ვახტანგ გომელაური

პოლიტიკა 1710928296

ვახტანგ გომელაური - მეხანძრე-მაშველების ბევრი გმირული მაგალითის მიუხედავად, პოლიტიკოსებისგან თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა

მეხანძრე-მაშველების ძალიან ბევრი გმირული მაგალითის მიუხედავად, პოლიტიკოსებისგან თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მეხანძრე-მაშველების დღევანდელი აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, თუმცა იყო ბევრი მხარდაჭერაც, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.მისი თქმით, 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ.გომელაურის განცხადებით, დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, როდესაც ყველამ ნახა, როგორ თავდაუზოგავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ მაშველები.„ამ დიდი ტრაგედიის დროს მოქალაქეებთან ერთად ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი სისტემის თანამშრომლები. მე მინდა, პატივი მივაგო მათი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირულად დაღუპული ყველა თანამშრომლის ხსოვნას. მიუხედავად მეხანძრე-მაშველების ძალიან ბევრი გმირული მაგალითისა, პოლიტიკოსებისგან, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მეხანძრე-მაშველების დღევანდელი აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, თუმცა იყო ბევრი მხარდაჭერაც. მინდა, მოგახსენოთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეს არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე ყოფილა ეს სამსახური. 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. ჩვენმა გმირმა მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველი მაშველების გმირობის შესახებ მაშინ, როცა გასულ წელს რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა და უწყვეტ რეჟიმში ჩაერთო ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში. ჩვენ ვნახეთ დამსახურებული მადლობები, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე, თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან“, – განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

პოლიტიკა 1710928188

ვახტანგ გომელაური - დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, ყველამ ვნახეთ, როგორ თავდაუზოგავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ მაშველები, მინდა, მადლობა ვუთხრა მათ

დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ თავდაუზოგავად, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ ბიჭები. მე მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ამისთვის და მთელი წლის განმავლობაში გაწეული თავდადებული სამუშაოსთვის, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ.„ამ დიდი ტრაგედიის დროს მოქალაქეებთან ერთად ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი სისტემის თანამშრომლები. მე მინდა, პატივი მივაგო მათი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირულად დაღუპული ყველა თანამშრომლის ხსოვნას. მიუხედავად მეხანძრე-მაშველების ძალიან ბევრი გმირული მაგალითისა, პოლიტიკოსებისგან, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მეხანძრე-მაშველების დღევანდელი აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, თუმცა იყო ბევრი მხარდაჭერაც. მინდა, მოგახსენოთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეს არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე ყოფილა ეს სამსახური. 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. ჩვენმა გმირმა მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველი მაშველების გმირობის შესახებ მაშინ, როცა გასულ წელს რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა და უწყვეტ რეჟიმში ჩაერთო ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში. ჩვენ ვნახეთ დამსახურებული მადლობები, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე, თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ჯილდო ქართველ მაშველებს

საზოგადოება 1682497375

ემოციური ვიდეო - ერდოღანმა ქართველი მაშველები „უმაღლესი თავდადების ორდენით“ დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთის ქალაქებში - ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო - „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა.ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი გადასცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ჯამში 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა. 

მაშველები

საზოგადოება 1677333521

ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ - ფოტოები

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისია დაასრულეს.საქართველოში დაბრუნებულ მაშველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ალი ქაან ორბაი, რომლებმაც სამაშველო ჯგუფის წევრებს თურქეთში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.ქართველ მაშველთა ნაწილი, სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით, სახმელეთო გზით დაბრუნდება სამშობლოში.საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია.საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა.

