანალიოზოთ რაღაცები. 15 წესით არის ხოლმე სინანულის დღე, თუმცა ის თვითგვემაში არ უნდა გადავიდეს. სინანულის დღეში ვგულისხმობ გავაანალიზოთ ის, რაც ვერ გავაკეთეთ კარგად, რა შეცდომები დავუშვით. ამ პერიოდში კარგია და აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ცეცხლის ელემენტის გამოყენება - სანთელი იქნება ეს თუ სხვა. იგივე წითელი ფერის გარედან შეტანა. ამ დროს არ არის რეკომენდებული არანაირი მინერალური ქვისა და სამკაულის გამოყენება. განულების ენერგიები რომ არ შეეხოს, უმჯობესია დავასვენოთ. ერთ-ერთი რაც რეკომენდიებულია არის ვეფხვის თვალი, დამცავი ტიპის თვლები",- ამბობს ქეთი ოდიშელი.  

ასტროლოგია ფული

ასტროლოგია 1772697060

„როდესაც შემოსავლები ჩერდება, აუცილებლად გაეცით გარკვეული თანხა“ -  ასტროლოგი 5 მარტის ენერგიებზე

დღეს ხუთშაბათია, იუპიტერის დღე - როგორ დავიმეგობროთ ფული, როგორ შევიქმნათ მატერიალური კეთილდღეობა?აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საუბრობს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს:„მე მიყვარს ფული, მე მას გონივრულად და კონსტრუქციულად ვიყენებ. ფული ჩემს ცხოვრებაში მუდმივად ცირკულირებს. მე მას სიამოვნებით გავცემ და ის მიბრუნდება ნამატით ჯადოსნური გზით და ეს ძალიან, ძალიან კარგია. ფული უხვად მოედინება ჩემსკენ. მე მას მხოლოდ საკეთილდღეოდ ვიყენებ და მე მადლიერი ვარ ამ კეთილდღეობისთვის, მადლიერი ვარ ჩემი გონებრივი სიმდიდრისთვის.“ჯოზეფ მერფი „თქვენი ქვეცნობიერის ძალა“.პირველად ჯოზეფს გავეცანი წიგნის „როგორ მოვიზიდოთ ფული“ თარგმნისას, ეს იყო დაახლოებით 2008 წლამდე, პერიოდი როდესაც ჯერ კიდევ აქტუალური იყო ფული როგორც „ხელის ჭუჭყი“, მას არაერთი ნეგატიური ეპიტეთით ახსენებდნენ. ეს წიგნი თავის დროზე აღმოჩენა იყოს ჩემთვის, მან რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება ფინანსების მიმართ. გახსოვდეთ მთავარი არის თქვენი ფულთან დამოკიდებულება, თქვენი ფიქრები, აზრები, ემოციები.p.s. ყველას გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას. How To Attract Moneyახლა კი მარტივი, პრაქტიკული რჩევები, ჩემს მიერ მოკრებილი სხვადასხვა ტრადიციებიდან და ეზოთერული სახელმძღვანელოებიდან.აუცილებლად ატარეთ ჩანთით რამე ტკბილი, თუნდაც შოკოლადის მონეტა ან პატარა კანფეტი. ის იზიდავს ფინანსურ ენერგიას.ყველაფერს ამ ქვეყნად, ყველა ენერგიას აქვს თავის ფერი, ფულის ენერგია არის ოქროსფერი, ამიტომ დაუმეგობრდით ამ ფერს.ფინანსების მოსაზიდად საფულეში პატარა მაგნიტიც გამოგადგებათ.იყავით თამამი! ნუ აიკრძალავთ ძვირადღირებულ მაღაზიებში, კაფე-ბარებსა თუ სხვა დაწესებულებებში შესვლას, გაითავისეთ ასეთი ადგილების ენერგეტიკა.