პრემიერი მაშველებთან

პოლიტიკა 1677248965

კადრები ჰათაის პროვინციიდან, სადაც პრემიერმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ქართველი მაშველები მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ.მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად ქართველ მაშველებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშველებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.„ჩემი მთავარი გზავნილი თურქი ხალხის მიმართ იყო და არის შემდეგი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთის და თურქი ხალხის გვერდით. მე გუშინ ეს გზავნილი და ჩემი სამძიმარი გადავეცი პრეზიდენტ ერდოღანს, რომელსაც მე დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა, გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა. ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, რომ 40 000-ზე მეტი გარდაცვლილი არის დადასტურებული უკვე და 100 000-ზე მეტი არის დაშავებული. ათასობით ადამიანი დარჩა ბინების გარეშე, მაგრამ ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ ერდოღანთან, მან მითხრა, რომ მისი დავალებით უკვე შექმნილია შესაბამისი შტაბი, გეგმა აქვთ გაკეთებული და დაახლოებით ერთ წელიწადში 270 000 ბინას ააშენებენ და ყველა ეს ადამიანი იქნება დაკმაყოფილებული.მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გმირი მაშველები არიან აქ ადგილზე. ჩვენ იმავე დღეს გამოვგზავნეთ მაშველები, რომლებიც ადგილზე თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ. სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამწუხაროდ, 80-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვახტანგს, ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ისეთი გონიერი და ძლიერი ლიდერი, როგორიც არის ბატონი ერდოღანი, მისი ლიდერობით თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან“, - განაცხადა პრემიერმა.ადგილზე აგრეთვე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩაღათაი ქილიჩი.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში, თურქულ მხარესთან კოორდინირებით, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებენ.მაშველები საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში 6 თებერვალს გაემგზავრნენ. პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფი სამუშაოებს ქალაქ ადიამანში აწარმოებდა, როტაციის შემდეგ კი, ახალი ამოცანა განისაზღვრა და ქართულმა სამაშველო ჯგუფმა ქალაქ ათაქიაში გადაინაცვლა.ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს ეწვია, სადაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილებების მინისტრი მურათ ქურუმი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი.

პრემიერი

პოლიტიკა 1677213236

პრემიერი დელეგაციასთან ერთად სტიქიის ზონაში, ანტაქიაში ჩავა, სადაც ქართველი მაშველები იმყოფებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტი თურქეთში გრძელდება . ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად დღეს სტიქიის ზონაში, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანტაქიაში ჩავა, სადაც ქართველი მაშველები იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრს ადგილზე ექნება შეხვედრები როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან.ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მოინახულებს აფადის ცენტრს, რომელიც წარმოადგენს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანკარაში გუშინ ჩავიდა და პირადად მიუსამძიმრა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს.რეგიონის ორი ლიდერის პირისპირ საუბარი პრეზიდენტის სასახლეში საათი და 20 წუთი გაგრძელდა. შეხვედრა დახურული იყო და საუბრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ გაკეთებულა.მოგვიანებით საქართველოს პრემიერმა ტვიტერზე დაწერა, რომ თბილისი შემდგომი დახმარებისთვისაც მზად არის და თურქეთის პრეზიდენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით კი, შეხვედრაზე თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები და რეგიონული საკითხებიც განიხილეს.

პრემიერი თურქეთში

მიმოხილვა 1677166448

მადლობა თანადგომისთვის და მეგობრობისთვის - როგორი დახვედრა მოუწყო თურქეთის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილს (ფოტორეპორტაჟი)

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის დახვედრა მოუწყო.საქართველოს მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება.რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს გამძლეობა, დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი.პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.თურქეთის პრეზიდენტმა, მადლობის და განსაკუთრებული დამოკიდებულების ნიშნად საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმაღლესი დონის შეხვედრა მოუწყო. ვიზიტის დასრულებისას კი პირადად გამოაცილა.

პრემიერი და ერდოღანი

პოლიტიკა 1677158042

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება.ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს გამძლეობა, დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

მაშველები

საზოგადოება 1676897202

VIDEO: ვხედავდით ნანგრევებში გამოწვდილ ხელებს, შემზარავი ხმით ითხოვდნენ შველას - ქართველი მაშველების ემოციები თურქეთის ტრაგედიაზე

ქართველმა მაშველებმა (დავით სხილაძე - ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე; შალვა გათენდაშვილი - ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ლევან ტუხაშვილი - განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველი), რომლებიც თურქეთში მიწისძვირის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, "რუსთავი 2"-ის გადაცემა „შუადღის“ ეთერში ისაუბრეს. ცნობისთვის, მიწისძვრის ტრაგედიიდან მეორე დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ კი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონიდან, მაშველთა  დამატებითი ძალები გაგზავნეს.ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მილიონი ლარი გამოიყო.

არველაძე

საზოგადოება 1676642453

გაკვირვებული დავრჩი, რომ საქართველოს დროშა სხვა ქვეყნების დროშების გვერდით ვერ ვნახე - შოთა არველაძე

საქართველოს ნაკრებისა და „ტრაბზონსპორის“ ყოფილი თავდამსხმელი, შოთა არველაძე ეხმაურება თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ტრაბზონში მატჩისას გამართულ პერფომანსზე, იმ ქვეყნის დროშებს შორის, რომლებიც თურქეთს ეხმარებიან, საქართველოს დროშა არ იყო.„თურქეთში რთული დროა და დღემდე გრძელდება მაშველი ჯგუფების უწყვეტი მუშაობა. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს შეთავაზებით და ძალისხმევით თურქეთში ქართველი მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. თურქეთში უამრავი ქართველი ემიგრანტია, ზოგი მუშაობს, ზოგი ოჯახებით ცხოვრობს, მათ დასახმარებლად, მათი ინფორმირებულობისთვის საელჩომ ბევრი გააკეთა და ამ დრომდე აქტიურად მუშაობს.ფეხბურთს ხალხის გაერთიანების განსაკუთრებული ძალა აქვს. ასეთ რთულ დროს „ტრაბზონსპორის“ თურქეთში თამაში და თანაც გამარჯვება ხალხისთვის ერთგვარი შვება იყო. თუმცა, გაკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ მატჩის დაწყებამდე, პერფორმანსში საქართველოს დროშა სხვა ქვეყნების დროშების გვერდით ვერ ვნახე.თურქები აფასებენ ჩვენს მხარდაჭერას და დიდ სითბოს გამოხატავენ, სოციალურ ქსელებშიც და საჯარო საუბრებშიც, ამიტომ ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა მხოლოდ ამ ბანერით არ შეფასდება. მაგრამ ამ ფაქტმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია და იმედია, ზუსტად გავიგებთ რა მოხდა. მთავარია, ყველა თურქის გულს მისწვდა ის დახმარება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახლაც განაგრძობს“, – ამბობს შოთა არველაძე.

მაშველები თურქეთში

საზოგადოება 1676528382

ცრემლიანი თვალებით ყველგან „გურჯისტან“ ისმოდა და ყველა ამ ბიჭების მადლიერი იყო! - ჟურნალისტი ქართველ მაშველებზე