როდესაც შემოსავლები ჩერდება აუცილებლად გაეცით გარკვეული თანხა. შეიძინეთ რაიმე თქვენი სიამოვნებისთვის.ხელში ნურავის მისცემთ ფულს, რადგან ამგვარად თქვენს ფინანსურ ენერგიას უნაწილებთ სხვას. დადეთ სადმე (არა მაგიდაზე), ჩაურიცხეთ ანგარიშზე, ან გაეცით ფული კონვერტით.თუ გასავალის დროს შფოთი და სინანულის გრძნობა გაქვთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე, ყოველთვის მსგავს სიტუაციაში წარმოთქვით (თუნდაც ჩუმად) შემდეგი ფრაზა: „მე ამ ფულით ვყიდულობ ჩემს კეთილდღეობას“.ნურასდროს გააჩუქებთ ფეხსაცმელს, ნურც გადაყრით, ეცადეთ თუნდაც სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიჰყიდოთ ახალ მეპატრონეს. თან წინასწარ წარმოთქვით თქვენთვის შემდეგი ფრაზა : „მე ვწყვეტ ამ ფეხსაცმელთან ყოველგვარ ენერგეტიკულ კავშირს“.ნუ დაგენანებათ ფული საკუთარი თავის სიამოვნებისთვის, ნუ დაზოგავთ ნურასდროს საკუთარი თავისთვის. გახსოვდეთ, სამყარო თქვენი ანარეკლივით მოქმედებს, გექცევათ ისე, როგორც თქვენ ექცევით თქვენს თავს.ტაქსსა თუ მარკეტში აუცილებლად გადაიხადეთ მიღებული სერვისისთვის იმაზე მეტი ვიდრე გითხრეს.თუ სახლში წვეთავს ონკანი ან მილს აქვს პრობლემა, სასწრაფოდ შეაკეთეთ, რადგან ითვლება რომ ამგვარ ხარვეზებს ფინანსური დანაკარგები მოაქვს.ნუ დახარჯავთ სწრაფად მიღებულ/ ჩარიცხულ თანხას, ეცადეთ ფული ერთი ღამის განმავლობაში მაინც იდოს თქვენს ანგარიშზე/საფულეში.არ ისესხოთ ფული ახალმთვარეობიდან 1კვირის განმავლობაში, დააბრუნეთ მხოლოდ სავსემთვარეობის შემდეგ (დაღმავალ მთვარეზე).არ ისესხოთ ფული სამშაბათ დღეს. ვალის დაბრუნება კი სასურველია პარასკევ დღეს დაამთხვიოთ.ვალად აღებული თანხა დააბრუნეთ უფრო წვრილი კუპიურებით.არ გაასესხოთ თანხა რომელიც გამოიხატება „2“ და „0“ ებით. 2; 20; 200 და სხვა.არომატებიდან ფულის არომატად ითვლება პაჩული, ფორთოხალი;შემოსავლები მოაქვს ასევე დაფნის ფოთოლს, სანდალის ჩხირს.შემოსავლების ზრდისთვის გამოიყენება სხვადასხვა სიმბოლოები, მინერალური ქვები. უალტერნატივოა შრივაცას და კიდევ რამდენიმე სიმბოლიკის გამოყენება, სხვა დანარჩენი კი სიფრთხილითაა შესარჩევი, მაგ: სპილოს სიმბოლო, რომელიც ცნობილია (შემოსავლების ზრდით, ბარაქით) შესაძლოა თქვენთვის დამაზიანებელიც აღმოჩნდეს, სიმბოლოებს აქვს გამოხატული საკმაოდ ძლიერი ენერგია, ამიტომ ჯობია შეარჩიოთ გონივრულად.ჩვენთან შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური ფულის თილისმის განსაზღვრაც“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფერები ზოდიაქო

ასტროლოგია 1772455980

„თუ გაინტერესებს, ადამიანები რას ფიქრობენ შენზე, ჰკითხე, რომელ ფერთან ასოცირდები“ - ასტროლოგი ფერების მნიშვნელობას განმარტავს

„თუ გაინტერესებს, ადამიანები რას ფიქრობენ შენზე, ჰკითხე, რომელ ფერთან ასოცირდები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საუბრობს და ფერების მნიშვნელობას განმარტავს.თეთრი - რომ სანდო ადამიანი ხართ, თქვენ საიმედო ხართ მისთვის და ბედნიერების შეგრძნება მოგაქვთ.ვერცხლისფერი - თქვენ მისთვის მოქნილი ადამიანი ხართ და სიმშვიდე მოგაქვთ.ოქროსფერი - ადამიანისთვის ფასეული ხართ და ის ძალიან უფრთხილდება თქვენთან ურთიერთობას.ლურჯი - თქვენ გენდობიან და ყოველთვის ითვალისწინებენ თქვენს შეხედულებას.ნაცრისფერი - ადამიანისთვის არ ხართ დიდად მნიშვნელოვანი.ცისფერი - მისთვის სამართლიანი და მართალი ადამიანი ხართ.შავი - ადამიანისთვის არაპროგნოზირებადი, მოულოდნელობებით აღსავსე, თუმცა სევდიანი ხართ.~მწვანე - თქვენს გვერდით მშვიდად გრძნობენ თავს.ყავისფერი - ბრძენ, სტაბილურ ადამიანად მიგიჩნევენ, რომელიც მუდამ ეგულებათ გონივრული რჩევის მისაღებად.წითელი - ვნება და შარმი გამოგარჩევთ, მისთვის სულ ერთი ნამდვილად არ ხართ.იისფერი - იდუმალ, მეოცნებე და მსუბუქ პიროვნებად მიგიჩნევენ, რომელიც ბევრისთვის შთამაგონებელია.ყვითელი - მისთვის, გამორჩეული და სიცოცხლით აღსავსე ადამიანის შთაბეჭდილებას ცდილობთ.ვარდისფერი - ნაზი, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანი ხართ.ნარინჯისფერი - მხიარული, გახსნილი და კრეატიული ადამიანი ხართ, რომელიც მზადაა თქვენთან ერთად მათი რეალიზებისთვის.

მერკური

საზოგადოება 1772044506

„ხვალიდან მერკური უკანმავალი ხდება...“ - რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა

ასტროლოგის და ეზოთერიკოსის ქეთი ოდიშელის ინფორმაციით, 26 თებერვლიდან მერკური უკანმავალი ხდება, რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა ამ პერიოდში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„მზე, მერკური, ვენერა თევზების ნიშანს გადის...ხვალიდან მერკური უკანმავალი ხდება.ეს არის დიდი მოგზაურობის დრო, მოგზაურობის საკუთარ თავში. ეს არის ღვთაებრივის შეგრძნების და გათავისების დრო. ეს არ არის მხოლოდ მიტევების დღეები, ეს არი გამთლიანების დრო საკუთარ თავთან.„ისმინე, წვეთო, სინანულის გარეშე დანებდი შენს თავს და სანაცვლოდ მოიპოვე ოკეანე.ისმინე, წვეთო, პატივი მიაგე საკუთარ თავს და ზღვის მკლავებში მოიპოვე უსაფრთხოება.განა ვის ხვდა წილად ამგვარი იღბალი?თავად ოკეანე ეტრფის წვეთს!ღვთის გულისათვის, ღვთის გულისათვის - დათმე და შეიძინე იმავ წამს!გაიღე წვეთი და სანაცვლოდ მიიღე მარგალიტებით სავსე ეს ზღვა“, - წერს ქეთი ოდიშელი. 

ბარათი

ასტროლოგია 1771087079

„შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი მისწერა...“ - ასტროლოგი „ვალენტინობაზე“