ჟურნალისტი მაკუნა აბულაძე სოციალურ ქსელში ქართველ მაშველებზე წერს, რომლებიც თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულების სამაშველო ღონისძიებებში არიან ჩართულები.ჟურნალისტი მოკლედ აღწერს იმ მძიმე დღეებს, რომლებიც მათთან ერთად მიწისძვრის ეპიცენტრში გაატარა.„მაშველი გმირია! ჩვენი ბიჭები მამაცები არიან, არაფრის ეშინიათ "- ხშირად მოგვისმენია ყველას ეს ფრაზები ქართველ მაშველებზე. ხოდა, მე მინდა ჩემი ემოციები გაგიზიაროთ "ჩვენს" ბიჭებზე, იმიტომ რომ ამ ემოციებს ვერ ვიტევ გულში.თითქმის ერთი კვირა ვიცხოვრე ასზე მეტ ბიჭთან ერთად. კი, ყველანი ქართველები , ყველანი მაშველები.პატარა ბაზა ჰქონდათ ქალაქ ადიამანში, მიწისძვრისგან დანგრეულ ქალაქში და როგორც თვითონ ამბობენ სამსახურეობრივი მოვალეობის, ჩემი აზრით, კი გმირობის ჩასადენად იყვნენ ჩამოსულები, იმის გამო, რომ ამ ქალაქში არაფერი არსებობდა სადაც ღამეს გავათენებდით.ჩვენი მასპინძლები ჩვენი ქართველი მაშველები იყვნენ. ისე მინდა ყველაფერი დავწერო და არაფერი გამომრჩეს, იმიტომ რომ ამ ბიჭებზე უფრო მეტი უნდა იცოდეს ყველამ!ყოველდღე დილას შვიდ საათზე ან უფრო ადრე იწყებდნენ. არ ხმაურობდნენ ხოლმე, რადგან მანქანაში ჩვენ გვეძინა. თვითონაც ნაწილს მანქანებში, ბევრს კარვებში, ზოგიერთს კი გარეთ ცეცხლთან ეძინა. ეს მანაქანაც თვითონ დაგვითმეს, რომ ჩვენ ღამის გასათევი გვქონოდა. თავიდან, ძალიან არაკომფორტული იყო მანქანაში ძილი, წინ შელოს ეძინა, რადგან ჯენტლმენია. მე შედარებით დიდი ტერიტორია მქონდა, მაგრამ მაინც რთული იყო შემდეგ მგონი შევეჩვიეთ, ბოლოს კიდევ ჩვენს ერთ ოთახიან ჩეხურს ვეძახდით, მიშენების პერსპექტივით ბიჭები რომ მომზადებას იწყებდნენ სულ მიკვირდა, როგორ შეეძლოთ ყოველ დილით მაინც ასეთი შემართებით ყოფილიყვნენ, როცა წინა დღით შუაღამემდე მუშაობდნენ ხოლმე. ამ მომზადების შემდეგ გადიოდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე და იწყებოდა მათი ძალიან გრძელი დღე.ეს დღეები ყველაზე გრძელი მხოლოდ მათთვის, იცით რატომ იყო? იმიტომ რომ არცერთ სამაშველო ღონისძიებას არ ამთავრებდნენ, სანამ ბოლომდე არ მიიყვანდნენ საქმეს, სანამ ადამიანებს ოჯახის წევრებს, მშობლებს ცოცხალ თუ გარდაცვლილ შვილებს არ უპოვიდნენ  როცა შუაღამით მუშაობა უკვე შეუძლებელი იყო, პირობას აძლევდნენ სიკვდილს გადარჩენილ ხალხს, რომ მეორე დღეს დაბრუნდებოდნენ და ბოდიშებით მოდიოდნენ ბაზაზე. არ ვიცი როგორ აღვწერო, რა სიტყვებით, რასაც მე ეს დღეები ჩემი თვალით ვუყურებდი ასე იყო ყოველდღე და ყველგან ჩვენს ქართველ ბიჭებს ელოდებოდნენ ყველაზე მეტად! ამ გამწარებულ ხალხს, ყველაზე დიდი იმედი ამ ბიჭების ჰქონდათ, რადგან ისინიც ხედავდნენ როგორი გულიანები, თავის საქმეზე შეყვარებულები, მამაცები, გმირები და წესიერები იყვნენ! ცრემლიანი თვალებით ყველგან გურჯისტან ისმოდა და ყველა ამ ბიჭების მადლიერი იყო ! და ამას არ ვწერ ერთ, ხუთ ან ოც ბიჭზე, ამას ვწერ ყველაზე, ასზე მეტნი იყვნენ და ყველა ერთმანეთზე უკეთესი! მართლა მიკვირს, როგორ შეიძლება ამდენი ბიჭი ასე ერთნაირად პატიოსანი, დაუღალავი, ადამიანებზე და თავის საქმეზე შეყვარებულები იყვნენ!ბაზაზე ასეთი წესი იყო, რამდენიმე ადამიანი ისვენებდა ხოლმე, მაგრამ ის დასვენებაც თითქოს ეუხერხულებოდათ და არ უნდოდათ.მათი გმირობების შესახებ ბევრი ვიცოდი, მაგრამ მათი ადამიანობის შესახებ არაფერი. მე ერთ გოგოს, დიდი თუ პატარა თავს მევლებოდა, ამ პირობებშიც კი ცდილობდნენ რაღაცით ესიამოვნებინათ ჩემთვისმე და შელო, მათთვის სტუმრები ვიყავით, რომელთა პატრონობაც თავის თავზე ჰქონდათ აღებული! თავიდან იყო მორიდება ჩვენს შორის, რაც ბუნებრივია, ნელ-ნელა ეს მდგომარეობა ახლობლობასა და ამ დიდი ოჯახის წევრობაში გადაიზარდა! ერთად ვჭამდით, ერთად ვცხოვრობდით ამ გაუსაძლის პირობებში და მაინც იყო დრო, დანთებულ ცეცხლთან ისტორიების მოყოლის, იუმორის, კამათის, ხანდახან სიცილის.მინდა სათითაოდ ყველაზე სახელობითად ვილაპარაკო და სახელებით ვწერო, მაგრამ ვინმე გამომრჩება! მე კიდევ ეს პოსტი, ჩემი მადლიერება და ჩემი აღფრთოვანება მინდა ყველას მივუძღვნა, ყველას ვინც იქ იყო!და ამ პოსტს ვწერ აეროპორტიდან, სახლისკენ მიმავალი. ისინი ახალ ქალაქში მიდიან, ახალი გმირობების ჩასადენად და კიდევ ბევრი ადამიანის გადასარჩენად! და ჩემი გული მათთან რჩება!ბიჭებო, თქვენ მართლა გმირები ხართ! ძალიან ამაყი ვარ და ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი გაცნობა და თქვენთან ერთად მუშაობა. შეხვედრამდე  პ.ს . ჩემს ერთ ოთახიან ჩეხურს გაუფრთხილდით, ვინ იცის როდის დამჭირდება. და ახალი "მის ადიამანი"-ით არ ჩამანაცვლოთ, თორემ გავბრაზდები“.

მაშველები

მსოფლიო 1676388256

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი გაემგზავრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა. ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. მუშაობას განაგრძობენ ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები.ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს.ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.