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგი „ვალენტინობაზე“ წერს და საინტერესო ისტორიას ჰყვება:„ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი ამტკიცებდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს ვიდრე დაოჯახებული. ამიტომაც ქორწინება აკრძალა, ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა.წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოახერხა, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა, სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ჯულია უსინათლო იყო და წმინდა ვალენტინის სასწაულით დაუბრუნდა თვალის ჩინი. (სავარაუდოდ აქედან მოდის გამოთქმაც- „სიყვარული ბრმაა“).ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელსაც შემდგომში "ვალენტინად" მოიხსენიებენ.269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი "სიყვარულისთვის" სიკვდილით დასაჯეს....ის მოგვიანებით წმინდანად შერაცხეს....ასტროლოგები ხშირად ვალენტინობის დღეს ვენერას დღედ მოიხსენებენ (Venusians day).ასტრომითოლოგიაში ვენერა არის სიყვარულის, ქორწინებისა და სილამაზის ქალღმერთი,(ასევე ფული, ცდუნება, მაგია) ის ოდითგანვე ერთერთი ყველაზე ცნობილი ოლიმპოელი ღვთაება იყო. მას ადამიანები სიყვარულს შესთხოვდნენ.ვენერას სიმბოლოდ ითვლება ვარდები, ისინი სიყვარულს გამოხატავენ.ვენერა მარსის საყვარელი იყო (ასტროლოგიაში ეს კავშირი მზისა და მთვარის, ინისა და იანის მსგავსია). მათი სიყვარულის ნაყოფი კი ამურია.მხატვრები ხშირად გამოსახავენ კუპიდონს (იგივე ამური) პატარა ბიჭად, რომელიც ჯადოსნურ ისრებს ისვრის და წამიერად აყვარებს ისრით „დაჭრილს“ პირველ შემხვედრს. ეს ჰგავს სიყვარულს ერთი ნახვით. (ძველ ასტროლოგიურ სახელმძღვანელოებში სწორედ ვენერა მარსის შეერთებით იქმნება ასეთი კავშირი - ერთი ნახვით შეყვარება).როგორც ცნობილია ურანს მართვის სადავეები მისივე შვილმა კრონოსმა (იგივე სატურნი) ჩამოართვა, შემდეგ ის მამას ჩაუსაფრდა და ნამგლით დაასაჭურისა (სხვა მემკვიდრე, რომ არ ჰყოლოდა) ამ დროს „ზეცის ღვთაების თესლი“ მთელს დედამიწაზე გაიფანტა.... ოკეანეში განბნეული „თესლიდან“ კი, იშვა ვენერა, რომელსაც ბერძნები აფროდიტედ (სიყვარულის ქალღმერთად) მოიხსენიებდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დაბნელება

ასტროლოგია 1771016850

„გვიახლოვდება მზის დაბნელება...“ - ასტროლოგი ინფორმაციას ავრცელებს

ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი მზის დაბნელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „გვიახლოვდება მზის დაბნელება.მიაყურადეთ, იყავით მეტად ყურადღებით გარკვეული სამყაროსეული მინიშნებების მიმართ და იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება ექვემდებარება კორექტირებას, ასე რომ გაიაზრეთ, იმოქმედეთ და შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ თქვენში ან გარემოში. მზის დაბნელების ტენდენციებზე მალე მოგიყვებით, მანამდე კი გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში მზის დაბნელებების თემაზე.ჩინურ მითოლოგიაში თვლიდნენ, რომ მზის დაბნელების დროს მას გიგანტური დრაკონი შთანთქავდა. ადამიანები გამოდიოდნენ გარეთ ურტყამდნენ დოლებს, რათა დრაკონი შეეშინებინათ და მზე დაეხსნათ.ინდუსებს კი სჯეროდათ, რომ ცაში დაფრინავდა დემონი რაქუს მოჭრილი თავი, რომელიც მზეს ყლაპავდა, მაგრამ ის ისევ ჩნდებოდა, რადგან დემონს სხეული არ ჰქონდა. ძირძველი ამერიკელი ჩოკტოს ხალხი ოკლაჰომაში დარწმუნებული იყვნენ, რომ მზეს შავი ციყვი ფუნილუსა შთანთქავდა, რომელსაც ასევე ხმაურით აშინებდნენ. ინდიელი პომოს ტომი თვლიდა, რომ მზის გამტაცებელი დათვი იყო.სლავებს მიაჩნდათ, რომ მზეს მაქცია ყლაპავდა.აი ძირძველი ციმბირის მცხოვრებლები კი მზის გაქრობაში ვამპირებს ადანაშაულებდნენ“, - წერს ქეთი ოდიშელი. 

ჰოროსკოპი

ასტროლოგია 1769192556

„23 იანვარი გამორჩეული დღეა! დღეს შეიძლება რადიკალურად შეცვალო შენი ცხოვრება...“ - ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს

ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს.  „23 იანვარი გამორჩეული დღეა.დღეს მთვარე, სატურნი და ნეპტუნი ერთ ძალად შეიკვრებიან და საინტერესო, მნიშვნელოვან, გასაფხიზლებელ მინიშნებებს გვაძლევენ. ძველ ოკულტურ წყაროებში მთვარე - ასტრალური სამყაროა, სატურნი კი კარიბჭეა, რომელიც ამ სამყაროს გამოყოფს. სწორედ ეს კარიბჭე იხსნება დღეს, მით უმეტეს, რომ ნეპტუნი (შედარებით ახალი პლანეტაა ბევრი რამ მასზე ჯერ კიდევ არ ვიცით) მთვარის ეფექტებს კიდევ უფრო ხატოვანს, მისტიურსა და სახასიათოს ხდის.სწორედ დღეს, სურვილები, ინტუიცია, ემოციები და რეალობა ერთ მთლიანობად იქცევა და ეს ეფექტები ძალიან კარგად შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი მიზნების, ოცნებების ფრთაშესხმისთვის. სწორედ დღეს შეიძლება მოიხსნა ვარდისფერი სათვალე და დაინახო ჭეშმარიტი გზა! სწორედ დღეს შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება და რადიკალურად შეცვალო შენი ცხოვრება!სწორედ დღეს შეიძლება გაიგო რა გინდა რეალურად!შუადღის მერე შესაძლოა გაფანტულობამ, გუნება-განწყობის დაქვეითებამ  სევდიანობამ შეგიპყროთ, არ გაგიკვირდეს, მალე გაივლის...მიაყურადე, მოუსმინე, დაინახე, იგრძენი რას გეუბნება სამყარო და რაღათქმა უნდა ყურადღება მიაქციე მინიშნებებს, გზავნილებს, სიზმრებს...“, - წერს ქეთი ოდიშელი. 

სურვილები

ასტროლოგია 1768676520

წლის პირველი ახალმთვარეობა: რა უნდა ჩაიფიქროთ 18 იანვარს, რომ მთელი 2026 წელი წარმატებული იყოს

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 18 იანვრის ახალმთვარეობაზე წერს:„2026 წლის პირველი ახალმთვარეობა18 იანვარი (საქართველოს დროით) პიკი — 23:51 სთ -ზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის 29-ე გრადუსზე.იდეები იბადება კირჩხიბში, ხოლო იდეების მატერიალიზება, განხორციელება ხდება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში.გამორჩეულია ეს ახალმთვარეობა იმით, რომ პროცესში ჩართულები არიან გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური და მებრძოლი, აქტიური პლანეტა მარსი. მათი მჭიდრო კავშირი საკმაოდ საინტერესო მინიშნებებს იძლევა.„მაგის ასპექტი“ — ასე ჰქვია მათ კავშირს, რომელიც დაგეხმარებათ მიზნებისა და სურვილების რეალიზებაში, ამიტომ წლის ამ პერიოდში, შესაბამისი ატმოსფეროს გათვალისწინებით, დაისახეთ მიზნები, გაწერეთ გეგმები, სურვილები და მათი რეალიზებისთვის საჭირო განზრახვა და მტკიცე ნება — გაცილებით მარტივად შეასხამს ფრთებს თქვენს სურვილებს.გარდა ამისა, ახალმთვარეობის მმართველი პლანეტა სატურნი, (რომელიც ძალიან მნიშვნელოვან, ახალ ციკლს დაიწყებს მალე) ჰარმონიულ კავშირშია ერთ მხრივ მნათობებთან და მათ მხარდამჭერ პლანეტებთან (მარსი და მერკური), ხოლო მეორეს მხრივ — მოულოდნელობების პლანეტა ურანთან.მიმდინარე მოვლენები (როგორც ინდივიდუალური ასევე გლობალური), საბრძოლო ვითარება, სწორი, კონსტრუქციული კომუნიკაციით ლაგდება.წესები, კანონები, მოძველებული ღირებულებები, საფეხურები, იერარქია, ეს ყველაფერი " ჯერ " ისევ აქტუალურია.რას მოიტანს თებერვალი?ცეცხლოვანი ცხენის წელი შემოიჭრება.ახალი ციკლის სტარტი და წლის პირველი (მზის ) დაბნელება.სატურნის "დაბადება" -ახალი 30 წლიანი ციკლის დასაწყისი.სატურნის და ნეპტუნის კულმინაციური შეერთება ვერძის ნულოვან გრადუსში.ძალიან "ცხელი" თებერვალი გვაქვს წინ, ეს ახლა მხოლოდ პროლოგია...ის რაც ხდება ახლა შენს ცხოვრებაში, ძალიან კარგ მიმართულებას მოგცემს შენს ახალ გზაზე“,- წერს ასტროლოგი.

ახალი მთვარე

ასტროლოგია 1768664302

„დაგეხმარებათ მიზნებისა და სურვილების რეალიზებაში...“ - ასტროლოგი 18 იანვრის ახალმთვარეობაზე

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 18 იანვრის ახალმთვარეობაზე წერს:„2026 წლის პირველი ახალმთვარეობა18 იანვარი (საქართველოს დროით) პიკი — 23:51 სთ -ზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის 29-ე გრადუსზე.იდეები იბადება კირჩხიბში, ხოლო იდეების მატერიალიზება, განხორციელება ხდება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში.გამორჩეულია ეს ახალმთვარეობა იმით, რომ პროცესში ჩართულები არიან გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური და მებრძოლი, აქტიური პლანეტა მარსი. მათი მჭიდრო კავშირი საკმაოდ საინტერესო მინიშნებებს იძლევა.„მაგის ასპექტი“ — ასე ჰქვია მათ კავშირს, რომელიც დაგეხმარებათ მიზნებისა და სურვილების რეალიზებაში, ამიტომ წლის ამ პერიოდში, შესაბამისი ატმოსფეროს გათვალისწინებით, დაისახეთ მიზნები, გაწერეთ გეგმები, სურვილები და მათი რეალიზებისთვის საჭირო განზრახვა და მტკიცე ნება — გაცილებით მარტივად შეასხამს ფრთებს თქვენს სურვილებს.გარდა ამისა, ახალმთვარეობის მმართველი პლანეტა სატურნი, (რომელიც ძალიან მნიშვნელოვან, ახალ ციკლს დაიწყებს მალე) ჰარმონიულ კავშირშია ერთ მხრივ მნათობებთან და მათ მხარდამჭერ პლანეტებთან (მარსი და მერკური), ხოლო მეორეს მხრივ — მოულოდნელობების პლანეტა ურანთან.მიმდინარე მოვლენები (როგორც ინდივიდუალური ასევე გლობალური), საბრძოლო ვითარება, სწორი, კონსტრუქციული კომუნიკაციით ლაგდება.წესები, კანონები, მოძველებული ღირებულებები, საფეხურები, იერარქია, ეს ყველაფერი " ჯერ " ისევ აქტუალურია.რას მოიტანს თებერვალი?ცეცხლოვანი ცხენის წელი შემოიჭრება.ახალი ციკლის სტარტი და წლის პირველი (მზის ) დაბნელება.სატურნის "დაბადება" -ახალი 30 წლიანი ციკლის დასაწყისი.სატურნის და ნეპტუნის კულმინაციური შეერთება ვერძის ნულოვან გრადუსში.ძალიან "ცხელი" თებერვალი გვაქვს წინ, ეს ახლა მხოლოდ პროლოგია...ის რაც ხდება ახლა შენს ცხოვრებაში, ძალიან კარგ მიმართულებას მოგცემს შენს ახალ გზაზე“,- წერს ასტროლოგი.

fuli

ასტროლოგია 1768495954

„ტაქსსა თუ მარკეტში აუცილებლად გადაიხადეთ იმაზე მეტი ვიდრე გითხრეს...“ - ასტროლოგი გირჩევთ როგორ მოიზიდოთ ფული

ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდ პრაქტიკას აზიარებს. როგორ შევიქმნათ მატერიალური კეთილდღეობა?„მე მიყვარს ფული, მე მას გონივრულად და კონსტრუქციულად ვიყენებ. ფული ჩემს ცხოვრებაში მუდმივად ცირკულირებს. მე მას სიამოვნებით გავცემ და ის მიბრუნდება ნამატით ჯადოსნური გზით და ეს ძალიან, ძალიან კარგია. ფული უხვად მოედინება ჩემსკენ. მე მას მხოლოდ საკეთილდღეოდ ვიყენებ და მე მადლიერი ვარ ამ კეთილდღეობისთვის, მადლიერი ვარ ჩემი გონებრივი სიმდიდრისთვის.“ჯოზეფ მერფი „თქვენი ქვეცნობიერის ძალა“.პირველად ჯოზეფს გავეცანი წიგნის „როგორ მოვიზიდოთ ფული“ თარგმნისას, ეს იყო დაახლოებით 2008 წლამდე, პერიოდი როდესაც ჯერ კიდევ აქტუალური იყო ფული როგორც „ხელის ჭუჭყი“, მას არაერთი ნეგატიური ეპიტეთით ახსენებდნენ. ეს წიგნი თავის დროზე აღმოჩენა იყოს ჩემთვის, მან რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება ფინანსების მიმართ. გახსოვდეთ მთავარი არის თქვენი ფულთან დამოკიდებულება, თქვენი ფიქრები, აზრები, ემოციები.პ.ს. ყველას გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას - „ როგორ მოვიზიდოთ ფული“.ახლა კი მარტივი, პრაქტიკული რჩევები, ჩემს მიერ მოკრებილი სხვადასხვა ტრადიციებიდან და ეზოთერული სახელმძღვანელოებიდან.აუცილებლად ატარეთ ჩანთით რამე ტკბილი, თუნდაც შოკოლადის მონეტა ან პატარა კანფეტი. ის იზიდავს ფინანსურ ენერგიას.ყველაფერს ამ ქვეყნად, ყველა ენერგიას აქვს თავის ფერი, ფულის ენერგია არის ოქროსფერი, ამიტომ დაუმეგობრდით ამ ფერს.ფინანსების მოსაზიდად საფულეში პატარა მაგნიტიც გამოგადგებათ.იყავით თამამი! ნუ აიკრძალავთ ძვირადღირებულ მაღაზიებში, კაფე-ბარებსა თუ სხვა დაწესებულებებში შესვლას, გაითავისეთ ასეთი ადგილების ენერგეტიკა.როდესაც შემოსავლები ჩერდება აუცილებლად გაეცით გარკვეული თანხა. შეიძინეთ რაიმე თქვენი სიამოვნებისთვის. ხელში ნურავის მისცემთ ფულს, რადგან ამგვარად თქვენს ფინანსურ ენერგიას უნაწილებთ სხვას. დადეთ სადმე (არა მაგიდაზე), ჩაურიცხეთ ანგარიშზე, ან გაეცით ფული კონვერტით.თუ გასავალის დროს შფოთი და სინანულის გრძნობა გაქვთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე, ყოველთვის მსგავს სიტუაციაში წარმოთქვით (თუნდაც ჩუმად) შემდეგი ფრაზა: „მე ამ ფულით ვყიდულობ ჩემს კეთილდღეობას“.ნურასდროს გააჩუქებთ ფეხსაცმელს, ნურც გადაყრით, ეცადეთ თუნდაც სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიჰყიდოთ ახალ მეპატრონეს. თან წინასწარ წარმოთქვით თქვენთვის შემდეგი ფრაზა : „მე ვწყვეტ ამ ფეხსაცმელთან ყოველგვარ ენერგეტიკულ კავშირს“.ნუ დაგენანებათ ფული საკუთარი თავის სიამოვნებისთვის, ნუ დაზოგავთ ნურასდროს საკუთარი თავისთვის. გახსოვდეთ, სამყარო თქვენი ანარეკლივით მოქმედებს, გექცევათ ისე, როგორც თქვენ ექცევით თქვენს თავს.ტაქსსა თუ მარკეტში აუცილებლად გადაიხადეთ მიღებული სერვისისთვის იმაზე მეტი ვიდრე გითხრეს.თუ სახლში წვეთავს ონკანი ან მილს აქვს პრობლემა, სასწრაფოდ შეაკეთეთ, რადგან ითვლება რომ ამგვარ ხარვეზებს ფინანსური დანაკარგები მოაქვს.ნუ დახარჯავთ სწრაფად მიღებულ/ ჩარიცხულ თანხას, ეცადეთ ფული ერთი ღამის განმავლობაში მაინც იდოს თქვენს ანგარიშზე/საფულეში.არ ისესხოთ ფული ახალმთვარეობიდან 1კვირის განმავლობაში,  დააბრუნეთ მხოლოდ სავსემთვარეობის შემდეგ (დაღმავალ მთვარეზე).არ ისესხოთ ფული სამშაბათ დღეს. ვალის დაბრუნება კი სასურველია პარასკევ დღეს დაამთხვიოთ.ვალად აღებული თანხა დააბრუნეთ უფრო წვრილი კუპიურებით.არ გაასესხოთ თანხა რომელიც გამოიხატება „2“ და „0“ ებით. 2; 20; 200 და სხვა.არომატებიდან ფულის არომატად ითვლება პაჩული, ფორთოხალი;შემოსავლები მოაქვს ასევე დაფნის ფოთოლს, სანდალის ჩხირს.შემოსავლების ზრდისთვის გამოიყენება სხვადასხვა სიმბოლოები, მინერალური ქვები. უალტერნატივოა შრივაცას და კიდევ რამდენიმე სიმბოლიკის გამოყენება, სხვა დანარჩენი კი სიფრთხილითაა შესარჩევი, მაგ: სპილოს სიმბოლო, რომელიც ცნობილია (შემოსავლების ზრდით, ბარაქით) შესაძლოა თქვენთვის დამაზიანებელიც აღმოჩნდეს, სიმბოლოებს აქვს გამოხატული საკმაოდ ძლიერი ენერგია, ამიტომ ჯობია შეარჩიოთ გონივრულად.ჩვენთან შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური ფულის თილისმის განსაზღვრაც“, - წერს ქეთი ოდიშელი.

ქეთი ოდიშელი

ასტროლოგია 1768471920

,,ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა წლები” - ასტროლოგ ქეთი ოდიშელის რჩევები

რატომ უნდა გვქონდეს საახალწლო დეკორაციები სახლში 17 თებერვლამდე - ამ თემაზე, ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საუბრობს:აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 17 თებერვალს დგება. ამიტომაც, ნაძვის ხის აღების შემდეგ უმჯობესია, სახლში საახალწლო დეკორაციები მაინც შემოვინახოთ.,,სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი წელი ზამთრის მზებუდობა - 21-22 დეკემბერია. ხანდახან, 20-ში შეიძლება, დაემთხვეს. მაგ დღიდან ყველა ციკლი ითვლება. წელს ასეთი თარიღი 17 თებერვალი გვაქვს. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა წლები იმიტომ, რომ ამ ყველაფერს კიდევ დამატებით აქცენტს დაბნელება უკეთებს. დაბნელება წლის განმავლობაში საკმაოდ იშვიათია და ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა.ნაძვის ხე შეიძლება, ავიღოთ. მაგრამ, ყველაფერს ნუ ავიღებთ. რაღაც მაინც დავტოვოთ იმისთვის, რომ სადღესასწაულო გარემო მაინც გვქონდეს.ნაძვის ხის დაშლას ქვემოდან ვიწყებთ. ზემოდან არა... ვისაც აქვს, პირველ რიგში, გირლანდებს ვაშორებთ იმიტომ, რომ ეს სითბოს, სინათლის ენერგიას უკავშირდება. მერე წვიმები თუ არის, იმას ვაშორებთ. წვიმები ბარაქისა და სიუხვის ენერგიაა. ბოლოს სათამაშოებია ძირითადი მაგია და მას ვაწყობთ. ყველაზე ბოლოს კი მწვერვალიდან სამშვენისის მოხსნა და შენახვაა",-ამბობს ასტროლოგი.